ინფორმაცია კომპანიის შესახებ
ინფორმაცია კომპანიის შესახებ
ჩვენი მისია და
ღირებულებები
ჩვენი მისია და ღირებულებები
ჩვენ გპირდებით, გავამართლებთ იმ
პასუხისმგებლობას, რაც გვეკისრება,
როგორც წამყვან საერთაშორისო კომპანიას.
ჩვენ გპირდებით, გავამართლებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გვეკისრება.
Samsung იღებს ვალდებულებას, დაიცვას ადგილობრივი კანონები და რეგულაციები და ასევე გამოიყენოს ბიზნეს ეთიკის მკაცრი გლობალური ქცევის კოდექსი ყველა თანამშრომლის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ ეთიკური მმართველობა არა მხოლოდ გლობალურ ბიზნეს გარემოში სწრაფ ცვლილებებზე რეაგირების საშუალებაა, არამედ ინსტრუმენტია, ნდობის გასამყარებლად დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის კლიენტებთან, აქციონერებთან, თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან და ადგილობრივი საზოგადოებების (თემების) წარმომადგენლებთან. Samsung მიზნად ისახავს, გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთიკური კომპანია და განაგრძობს თავისი თანამშრომლების განათლებასა და მონიტორინგის სისტემების გამოყენებას. ამისთვის Samsung იყენებს კორპორატიული მართვის სამართლიან და გამჭვირვალე მეთოდებს.
ჩვენი ფილოსოფია და მიზანი
Samsung მიყვება ბიზნესის მარტივ ფილოსოფიას: გამოიყენოს კომპანიის ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები უმაღლესი სტანდარტის პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რითაც წვლილს შეიტანს მთელს მსოფლიოში საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ Samsung დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ პერსონალსა და ტექნოლოგიებს.
ჩვენი ფილოსოფია და მიზანი
1. ხალხის მხარდაჭერა მათ გაუმჯობესებაში
ადამიანურ რესურსებსა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება
· ადამიანური რესურსების განვითარება და ტექნიკური სრულყოფის ზრდა მენეჯმენტის პრინციპების მეშვეობით
· მთელი მართვის სისტემის სინერგიული ეფექტის გაძლიერება ადამიანური რესურსებითა და ტექნოლოგიებით
2. კომპანიის მიზნები (შიდა მიზნები)
საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების შექმნა
· პროდუქტებისა და სერვისების შექმნა, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მომხმარებელს
· მსოფლიოში პირველი ადგილის შენარჩუნება ბიზნესის შესაბამის სფეროში
3. სამსუნგის მიზნები
ხელის შეწყობს საზოგადოების განვითარებაში
· საერთო ინტერესების მიღწევაში წვლილი და ცხოვრების დონის ამაღლება
· საზოგადოების წევრად აღებული ვალდებულებების შესრულება
Samsung-ის ძირითადი ღირებულებები
Samsung-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თვლიან, რომ სწორი ღირებულებების დაცვა არის ბიზნესის წარმატების საწინდარი. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, Samsung ხელმძღვანელობს ძირითადი კორპორატიული ღირებულებებითა და ასევე, ბიზნეს ეთიკის მკაცრი კოდექსით.
Samsung-ის ძირითადი ღირებულებები
-
ხალხი
კომპანია არის, პირველ რიგში, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მასში. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ პოტენციალს.
-
სრულყოფილება
ყველაფერი, რასაც Samsung-ი ქმნის, განპირობებულია სრულყოფილებისადმი ერთგულებით და ბაზარზე უმაღლესი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების ვალდებულებით..
-
ცვლილება
კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი მზერა მომავლისკენ იყო მიმართული, რათა განვსაზღვროთ ბაზრის მოთხოვნა და უზრუნველვყოთ კომპანიის გრძელვადიანი წარმატება..
-
მთლიანობა
ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება ზოგადად მიღებულ მორალურ ღირებულებებს, კერძოდ, სამართლიანობას, ყველა დაინტერესებული მხარის პატივისცემას და სრულ გამჭვირვალობას.
-
ორმხრივი კეთილდღეობა
Samsung-ი ერთგულია საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, სადაც ის მოღვაწეობს.
ბიზნესის მართვის ხუთი პრინციპი კომპანია Samsung-ში
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებისადმი ერთგულების გამოხატვით, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ Samsung Electronics-მა, 2005 წელს გამოაქვეყნა „კომპანია Samsung-ის ბიზნესის წარმართვის ხუთი პრინციპი“. ეს პრინციპები საფუძვლად დაედო მისი ბიზნეს ეთიკის გლობალურ კოდექსს. ისინი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვას და კორპორატიული სოციალური ვალდებულებების შესრულებას.
ბიზნესის მართვის ხუთი პრინციპი კომპანია Samsung-ში
1. ჩვენ ვიცავთ კანონებს და ეთიკურ სტანდარტებს.
ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის პიროვნების ღირსებას და ინდივიდუალობას.
ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის ძირითად უფლებებს. იძულებითი შრომა, სახელფასო დისკრიმინაცია და ბავშვთა შრომის ექსპლუატაცია დაუშვებელია. ჩვენ არ ვარღვევთ დაინტერესებული მხარეების, მათ შორის კლიენტებისა და თანამშრომლების უფლებებს და არ ვახდენთ დისკრიმინაციას ეროვნების, რასის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით.
ჩვენ კონკურენციას სამართლიანად ვაწარმოებთ . კანონის და ბიზნეს ეთიკის დაცვით.
