პირველმა მობილურმა ტელეფონებმა ყველაფერი შეცვალა. შეცვალა დამკვიდრებული ცხოვრების წესი და საფუძველი ჩაუყარა რევოლუციას: გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ, შევქმნათ და ვითამაშოთ უფრო ეფექტურად, როგორც არასდროს. აღარ არის საჭირო აყვეთ მომავალს - მას უკვე თავად მართავთ.
მომავალი, რომელიც გუშინ შეუძლებელი იყო
გრძელი გზა გავიარეთ ტელეფონი-„აგურიდან“ თანამედროვე მობილურამდე, რომელიც იკეცება და იხრება და იერსახე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შიგთავსი. Samsung-ის დაკეცვადი სმარტფონები გვიცვლიან მობილური ტელეფონის აღქმას: ახლა მისთვის უფრო მეტი დრო რჩება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტელეფონის გამომგონებლები რომ ხედავდნენ, რამდენად შორს წავედით!
დიდი ეკრანი, რომელსაც დიდი სივრცე არ სჭირდება
პირველ პორტატულ კომპიუტერებში ყველაფერი დიდი ზომის იყო, გარდა ეკრანისა. თუ ოდესღაც ტექნიკის არჩევის მთავარი კრიტერიუმი გამოთვლითი სიმძლავრე იყო, დღეს ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ფუნქციები, არამედ ფორმაც. მოხდენილი, ინტელექტუალური, დახვეწილი - ამავე დროს ყოველმხრივ კომფორტული. უკვე გვაქვს Galaxy Z Flip3 და Galaxy Z Fold3, მძლავრი სმარტფონები დიდი ზომის, დაკეცვადი ეკრანით, რომლებიც კომფორტულად თავსდება ჯიბეში.
შენს სტილში გადაღებული ფოტო
1970-იან წლებში 60 წამში ფოტოების გადაღების და გაზიარების შესაძლებლობამ სამუდამოდ შეცვალა კულტურა. დღეს Galaxy-ს მოწყობილობები გთავაზობს სრულიად ახალ გზას ფოტოების და ვიდეოების სანახავად.
როდესაც Galaxy Z Fold3 ან Galaxy Z Flip3 ავტონომიურ Flex Mode რეჟიმშია⁸, აპლიკაცია "კამერა" იყოფა შუაზე: ეკრანის ზედა ნაწილში გამოდის პრევიუ, ხოლო მართვის ელემენტები ქვედა ნაწილში. შეგიძლია კამერის დაპროგრამებაც, რომ გადაიღო ფოტოები მხოლოდ ხელის ერთი მოძრაობით. უბრალოდ წარმოიდგინე: დიდი დაკეცვადი ეკრანის მეშვეობით, შეგიძლია გადაიღო სამყარო ისე, როგორც რეალურად ხედავ.
შეცვალე ბიზნესის ფორმა
იმისათვის, რომ სამსახურში საქმის მაქსიმუმი მოგვესწრო, ადრე ოფისში მივიდიოდით. თუმცა ახლა, დიდი დაკეცვადი ეკრანით, შეგიძლია ეფექტურად იმუშაო ნებსიმიერი ადგილიდან. ამაში Multi-Active Window⁵ დაგეხმარება, გადატანის ფუნქცია უზრუნველყოფს ფაილის მარტივად გაზიარებას, ხოლო Flex Mode⁸ შესანიშნავია ვიდეო კონფერენციისთვის. დასრულებისთანავე, გამორთე მოწყობილობა უბრალოდ დაკეცვით. მთელი ოფისი ხელის გულზე გაქვს.
გართობა - ნებისმიერ დროს
1970-იანი წლების დიდი ზომის, მძიმე, მოცულობითი მოწყობილობები არც ისე მობილური იყო. თუმცა, 2021 წელს, Galaxy-ს დაკეცვადი მოწყობილობები საშუალებას გაძლევს, უბრალოდ დაისვენო და აღმოაჩინო Galaxy Z Fold3-ის თვალწარმტაცი 7.6 ინჩიანი ეკრანი ².
ისიამოვნე თავისუფლებით და აკეთე რაც გსურს
Samsung-ის თავის კლასში საუკეთესო დაკეცვადი მოწყობილობები ხსნიან შემოქმედებითი თავისუფლების ახალ ეპოქას. იგრძენი დიდი ეკრანის, მულტიაქტიური ფანჯრების⁵ და მაქსიმალური მოქნილობის ძალა. სწორედ ასე გამოიყურება მომავალი შენს ხელში.
¹ გამოსახულება მოდელირებულია.
² დიაგონალზე ეკრანის ზომებია 7.6 ინჩი სრულ ოთხკუთხედში და 7.5 ინჩი მომრგვალებული კუთხეების გათვალისიწნებით. რეალური ხილვადი ფართობი უფრო მცირეა მომრგვალებული კუთხეების და კამერის ფანჯრის გამო.
⁴ 120 Hz გამოსახულება ხელმისაწვდომია მხოლოდ მთავარ ეკრანზე. ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია თამაშზე.
⁵ ზოგიერთ აპლიკაციას შეიძლება არ ქონდეს მულტიაქტიური ფანჯრების მხარდაჭერა. 3-მდე აპლიკაციის გახსნა შესაძლებელია გაყოფილ მთავარ ეკრანზე, კიდევ 5 აპლიკაციის გახსნა შესაძლებელია ამოტანილ ფანჯარაში. სულ 8 აპლიკაცია.
⁶ ზოგიერთ პლიკაციას შეიძლება არ ქონდეს "აპლიკაციის უწყვეტობის" ფუნქციის მხარდაჭერა.
⁷ გადატანის ფუნქციის მხარდაჭერა დამოკიდებულია აპლიკაციაზე და ფაილის ფორმატზე.
⁸ ზოგიერთ აპლიკაციას შეიძლება არ ქონდეს Flex რეჟიმის მხარდაჭერა. დრეკად მოწყობილობებს აქვთ Flex რეჟიმის მხარდაჭერა 75°-დან 115°-მდე კუთხეზე. Flex რეჟიმი ასევე შეიძლება გააქტიურდეს 75°-მდე და 115°-ის შემდეგ. Flex რეჟიმის მხარდაჭერა შესაძლოა გართულდეს რხევის ან სხვა მოძრაობის გამო. Flex რეჟიმში რეკომენდირებულია ტელეფონის უძრავად დაჭერა.