დეკლარაცია
გვიხარია, რომ ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ და განთავსებულ ინფორმაციას გაეცანით. თქვენ უფლება გაქვთ ეს ინფორმაცია ამობეჭდოთ ან შეინახოთ პერსონალურ კომპიუტერზე. თუმცა ასევე გვინდა რამდენიმე იურიდიული შეზღუდვა გაგაცნოთ, რომლებიც Samsung Electronics-ის ყველა ძირითად და დამატებით საიტზე ვრცელდება. გთხოვთ დაიცვათ ქვემოთ მოცემული წესები.
საიტზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს Samsung Electronics-ის საკუთრებას. ეს საკუთრება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ საავტორო უფლებით, სავაჭრო ნიშნებით და ტექნოლოგიური ინფორმაციით. ყველა ზემოთჩამოთვლილი წარმოდგენილია ტექსტების, გრაფიკების, აუდიო-ვიდეო და გადმოსაწერი ფაილების, ბმულებისა და კოდების სახით. ზემოთ ჩამოთვლილი მასალები წარმოადგენს კომპანია Samsung Electronics-ის საკუთრებას და ისინი განკუთვნილია კონკრეტულად Samsung-ის მომხმარებლებისთვის. კომპანია არ გასცემს ლიცენზიებს ან/და საკუთრების უფლებებს ზემოთ ჩამოთვლილ მასალებზე.
Samsung Electronics დამატებით საიტებზე განთავსებული მასალების სრულყოფილებაზე, სიზუსტესა და საიმედოობაზე პასუხს არ აგებს. შესაბამისად, ჩვენი წერილობითი დასტურის მიღებამდე, თქვენ არ უნდა ენდოთ ამ საიტებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
არ ენდოთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას და არ გამოიყენოთ ის ყიდვაში, გაყიდვაში ან ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებში. გაითვალისწინეთ, რომ აქ მოცემული მასალები ყოველთვის არ აკმაყოფილებს სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული კონფიდენციალურობის პირობებს, მაგალითად აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ოპერაციების კომისიის მოთხოვნებს.
ინფორმაცია მოწოდებულია Samsung Electronics-ის მიერ "როგორც არის" (ყველანაირი გარანტიის გარეშე. კომპანია უარს ამბობს ყველანაირ გარანტიაზე, მათ შორის გარანტიაზე ყიდვის, გაყიდვის ან მოცემული მასალის სხვა გარკვეული მიზნებით გამოყენებისას.
Samsung Electronics-ს არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირდაპირი, ირიბი, შემთხვევითი ზიანის ან ჯარიმის შემთხვევაში, რომელიც მისი მასალების გამოყენებას მოჰყვა.
აქციების შესახებ განთავსებული ინფორმაცია არ ეხება ფასიან ქაღალდებს და არ წარმოადგენს Samsung Electronics-ის ინტერესს მათი შეძენის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ Samsung Electronics-ს მომხმარებელს საიტიდან მასალების გამოყენების საშუალებას აძლევს, ის ინარჩუნებს საავტორო უფლებებსა და სავაჭრო ნიშნებს ნებისმიერ ტექსტურ და გრაფიკულ მასალაზე. მომხმარებელს უფლება აქვს ეს ფაილები მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოს.
1. იურიდიული შეთანხმება
1.1 ეს იურიდიული შეთანხმება მოქმედებს ჩვენს ვებგვერდზე, www.samsung.com/uk/, და ყველა იმ ვებგვერდზე, რომელიც ამ გვერდზე გადმოგამისამართებთ. მომხმარებლის წესები და პირობები კი ვრცელდება თქვენს შეკვეთებზე და ყველა პროდუქტზე, რომელიც მოცემულია ჩვენი ონლაინ მაღაზიის ვებსაიტზე. გთხოვთ, ვებგვერდით სარგებლობამდე, ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს. ვებგვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი ვებგვერდი.