ჩვენ ვიცავთ იმ ქვეყნებისა და თემების კანონებს, რომლებშიც ვმუშაობთ და პატივს ვცემთ სამართლიანი კონკურენციის სტანდარტებსა და პრაქტიკას. ჩვენ არ ვიღებთ სარგებელს უკანონო ან არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. ჩვენ არ ვაძლევთ და არ ვიღებთ საჩუქრებს, ქრთამს ან სხვა საშუალებებს იმ პირების მოსყიდვის მიზნით, ვისთანაც ვაწარმოებთ ბიზნესს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალე ანგარიშგების და ზუსტი აღრიცხვის პრინციპს.
ჩვენ ზუსტად ვაფიქსირებთ ყველა სავაჭრო და ბიზნეს ტრანზაქციას, რათა დაინტერესებულმა მხარეებმა ნათლად გაიგონ, რომ კომპანიის საქმიანობა შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, ისევე როგორც შესაბამისი ქვეყნების სტანდარტებს. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ უზრუნველყოფთ გამჭვირვალობას კომპანიის ინფორმაციისა და მართვის ძირითადი ასპექტების შესახებ, როგორიცაა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ცვლილებები.
ჩვენ არ ვერევით პოლიტიკურ საქმიანობაში და ვინარჩუნებთ ნეიტრალიტეტს.
ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული პიროვნების პოლიტიკურ უფლებებსა და მოსაზრებებს და არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ საქმიანობას კომპანიის შიგნით. ჩვენ არ ვიყენებთ კომპანიის სახსრებს, პერსონალს, შენობებს ან სხვა რესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის.
2. ჩვენ ვინარჩუნებთ სუფთა ორგანიზაციულ კულტურას.
ჩვენ მკაფიოდ გამოვყოფთ თანამშრომლების პირად და სოციალურ ცხოვრებას მათი სამუშაო საქმიანობიდან.
კომპანიასა და ინდივიდს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს. ჩვენ არ ვსარგებლობთ კომპანიის საკუთრებითა და პოზიციით და არ ვატარებთ მიუღებელ საქმიანობებს, როგორიცაა კომპანიის ქონების გაფლანგვა ან მითვისება. ჩვენ არ ვაწარმოებთ ფასიან ქაღალდებთან ოპერაციებს, მათ შორის აქციების ყიდვა-გაყიდვას, ოფიციალურად მიღებული ინფორმაციის გამოყენებით.
ჩვენ ვიცავთ და პატივს ვცემთ კომპანიის და სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას.
ჩვენ არ ვავრცელებთ ინტელექტუალური საკუთრების ინფორმაციას და კონფიდენციალურ ინფორმაციას წინასწარი ნებართვის ან თანხმობის გარეშე. ჩვენ პატივს ვცემთ სხვათა ინტელექტუალურ საკუთრებას და თავიდან ავიცილებთ ქმედებებს, რომლებიც არღვევს მათ უფლებებს, მათ შორის სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, რეპროდუქციას, გავრცელებას ან შეცვლას.
ჩვენ ვქმნით ჯანსაღ ატმოსფეროს კომპანიაში.
ჩვენ ვკრძალავთ საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანსაღ გუნდურ ურთიერთობებს, მათ შორის სექსუალურ შევიწროებას, შეუსაბამო ფინანსურ ტრანზაქციებს თანამშრომლებს შორის და ძალადობას. ჩვენ არ ვქმნით ფრაქციებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები ჯგუფში და არ ვაწყობთ დახურულ ჯგუფებს.
3. ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებლებს, აქციონერებს და თანამშრომლებს.
მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
ჩვენ ვაწვდით პროდუქტებს და გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოლოდინებს. ჩვენ ვინარჩუნებთ გულწრფელ და მეგობრულ ურთიერთობას მომხმარებლებთან და განვიხილავთ მათ ყველა წინადადებას და პრეტენზიას. ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციას.
ჩვენი მენეჯმენტის მიდგომა ორიენტირებულია აქციონერთა ღირებულებაზე.
ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ აქციონერთა გრძელვადიანი სარგებელი გონივრული ინვესტიციებისა და ეფექტური მენეჯმენტის მეშვეობით. ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სტაბილური შემოსავალი და გავზარდოთ კომპანიის საბაზრო ღირებულება თანმიმდევრული მენეჯმენტის საქმიანობით. უფრო მეტიც, ჩვენ პატივს ვცემთ აქციონერთა უფლებებს, გონივრულ მოთხოვნებსა და იდეებს.
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლების ცხოვრების ხარისხი.
ჩვენ ყველა თანამშრომელს ვაძლევთ თანაბარ შესაძლებლობებს და სამართლიანად ვეპყრობით მათ მათი შესაძლებლობებისა და უნარების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ თანამშრომლებს მუდმივად გააუმჯობესონ საკუთარი თავი და მხარი დაუჭირონ გაუმჯობესებებს, რომლებიც აუცილებელია მათი სამუშაოს შესასრულებლად. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ სამუშაო გარემო, რომელიც ხელსაყრელია პირადი ინიციატივისა და შემოქმედებისთვის.
4. ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
ჩვენ ვართ ეკოლოგიურად უსაფრთხო მართვის მომხრეები.
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამის კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ გარემო საქმიანობის ყველა სფეროში, მათ შორის განვითარებაში, წარმოებასა და გაყიდვებში. ჩვენ ვაძლევთ მაგალითს რესურსების, კერძოდ, მათი დამუშავების ეფექტური გამოყენებისა.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამის კანონებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიდა რეგულაციებს. ჩვენ ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, ვქმნით კომფორტულ სამუშაო გარემოს.
5. ჩვენ ვართ სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია.
ჩვენ კეთილსინდისიერად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, ვიჩენთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ჩვენი კომპანიის სანდოობა ადგილობრივი მოსახლეობაში. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ვაცნობიერებთ ჩვენს, როგორც გადასახადის გადამხდელის მოვალეობებს.
ჩვენ ვამყარებთ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს ბიზნეს პარტნიორებთან.
ჩვენ ვამყარებთ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ ნდობას ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან და ვაღიარებთ მათ, როგორც სტრატეგიულ მოკავშირეებს. ჩვენ მივემართებით კოლექტიური ზრდისკენ და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი პარტნიორების კონკურენტუნარიანობა მათი ეთიკური და სამართლებრივი მხარდაჭერით.
ჩვენ პატივს ვცემთ რეგიონულ ტრადიციებსა და კულტურას და ვზრუნავთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე და კეთილდღეობაზე.
ჩვენ პატივს ვცემთ ადგილობრივ კანონებს, კულტურას და ღირებულებებს და ხელს ვუწყობთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვეხმარებით ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სოციალურ მუშაობაში მოხალისეობითა და სტიქიური უბედურების დროს დახმარების გაწევით.
გაეცანი ჩვენს ხელმძღვანელობას
ჩონ ხინ ხანი
- ㆍვიცე-თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი [2022 წლიდან დღემდე]
- ㆍვიცე-თავმჯდომარე და Device eXperience განყოფილების ხელმძღვანელი [2021 წლიდან დღემდე]
- ㆍპრეზიდენტი და Visual Display Business განყოფილების ხელმძღვანელი [2017-2021 წწ]
- ㆍVisual Display Business განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი [2015-2017წწ]
- ㆍVisual Display Business განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი ოფისის ხელმძღვანელი [2013-2015წწ]
- ㆍVisual Display Business განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის პროდუქტის ხელმძღვანელი [2011-2013წწ]
ისტორია
ახალ გამოწვევებთან შეჭიდება ჩვენი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად
მას შემდეგ, Samsung მუდმივად ცდილობს გახდეს #1 სისტემაში ნახევარგამტარების ინდუსტრიებში და ამავდროულად ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და 5G კავშირი.
კომპანია აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, რათა შეინარჩუნოს ლიდერობა მსოფლიოს მასშტაბით მეხსიერების ნახევარგამტარებში, ტელევიზორებსა და სმარტფონებში.
2019 წელს Samsung-მა ასევე წარადგინა მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ხედვა:
“ერთად ხვალინდელი დღისთვის!
ხალხისთვის შესაძლებლობების მიცემა.”
სტრატეგიამ ჩამოაყალიბა კომპანიის, როგორც გლობალური კორპორაციული მოქალაქის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, გამოხატა, თუ როგორ ისწრაფვის Samsung-ი თავისი სოციალური ვალდებულებების შესრულებისაკენ და ასევე აღწერა ეთოსი, რომლის დამკვიდრებასაც კომპანია შემდეგი საუკუნისთვის და მის შემდგომ გეგმავს.
2023
- შევიდა გლობალური ბრენდების საუკეთესო ხუთეულში ზედიზედ 4 წლის განმავლობაში, ბრენდის ღირებულება შეადგენს 91,4 მილიარდ აშშ დოლარს
- ლიდერობს გლობალურ TV ბაზარზე ზედიზედ 17 წლის განმავლობაში
- დაიწყო ინდუსტრიის მოწინავე 12nm-class DRAM-ის მასობრივი წარმოება
- მოიპოვა 80 ჯილდო iF Design Awards 2023-ზე, მათ შორის ოქროს ჯილდო Bespoke Infinite Line სამზარეულოს მოწყობილობებისთვის
- Samsung AI Forum-ზე წარმოადგინა generative AI ფუნქციის მქონე მოდელი Samsung Gauss
- წარადგინა FDA-ს მიერ სერტიფიცირებული Irregular Heart Rhythm Notification (IHRN) ფუნქცია Galaxy Watch-ზე
- შეიმუშავა ინდუსტრიაში პირველი GDDR7 DRAM, რითიც ხელს უწყობს გრაფიკული ტექნოლოგიების ბაზრის ზრდას