1.2 ვებგვერდით სარგებლობა არ საჭიროებს რეგისტრაციას. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ცალმხრივად, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ვებგვერდზე მოცემული წესები და პირობები წინასწარ გამოქვეყნების გარეშე, თქვენ კი ვალდებული ხართ, ეტაპობრივად გაეცნოთ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წესებსა და პირობებს, რადგან ვებგვერდის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით მასზე მოქმედ წესებსა და პირობებს. წესები და პირობები შესაძლოა შეიცვალოს წინასწარ განსაზღვრული სამართლებრივი პირობებით, რომლებიც ჩვენს ზოგიერთ გვერდზე იქნება განთავსებული.
1.3 წესები და პირობები შედგენილია Samsung Electronics (UK) Limited მიერ. კომპანია ოპერირებს ინგლისსა და უელსში, რეგისტრირებული ნომრით 03086621. მის: Samsung House, 2000 Hillswood Drive, Chertsey, Surrey KT16 0RS, UK. შემდგომში გამოყენებული ნებისმიერი „ჩვენ“, „ჩვენი“ ნაცვალსახელის ქვეშ მოიაზრება Samsung Electronics (UK) Limited. ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია Contact Us გვერდიდან.
1.4 ჩვენი ვებ-გვერდი განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლებისთვის და განკუთვნილია მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მაცხოვრებლების. ჩვენს ვებგვერდზე მოცემული არცერთი პირობა და გაცემული გარანტია არ ვრცელდება და არ ითვალისწინებს სხვა ქვეყნებში მოქმედ კანონებს.
2. ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზია
2.1 თქვენ გაქვთ უფლება დაბეჭდოთ და ჩამოტვირთოთ ჩვენს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია თქვენი პირადი, არაკომერციული გამოყენებისთვის შემდეგ საფუძველზე: (a) აკრძალულია ნებისმიერი დოკუმენტისა ან გრაფიკული გამოსახულების შეცვლა; (b) აკრძალულია ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულების თანმდევი ტექსტის გარეშე გამოყენება; (c) ნებისმიერ ეგზემპლარში აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა.
2.2 ყველა საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, ბაზები და ინტელექტუალური საკუთრება, ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა, კოდი და ვებგვერდზე განთავსებული სხვა კონტენტი (ფოტოებისა და გრაფიკული ელემენტების ჩათვლით) წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რომელიც არის ჩვენი ან ჩვენი ლიცენზიარების საკუთრება. პუნქტ 2.1-ში მოცემული გამონაკლისების გარდა, ჩვენს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის გამოყენება აკრძალულია. ნებართვის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად კარგავთ ვებგვერდით სარგებლობის უფლებას და ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ გაანადგუროთ ჩვენი ვებგვერდიდან დაბეჭდილი ან ჩამოტვირთული მასალა.
2.3 ზემოთ მოცემული 2.1 პუნქტის შესაბამისად, ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე, აკრძალულია ვებგვერდის რეპროდუქცია, რომელიმე სხვა ვებსაიტზე შენახვა ან რომელიმე საჯარო ან კერძო საძიებო სისტემაში ინტეგრაცია.
2.4 ყველა უფლება, რომელიც არ არის მონიჭებული ზემოთ მოცემულ პუნქტებში, დაცულია.
2.5 საიტის გამოყენება აკრძალულია ნებისმიერი კომერციული სხვა მიზნით, გარდა ჩვენ მიერ წინასწარ დამტკიცებული მიზნებისა. საიტის ნებისმიერი არასანქცირებული და უკანონო გამოყენების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ქმედება.
3. კონფიდენციალურობა და რეგიტრაცია
3.1 თქვენი პერსონალური ინფორმაციის მართვა ხორციელდება კონფიდენციალური პოლიტის ფარგლებში, რომელიც მოცემულია ჩვენი ვებგვერდის მთავარი გვერდის ბოლოს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას - აქ განხილულია თქვენი უფლებები და ჩვენი მოვალეობები, რომელიც თქვენი მონაცემების შენახვას ეხება, მათ შორის ის თუ რისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცი და ვის შეილება გადავცეთ გარკვეულ შემთხვევებში.