- შეიმუშავა ინდუსტრიაში პირველი LPCAMM ფორმ-ფაქტორი, რითიც ხდება DRAM-ის ბაზრის ტრანსფორმაცია
- მიიღო უმაღლესი დონის გლობალური სერტიფიკატი Alliance for Water Stewardship-ისგან
- წარმოადგინა Net Zero Home ტექნოლოგია ჭკვიანი სისტემით აღჭურვილი სახლებისთვის შვედეთში
2022
- ჩაატარა პირველი Samsung 6G ფორუმი თემით „შემდეგი ჰიპერ-დაკავშირებული გამოცდილება ყველასთვის“
- დაიწყო წარმოება მსოფლიოში პირველი 3nm პროცესის კვანძისა წრიულ სარქველიანი ტრანზისტორის გამოყენებით
- გაუშვა Samsung-ის გეიმინგ ჰაბი სერვისი Samsung-ის სმარტ ტელევიზორებსა და სმარტ მონიტორებზე
- დაიწყო ნიმუშების აღება ინდუსტრიაში პირველი 16Gb GDDR6 DRAM-ის 24Gbps-იანი დამუშავების სიჩქარეებისა
- გახდა ნოვატორი ახალ ნახევარგამტარების R&D კომპლექსში Giheung-ში, Korea, ლიდერობის გაზრდის მიზნით
- წარადგინა ახალი გარემოსდაცვითი სტრატეგია
- დაიწყო 1Tb TLC 8th-gen V-NAND-ის მასობრივი წარმოება ინდუსტრიაში ბინარული ციფრების უდიდესი რაოდენობით
- შექმნა ინდუსტრიაში პირველი 12nm-class DDR5 DRAM-ი
2021
- პირველად წარადგინა Neo QLED ტელევიზორები
- პირველად წარადგინა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რობოტი მტვერსასრუტი
- წარადგინა ინდუსტრიაში პირველი 5nm პროცესორი, რითაც საფუძველი ჩაუყარა სატარებელი ტექნოლოგიების ახალ თაობას
- გამოაცხადა მდგრადობის ხედვა მობილურებისთვის:
2020
- პირველად წარადგინა 110” Samsung MICRO LED
- წარადგინა Galaxy Z Flip და Galaxy Z Fold2 ფორმის ინოვაციური ფაქტორებით
- გამოაქვეყნა 6G ინფორმაციული დოკუმენტი
- გამოუშვა მე-17 თაობის პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით
- დაიწყო მასობრივი წარმოება მე-3 თაობის 10nm-class(1z) 16Gb LPDDR5 DRAM-ისა Pyeongtaek-ში, Korea
- ნარჩენების რაციონალური მოხმარებისთვის მიიღო ოქროს დონის შეფასება UL Solutions-ისგან მისი ყველა ნახევარგმატარის ოპერირების ადგილებისთვის მსოფლიოს მასშტაბით
- წარადგინა ხელოვნურ ინტელექტზე-მომუშავე სარეცხის რეცხვის გრაფიკი უმაღლესი კატეგორიის ენერგოეფექტურობის საშუალებით
- დაიკავა ადგილი Interbrand-ის „2020 წლის საუკეთესო გლობალური ბრენდების“ რეიტინგის ხუთეულში ($62,3 მილიარდი)
- საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და Samsung-მა გააგრძელეს მათი ოლიმპიური პარტნიორობა 2023 წლის ჩათვლით
2019
- წარადგინა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ხედვა:
- "ერთად ხვალინდელი დღისთვის!
- ხალხისთვის შესაძლებლობების მიცემა"
- გამოუშვა Galaxy Fold, რითიც შექმნა მობილურის სრულიად ახალი კატეგორია
- გამოუშვა 5G სმარტფონი Galaxy S10 5G
- წარადგინა BESPOKE მაცივარი, რითიც დაიწყო პერსონალიზებული მოწყობილობების ახალი ერა
- უზრუნველყო 8K HDR10+ კონტენტის გაშვება მის ტელევიზორებზე
- ინდუსტრიაში პირველად წარადგინა 108MP ფოტო სენსორი სმარტფონებისთვის
- დაასრულა ინდუსტრიაში პირველი EUV-ზედაფუძნებული 5nm ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება
- გამოაცხადა KRW 133 ტრილიონის ღირებულების ინვესტიციის გეგმები 2030 წლისთვის სისტემის ნახევარგამტარის ბიზნესებში
2018
- დაიწყო 8GB HBM2 Aquabolt-ის წარმოება, სიმძლავრის უმაღლესი დონის მახასიათებლით
- გამოუშვა QLED 8K და მსოფლიოში პირველი მოდულური ტელევიზორი, The Wall
- გამოუშვა ახალი კუბის ფორმის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები ახალი WindFree™ ტექნოლოგიის მახასიათებლებით
- გამოაცხადა საშუალო და გრძელვადიანი გეგმები მის მიერ მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიის მოხმარების ფარგლების გასაფართოებლად
- დააფუძნა შვიდი გლობალური AI ცენტრი კორეაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და რუსეთში
- მიაწოდა მსოფლიოში პირველი 5G ქსელის კომერციული აღჭურვილობა აშშ-სა (FWA) და კორეაში (NR Mobile)
- ააშენა უახლესი EUV-ზედაფუძნებული 7nm ნახევარგამტარი ხაზი Hwaseong-ში, Korea
გახდა მსოფლიოში უდიდესი ელექტრონიკის კომპანია კრეატიულობის, ავტონომიურობის და ღია ინოვაციების პირობის შესრულებით
Samsung- ენერგიულად რჩებოდა და მან საკუთარი კონკურენტუნარიანობა პროგრამული უზრუნველყოფის კომპეტენციითა და საპატენტო მომსახურების მართვით გააძლიერა, როდესაც ღია ინოვაციის საშუალებით გამოავლინა ახალი მამოძრავებელი ძალა, როგორიცაა კრეატიული M&As.
2010 წელს, გაყიდვების თვალსაზრისით იგი გახდა მსოფლიოს უდიდესი ელექტრონული კომპანია და აღნიშნული გლობალური ელექტრონული ინდუსტრიის ცენტრში განათავსა.