3.2 საიტზე ვიყენებთ cookies. Cookies ფაილებია, რომლებიც თქვენს მყარ დისკზე ან ბრაუზერში ინახება და საშუალებას გვაძლევს საიტი თქვენს მოთხოვნებს მოვარგოთ და ინდივიდუალური გამოცდილება შემოგთავაზოთ. Cookies-ის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გაეცნობით.
3.3 ყოველი რეგისტრაცია და ანგარიში (რომელიც შექმნილია სამსუნგის პროდუქტების ან სერვისების შესაძენად, და არჩევანი, დაგეკონტაქტოთ თუ არა სამსუნგი) განკუთვნილია მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის. მას შემდეგ, რაც მოგენიჭებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, თქვენ არ გაქვთ უფლება გაუზიაროთ მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს. პაროლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.
4. ვიზიტორთა ქცევა
4.1 გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია და რომელზეც ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება, ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი სახის მასალა, რომელსაც თქვენ ავრცელებთ ან დებთ ვებგვერდზე, ითვლება არაკონფიდენციალურად. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ მასალაზე. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გამოვიყენოთ გავავრცელოთ ან ჩავამატოთ ვებგვერდზე მოცემული მონაცემები, ფოტოები, ხმები, ტექსტები და სხვა მასალა კომერციულ ან არაკომერციულ საქმიანობაში.
4.2 თქვენ არ გაქვთ უფლება ჩვენ ვებგვერდზე განათავსოთ ან ჩვენი ვებგვერდიდან გაავრცელოთ ისეთი მასალა, რომელიც: (a) შეიძლება იყოს მუქარის, ცილისწამების, უხამსი ლექსიკის შემცველი, მაცდუნებელი ან შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიის, დისკრიმინაციის, რასობრივი სიძულვილის, სკანდალის, მკრეხელობის შემცველი, უნდობლობის გამომწვევი, კონფიდენციალურობის დამრღვევი ან უხერხულობის გამომწვევი; ან (b) რომელზეც არ გაქვთ შესაბამისი უფლება და ლიცენზია; ან (c) რომელიც წაახალისებს და მოუწოდებს კანონდარღვევისკენ, ჩაითვლება უკანონოდ და რომელსაც მოყვება მესამე პირის უფლებების დარღვევა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ან (d) რომელიც ტექნიკურად საზიანოა (მათ შორის, შეუზღუდავად, კომპიუტერული ვირუსები, ლოგიკური ბომბები, ტროას ცხენები, ჭიები, მავნე კომპონენტები, დაზიანებული მონაცემები ან სხვა მავნე მონაცემები).
4.3 თქვენ არ გაქვთ უფლება ბოროტად გამოიყენოთ ჩვენი საიტი (მათ შორის, შეუზღუდავად, ჰაკერული შეტევები).
4.4 ჩვენ სრულად ვითანამშრომლებთ ნებისმიერ სამართალდამცავ ორგანოსთან ან სასამართლოს ბრძანებასთან, რომელიც მოგვთხოვს ან დაგვავალდებულებს, გავამჟღავნოთ ვინაობა ან აღმოვაჩინოთ ნებისმიერი პირი, ვინც ზემოთ მოცემული პუნქტების 4.2 ან 4.3 დარღვევით აქვეყნებს მასალებს ჩვენს ვებგვერდზე.
5. ბმულები
5.1 ბმულები გარე რესურსებზე, მხოლოდ თქვენი კომფორტისთვისაა მოწოდებული. მათზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ჩვენს ვებგვერდს (მოწოდებული ბმულები ძირითადად ახალ ფანჯარაში იხსნება, ჩვენი ვებგვერდიც გახსნილი დარჩება). ჩვენ არ ვაგებთ გარე რესურსების ვებგვერდებზე განთავსებულ მასალაზე პასუხს, ისინი ჩვენ არ გვეკუთვნის და ჩვენ არ ვაკონტროლებთ მათ. ჩვენ არ ვადასტურებთ და არ ვავრცელებთ იქ არსებულ ნებისმიერ მასალას. იმ შემთხვევაში თუ ამ ვებგვერდებით სარგებლობას გადაწყვეტთ, ამაზე სრულიად თავად ხართ პასუხისმგებელი.
5.2 თქვენ გეკრძალებათ ჩვენი ვებგვერდის ბმულების განთავსება წინასწარ არსებული წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელსაც მხოლოდ კონკრეტული კრიტერიუმების შესრულების შემდეგ მოიპოვებთ.
5.3 თქვენ ვალდებული ხართ აანაზღაუროთ ნებისმიერი ზარალი, რომელიც პუნქტი 5.2-ის დარღვევის შემდეგ ჩვენ ან Samsung Group Companies (მოცემულია პუნქტში 5.4) ნებისმიერ კომპანიას მიადგა.
5.4 Samsung Group Companies მოიცავს Samsung Electronics-სა და ამ ბრენდის სახელის ქვეშ გაერთიანებულ ყველა კომპანიას. სრული სიის მოწოდება ხდება მოთხოვნის შემთხვევაში.
6. მხარეთა პასუხისმგებლობები
6.1 ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას და არ ვაგებთ პასუხს, რომ ვებგვერდი უწყვეტ რეჟიმში უშეცდომოდ იმუშავებს. ჩვენ ვცდილობთ ვებგვერდის შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველვყოთ, თუმცა არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თუ დღის რომელიმე მონაკვეთში, გარკვეული დროით, ვებგვერდი არ იქნება ხელმისაწვდომი. სისტემური პრობლემის, განახლების ან ჩვენგან გამოუკიდებელი მიზეზების შემთხვევაში შესაძლოა მომხმარებლებს დროებით შეეზღუდოთ საიტზე წვდომა.
6.2 თქვენ თანახმა ხართ, რომ ვებგვერდზე წვდომის საკითხი, თქვენი რისკის ქვეშ არის. ვებგვერდზე განთავსებული მასალა მოგეწოდებათ „როგორც არის“, ყოველგვარი პირობისა და გარანტიის გარეშე. შესაბამისად, კანონით მონიჭებული უფლებებით, ჩვენ გაწვდით ვებგვერდს იმ პირობით, რომ უარს ვამბობთ ნებისმიერ გარანტიაზე, გამოხატულ ან ნაგულისხმევზე, მათ შორის დამაკმაყოფილებელი ხარისხის გარანტიაზეც, გარკვეული მიზნისთვის შესაბამისობაზე, სანდოობაზე, დროულობაზე, სრულყოფილებაზე, უსაფრთხოებაზე, საკუთრების უფლებაზე და უფლებების დაურღვევლობაზე, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ჩვენს ვებგვერდზე წესებისა და პირობების არ არსებობის შემთხვევაში.
6.3 არავითარ შემთხვევაში არც ჩვენ და არც Samsung Group Companies-ის რომელიმე წარმომადგენელი, იქნება ეს დირექტორი, ოფიცერი, თანამშრომელი, პარტნიორი, აგენტი, კონტრაქტორი თუ ლიცენზორი, არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე რაიმე პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური ან შედეგობრივი დანაკარგის, მოგების ან ზიანის შემთხვევაში, რომელიც დადგა თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას ან ვერ გამოყენებისას, განთავსებული ან გავრცელებული მასალის გამო, სხვა მომხმარებლის მიერ, ონლაინსა თუ ოფლაინში, თქვენი ინფორმაციის ან მასალის წაშლით, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ უკვე გაფრთხილებული იყავით ამის შესახებ, და იმის მიუხედავად, დადგება თუ არა ზიანი კონტრაქტის დარღვევით, დაუდევრობით, კანონდარღვევით ან სხვა მიზეზით.
6.4 ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენს ვებგვერდზე არ დაფიქსირდება მონაცემთა დაკარგვის, დაზიანების, შეტევის, დავირუსების, ტექნიკური პრობლემების, ჰაკერული თავდასხმების პრეცედენტი. ამიტომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შემთხვევაზე. თქვენ ხართ პასუხისმგებელი სისტემის სარეზერვო ასლის შექმნაზე და იმ შემთხვევაში თუ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული მასალა გამოიწვევს თქვენი მოწყობილობის დაზიანებას და საჭირო გახდება სერვისი, შეკეთება ან გამართვის აუცილებლობა, თქვენ თავზე იღებთ ამ ყველა სერვისის ხარჯს.