2017
- შექმნა ჩამოსასხმელი ბიზნეს ერთეული LSI-ს სისტემის დანაყოფისგან განცალკევებით
- გააფართოვა Bixby-ს ხმოვანი შესაძლებლობები 200-ზე მეტ ქვეყანაში
- გაუშვა QLED TV და The Frame გლობალურ ბაზარზე
- გამოუშვა „ISOCELL“ სენსორული ფოტო ბრენდი
- წამოიწყო 4th-gen V-NAND-ის მასობრივი წარმოება ახალ ნახევრადგამტარულ ქარხანაში Pyeongtaek-ში, Korea
- გააერთიანა R&D -ის პროგრამული უზრუნველყოფის ცენტრი და Digital Media & Communications (DMC) R&D ცენტრი ერთ დაწესებულებად:
- Samsung-ის კვლევა
- წამოიწყო 2nd-gen 10nm FinFET პროცესის ტექნოლოგიის მასობრივი წარმოება
2016
- გამოუშვა პირველი ტელევიზორის, The Serif-ის სტილი
- წარადგინა Samsung Family Hub™ -ის მაცივარი
- Acquired Dacor (მაღალი დონის სამზარეულოს ტექნიკა), Joyent (cloud-ის სერვისი) და Viv Labs (Ai-ს პლატფორმის განვითარება)
- წამოიწყო მსოფლიოში პირველი 8Gb DDR4 ტექნოლოგიის მასობრივი წარმოება 10-nanometer FinFET-თან ერთად
- წარმოადგინა HARMAN-ის შეძენის გეგმა (აუდიო ელექტრონიკა)
2015
- წარმოადგინა SUHD TV -ი Quantum-ის ფერთა ტექნოლოგიასთან ერთად
- დანიშნა Exynos 7 Octa-ს მასობრივი წარმოება, ინდუსტრიაში პირველი 14nm FinFET მობილური AP
- შეიძინა YESCO, ამერიკაში არსებულიLED ეკრანების მწარმოებელი
- შეიძინა LoopPay, ამერიკაში არსებული მობილური გადასახადების კომპანია
- წამოიწყო ინდუსტრიაში პირველი 256Gb V-NAND ფლეშ მეხსიერების მასობრივი წარმოება
- გაუშვა Samsung Pay
2014
- პირველად წარადგინა საყოფაცხოვრებო პრემიუმ მოწყობილობების ახალი სერია Chef Collection-სთან ერთად
- დაიწყო DRAM-ის მასობრივი წარმოება ინდუსტრიაში პირველი 20ნმ ტექნოლოგიური პროცესისა (4Gb DDR3)
- გამოუშვა მსოფლიოში პირველი 105” რკალისებური UHD ტელევიზორი
- გახსნა ახალი ნახავარგამტარი ქარხანა Xi’an-ში, China
- შეისყიდა SmartThings, აშშ-ში დაფუძნებული IoT (საგნების ინტერნეტი) პლატფორმის დეველოპერი
- პირველად წარადგინა Galaxy Note Edge, მსოფლიოში პირველი რკალისებური ეკრანი
2013
- დააარსა ახალი მობილურის წარმოების ქარხანა Bac Ninh-ში, Vietnam
- წარმოადგინა მსოფლიოში პირველი 5G mm-Wave მობილური ტექნოლოგია
- წამოიწყო ინდუსტრიაში პირველი 3D V-NAND ფლეშ მეხსიერების მასობრივი წარმოება
2012
- შეუერთდა Samsung LED Co., Ltd.-ს
- წამოიწყო 20nm-class 4Gb LPDDR2 მობილურის DRAM მასობრივი წარმოება
- მოახდინა LTE-Advanced-ის კომერციალიზაცია
- გამოუშვა T9000, 900L მაცივარი
- შექმნაSamsung Display Co., Ltd. LCD ბიზნეს ერთეულის, Samsung Mobile Display Co.,-სა და S-LCD-ის შეერთებით
- ნახევრადგამტარული სისტემისთვის მოახდინა Samsung Austin Semiconductor (SAS)-ის რეკონსტრურირება წარმოების ხაზად
- შექმნა SEEG-P, წარმოების პირველი შვილობილი კომპანია შუა აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონებში
- გლობალური მობილური ტელეფონის ბაზრის რეიტინგში დაიკავა 1-ელი ადგილი (ერთეულების გაყიდვით)
- გლობალური მაცივრების ბაზრის რეიტინგში დაიკავა 1-ელი ადგილი (გაყიდვებით)
- რეიტინგში დაიკავა მე-9 ადგილი Interbrand-ის მიერ წარმოდგენილ ტოპ 100 გლობალურ სიაში, ბრენდის 32,9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით
2011
- შექმნა DDR4 DRAM
- გამოუშვა „Exynos“ მობილური AP ბრენდი
- წამოიწყო 30nm-class 4Gb LPDDR2 მობილურის DRAM მასობრივი წარმოება
- გამოუშვა მისი პირველი პლანშეტი, Galaxy Tab 10.1
- გამოუშვა Galaxy Note, პიონერი „ფაბლეტის“ ეპოქაში
2010
- განავითარა 30nm-class 2Gb DDR3 DRAM
- გახსნა Samsung Apps-ი, მსოფლიოში აპლიკაციის ონლაინ მაღაზიის პირველი პლატფორმა ტელევიზორებისთვის
- გაუშვა Galaxy სმარტფონის სერია Android Os-თან-თან ერთად
- წამოიწყო 20nm-კლასის, 64-Gb 3-bit NAND ფლეშ მეხსიერების მასობრივი წარმოება
- შეიძინა სამედიცინო აღჭურვილობის
2009
- განავითარა მსოფლიოში პირველი 40nm DRAM