6.5 ჩვენ შეიძლება ნებისმიერ დროს შევცვალოთ ან განვაახლოთ ვებგვერდზე მოცემული მასალები და ფასები. ჩვენ ვებგვერდზე განთავსებული მასალები შეიძლება იყოს მოძველებული და ჩვენ არ ვიღებთ მისი განახლების ვალდებულებას.
6.6 ამ შეთანხმებაში არსებული არცერთი პუნქტით არ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ სიკვდილის ან მძიმე დაზიანების პასუხისმგებლობა, რომელიც გამოწვეული იყო თაღლითობით, დაუდევრობით ან ფუნდამენტური საკითხების არასწორი ინტერპრეტაციით, რომელსაც ვერ ზღუდავს ან გამორიცხავს მოქმედი კანონები.
6.7 თუ ვებგვერდზე მოცემული წესები და პირობების რომელიმე ნაწილით უკმაყოფილო ხართ, თავის დაცვის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი სერვისების გამოყენებაზე უარის თქმაა.
7. ზიანი
ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ, რომ აგვინაზღაურებთ ზიანს და აგვარიდებთ თავიდან ჩვენ და Samsung Group Companies-ის ნებისმიერ წარმომადგენელს, იქნება ეს დირექტორი, ოფიცერი, თანამშრომელი, პარტნიორი, აგენტი, კონტრაქტორი თუ ლიცენზორი, ყველა პრეტენზიას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ წესებისა და პირობების დარღვევის ან ვებგვერდის გამოყენების დროს, ან ჩვენ მიერ მიღებული ზომების გამო, იმ შემთხვევაში თუ გამოძიებით დავადგენთ, თქვენ მიერ წესების და პირობების დარღვევას.
8. ზოგადი
თქვენსა და კომპანიას შორის გაფორმებული წესები და პირობები რეგულირდება და ძალაშია ინგლისისა და უელსის კანომდებლობით. ყველანაირი დავა წარმოადგენს ინგლისური სასამართლოს იურისდიქციას.
წესებითა და პირობებით მონიჭებული უფლების დაუყოვნებლივი გამოუყენებლობა არ გულისხმობს მათზე მთლიან ან ნაწილობრივ უარს. წესებითა და პირობებით მონიჭებული უფლების მთლიანი ან ნაწილობრივი განხორციელება არ შეუშლის ხელს სხვა უფლებების გამოყენებას.
თქვენ თანახმა ხართ, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ვალდებულების განხორციელება გადავაბაროთ სხვა დაქვემდებარებულ პირს/კომპანიას, თქვენთვის ამის წინასწარ შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას წესებისა და პირობების ისეთ დარღვევაზე, რომელიც წარმოიშვება ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი გარემოების გამო. 1999 წლის კონტრაქტების (მესამე მხარის კანონი) კანონი არ მოქმედებს თქვენსა და ჩვენს შორის გაფორმებულ წესებსა და პირობებზე. ეს წესები და პირობები მოიცავს ყველა პირობას თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ და არის უპირატესი. თუ რომელიმე პირობა იურიდიულად ბათილად იცნობა ან არ ექნება სამართლებრივი ძალა, ეს პირობა შეიცვლება ისეთი პირობით, რომელიც ზუსტად შეესაბამება წინამდებარე პირობას და ამასთანავე აქვს იურიდიული ძალა. წესებისა და პირობების დანარჩენი ნაწილი ისევ იმოქმედებს.
შექმნილია ინტერნეტ დავების რეზოლუციის ევროპული კომისია, რომელიც ისეთ მომხმარებლებს ეხმარება, ვინც ნივთი ან სერვისი ონლაინ შეიძინა და შემდეგ გარკვეული პრობლემები შეექმნა. იხ. კომისიის გვერდი [http://ec.europa.eu/consumers/odr/]
ძალაშია: 2013 წლის აგვისტოდან