- მსოფლიოს ციფრული ნიშნების ბაზრის რეიტინგში მოიპოვა 1-ელი ადგილი (გაყიდული ერთეულებით)
- შექმნა Samsung LED Co., Ltd., ერთობლივი საწარმო Samsung Electro-Mechanics Co.-სთან ერთად
- წარადგინა LED TV, 29-mm ულტრა თხელი ტელევიზია
- წარმოადგინა მწვანე მართვის ინიციატივა სლოგანით „პირველ რიგში პლანეტა“
- მოახდინა LTE მობილური მოწყობილობების კომერციალიზაცია
- Interbrand-ის მიერ საუკეთესო გლობალური ბრენდის რეიტინგში დაიკავა მე-19 ადგილი
2008
- შექმნა თავისი საწარმოო და ასაწყობი ქარხანა (SEV) მობილური მოწყობილობებისთვის Bac Ninh-ის პროვინციაში, Vietnam
- ორგანიზებული პარტნიორის კოლაბორაციის ცენტრი
- შექმნა Samsung Mobile Display Co., Ltd., ერთობლივი საწარმო Samsung SDI-სთან
- გამოაქვეყნა Samsung -ის მდგრადი განვითარების ანგარიშის პირველი გამოცემა
უძღვება რა ციფრულ ეპოქაში გადასვლას, Samsung-ი მსოფლიოს ტოპ სამ ელექტრონულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა
ხელმძღვანელობდა რა ხარისხის, როგორც უპირველესი მიდგომით, კომპანია აგრძელებდა თავის დიზაინთან და ბრენდთან დაკავშირებული რბილი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
იგი ასევე აგრძელებდა კომპონენტებისა და პროდუქტების პორტფოლიოს გაფართოებას, საბოლოოდ 2002 წელს გლობალურ NAND ფლეშ ბაზარზე და 2006 წელს TV ბაზარზე პირველი ადგილის მიღწევით.
2007 წლისთვის, გაყიდვებში 100 მილიარდი აშშ დოლარის მოპოვებით, Samsung -მა საკუთარი თავი სამომხმარებლო ელექტრონიკის ტოპ სამ ფირმას შორის ერთ-ერთ მოწინავედ ჩამოაყალიბა.
2007
- გახდა WorldSkills Competition-ის სპონსორი
- წარადგინა 70-inch (178cm) Full HD LCD TV
- ორგანიზება გაუწია ჯანდაცვისა და სამედიცინო აღჭურვილობის ბიზნეს გუნდს განავითარა 30nm 64Gb NAND ფლეშ მეხსიერება
2006
- გამოუშვა Blu-ray player (მოდელი:
- BD_P1000)
- განავითარა Charge trap flash (CTF) NAND ტექნოლოგია, რომელმაც დაძლია Floating gate technology
- გახდა Paralympic Games-ის ოფიციალური სპონსორი
- წარმოადგინა 10 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე მობილური (მოდელი:
- SCH-B600)
- განავითარა 50nm 1Gb DDR2 DRAM, 80nm 1Gb მობილური DDR2 DRAM, 16-chip MCP, და მე-2 თაობის fusion მეხსიერება OneDRAM™
- გლობალური სატელევიზიო ბაზრის წილში მოიპოვა 1-ელი ადგილი (გაყიდვებით)
2005
- წამოიწყო S Line-ის ოპერირება, 300mm ხაზი, რომელიც განკუთვნილია LSI -ს სისტემისთვის Giheung-ში, Korea
- გახდა Chelsea-ს ოფიციალური სპონსორი, ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთის კლუბი
- დააარსა დიზაინის სტუდია Milano-ში, Italy
- განავითარა მსოფლიოში პირველი 50nm 16Gb NAND ფლეშ მეხსიერება და 70nm 512Mb DDR2 DRAM
- IEEE ოფიციალურად მიიღო WiBro როგორც ოფიციალური სტანდარტი 4G მობილური საკომუნიკაციო სისტემებისთვის
- განავითარა ახალი მონაცემთა შენახვის მოწყობილობა, SSD (მყარი მდგომარეობის დისკი)
- მობილური ტელეფონის გადაზიდვებმა თითოეულ წელს 100 მილიონ ერთეულს გადააჭარბა
2004
- წარმოადგინა მსოფლიოში უდიდესი LCD TV (46 ინჩი, 116 სმ)
- შექმნა LSI R&D სისტემის ცენტრი ჩინეთში
- წამოიწყო GDDR3 გრაფიკული DRAM-ის მასობრივი წარმოება
- დააარსა S-LCD Sony-სთან ერთად TFT-LCD პანელების წარმოებისა და გამოშვებისთვის
- განავითარა 80nm 2Gb DDR2 DRAM და 60nm 8Gb NAND ფლეშ მეხსიერება
- განავითარა 90nm 1Gb OneNAND™ 1st-gen fusion მეხსიერება
- ნეტო სარგებელმა 10 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია
2003
- გამოუშვა პირველი ჰაერის გამწმენდი (მოდელი:
- AC-120A, AC-C100B)
- გამოუშვა მსოფლიოში პირველად ტელეფონის კამერაში ინტეგრირებული ანტენა (მოდელი:
- SGH-E700)
2002
- წამოიწყო 1Gb NAND ფლეშ მეხსიერების მასობრივი წარმოება
- განავითარა 90nm 2Gb NAND ფლეშ მეხსიერება
- გახდა ნომერ 1-ელი NAND ფლეშ მეხსიერებისა და ნომერ მე-2 ნახევარგამტარების მთელ მსოფლიოში წარმოების თვალსაზრისით
2001
- დააარსა კორპორაციული დიზაინის ცენტრი
- შექმნა გლობალური ERP სისტემა საზღვარგარეთ მყოფი შვილობილი კომპანიებისთვის
- წამოიწყო მსოფლიოში პირველი 200mm თხელი ფირფიტის დამუშავება (ხაზი 11 Hwaseong, კორეა)
2000
- განავითარა 0.120㎛ 512Mb DRAM
- წამოიწყო 256Mb NAND ფლეშ მეხსიერების წარმოება
- მოახდინა მსოფლიოში პირველი CDMA2000 1x, 3rd-gen მობილური საკომუნიკაციო სისტემის კომერციალიზაცია
- მიაღწია MPEG-4 სტანდარტის სპეციფიკაციას
1999
- ააშენა მულტი კომპლექსური ქარხანა Manaus-ში, Brazil
- გამოაქვეყნა მწვანე გარემოს შესახებ პირველი ანგარიში
- გამოუშვა მსოფლიოში 1-ელი MP3 მობილური ტელეფონი, მობილურ ტელევიზორის ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტის მქონე ტელეფონი
1998
- Samsung Austin Semiconductor დაიწყო წარმოება
- შექმნა გადამამუშავებელი ცენტრი Asan-ში, Korea
- წამოიწყო მსოფლიოში პირველი ციფრული ტელევიზორების წარმოება
კონკურირებს გლობალურ ბაზარზე და ფოკუსირებულია ხარისხის კონტროლზე
ხელმძღვანელობდა რა დევიზით „ხარისხი პირველ რიგში“, კომპანია აწარმოებდა კონკურენტუნარიან პროდუქტებს მოთხოვნადი ბაზრისთვის და მთელ მსოფლიოში მოიპოვა ოლიმპიური თამაშების საყოველთაოდ ცნობილი ოფიციალური პარტნიორის სახელი.
მან თავი ასევე დაიმკვიდრა, როგორც გლობალური ხელმძღვანელი ნახევარგამტარების წარმოების თვალსაზრისით, DRAM ტექნოლოგიის სიძლიერეზე დაყრდნობით.
1997
- მოახდინა LSI სისტემის ბიზნეს ერთეულის ორგანიზება
- შექმნა მულტი კომპლექსური ქარხანა Seremban-ში, Malaysia
- მსოფლიოს მასშტაბით გახდა ოლიმპიური პარტნიორი (TOP) უკაბელო საკომუნიკაციო სისტემების ფარგლებში
1996
- შექმნა პირველი საზღვარგარეთ არსებული მულტი კომპლექსური ქარხანა წარმოების კონსოლიდაციის მიზნით Tijuana-ში, Mexico
- მოახდინა მსოფლიოში პირველი CDMA ციფრული მობილური საკომუნიკაციო სისტემის კომერციალიზაცია
- განავითარა 1G DRAM
- შექმნა მე-2 ტელეკომის კომპლექსური ქარხანა Gumi-ში, Korea
- განავითარა მსოფლიოში პირველი 64-bit Alpha არქიტექტურული პროცესორი
1995
- დააარსა Samsung Art and Design Institute (SADI), რათა აღმოეჩინა და ხელი შეეწყო ახალგაზრდა ტალანტებისთვის დიზაინის დარგში
- Samsung Advanced Institute of Technology (SAIT) განავითარა მსოფლიოში პირველი რეალური დროის MPEG-3 ტექნოლოგია
1994
- საფუძველი ჩაუყარა Samsung Design America-ს San Francisco-ში, USA
- შექმნა მსოფლიოში პირველი 256Mb DRAM
- შექმნა ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა კორპორაციული მოქალაქეობის პროექტებს
1993
- წარმოადგინა Company Identity (CI) Samsung-ის გუნდისთვის
- შექმნა მსოფლიოში პირველი 200mm თხელი ფირფიტის წარმოების ქარხანა
- წარმოადგინა მართვის ახალი ინიციატივა
- განავითარა 16Mb NAND ფლეშ მეხსიერება (მეორე, რაც კი ოდესმე შექმნილა)
- წარმოადგინა დისტანციური ყურმილი, რომელიც იწონიდა 200g-ზე ნაკლებს (მოდელი:
1992
- განავითარა მობილური ტელეფონის სისტემა
- განავითარა მსოფლიოში პირველი 64Mb DRAM
- გახდა ნომერი 1-ელი მთელ მსოფლიოში DRAM-ის თვალსაზრისით
1991
- შექმნა ნახევარგამტარების შემდგომ გადამუშავების ქარხანა Onyang-ში, Korea
- დააარსა დიზაინის სტუდია იაპონიაში (Samsung -ის დიზაინი იაპონიაში)
1989
- შექმნა ULSI R&D ცენტრი Giheung-ში, Korea
- დააარსა ტელევიზორის საწარმოო კორპორაციის ერთობლივი საწარმო ჩინეთში
1988
- შექმნა პირველი კორეული დისტანციური ყურმილი (მოდელი:
- SH-100)
- Samsung Semiconductor & Telecommunications Co., Ltd. გაერთიანდა Samsung Electronics Co., Ltd.-სთან ერთი მთლიანი კომპანიის ჩამოსაყალიბებლად: Samsung Electronics
მაღალტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბება
მან ასევე აამოქმედა მისი პირველი გლობალური წარმოების ფილიალი პორტუგალიაში და გაზარდა გაყიდვების ფილიალების რაოდენობა საზღვარგარეთ, რათა დაემკვიდრებინა თავი გლობალურ კომპანიად.
1987
- გახსნა Samsung Advanced Institute of Technology (SAIT), რათა გაეძლიერებინა R&D შესაძლებლობები
1986
- მოახდინა TDX-1 საყოფაცხოვრებო დროში განაწილების კომუტაციის ციფრული სისტემის კომერციალიზაცია
- შექმნა მსოფლიოში პირველი ციფრული ტელევიზორი
- შეიმუშავა 1Mb DRAM
- შექმნა მსოფლიოში ყველაზე პატარა, ყველაზე მსუბუქი 4mm ვიდეოფირზე ჩამწერი
1985
- წარადგინა 1986 წლის აზიის თამაშების და 1988 წლის ოლიმპიური თამაშების სპონსორობის შესახებ სეულში
- გამოსცა პირველი საზღვარგარეთის კონვერტირებადი ობლიგაცია (CB)
1984
- შეცვალა კომპანიის სახელწოდება Samsung Electronics Co., Ltd.-თი
- შექმნა 256Kb DRAM
1983
- დაიწყო პერსონალური კომპიუტერების წარმოება (მოდელი:
- SPC-1000)
- გახდა ინოვატორი VLSI ნახევარგამტარების მწარმოებელ ობიექტზე Giheung-ში, Korea
- შექმნა 64Kb DRAM
1982
- დააარსა პირველი ევროპული გაყიდვების ოფისი გერმანიაში (SEG)
- დააარსა პირველი საზღვარგარეთული წარმოების ფილიალი პორტუგალიაში
- გადაიტანა ნახევარგამტარების ბიზნესის დანაყოფი Korea Telecommunications Co., Ltd.-ში და მოახდინა კომპანიის რეორგანიზაცია ახალი სახელით:
- Samsung Semiconductor & Telecommunications Co., Ltd.
1980
- Samsung Semiconductor Co., Ltd. გაერთიანდა Samsung Electronics Co., Ltd.-ის ნახევარგამტარების ბიზნესის დანაყოფთან
- დააფუძნა მისი პირველი კორპორატიული იდენტობის პროგრამა (CIP)
- შეიძინა Korea Telecommunications Co., Ltd.
- გახსნა მისი პირველი R&D ცენტრი Suwon, South Korea
კომპანიის დაარსება და გაფართოება სრული საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მიმწოდებლად
მისი ადრეული ზრდა მიაწერეს იმ ფაქტს, რომ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის სამომხმარებლო ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა და კომპანიამ დაიწყო მისი პროდუქტების ექსპორტი.
ამ დროის განმავლობაში, Samsung-მა ასევე შეიძინა Korea Semiconductor, ფუძეშრის დამმუშავებელი პირველი კომპანია კორეაში, რითიც გზა გაუკვალა Samsung-ს ნახევარგამტარების წარმოებაში ლიდერობისაკენ.
1979
- შეიმუშავა VHS-ზე დაფუძნებული VCR (მოდელი: SC-7700)
1978
- Korea Semiconductor Co.-ს გადაერქვა სახელი და გახდა Samsung Semiconductor Co.
- დააფუძნა პირველი საზღვარგარეთის ოფისი შეერთებულ შტატებში (SEA)
- აწარმოა 4 მილიონი ცალი შავ-თეთრი ტელევიზორი, და გახდა მოწინავე გლობალური მწარმოებელი
- შექმნა პირველი მიკროტალღური ღუმელი (მოდელი: RE-700)
1977
- Samsung Electric Co., Ltd. გაერთიანდა Samsung Electronics Co., Ltd.-სთან
- დაიწყო მასობრივი წარმოება და ექსპორტი ფერადი ტელევიზორებისა გლობალურ ბაზრებზე, დაწყებული პანამიდან
- დაასრულა Korea Semiconductor Co., Ltd.-ის შესყიდვების პროცესი
1976
- აწარმოა 1 მილიონი ცალი შავ-თეთრი ტელევიზორი
1975
- გამოუშვა მსოფლიოში მესამე „Quick Start“ სისტემის ტელევიზორი (პროდუქტი: Econo ტელევიზორი)
1974
- Samsung-Sanyo Electric Co., Ltd.-ს გადაერქვა სახელი და დაერქვა Samsung Electric Co., Ltd. (ერთობლივი კომპანიის დასასრული)
- შეისყიდა 50%-იანი წილი Korea Semiconductor Co., Ltd.-ისა
- დაიწყო სარეცხი მანქანების, მაცივრებისა და კონდიციონერების წარმოება, რითიც საფუძველი ჩაუყარა Samsung-ის სრული სამომხმარებლო ელექტრონიკის კომპანიად ჩამოყალიბებას
1971
- დაიწყო ექსპორტი შავ-თეთრი ტელევიზორებისა გლობალურ ბაზრებზე, დაწყებული პანამიდან
1970
- დაიწყო შავ-თეთრი ტელევიზორების წარმოება (მოდელი: P-3202)
1969
- დააარსა Samsung Electronics Co., Ltd.
- დააარსა Samsung-Sanyo Electric Co., Ltd., ერთობლივი საწარმო Sanyo-სთან ერთად