შენი სმარტფონის შეცვლა გსურს?

გადმოდი Galaxy-ზე უმარტივესად.

გადაცვალე შენი სმარტფონი დღესვე

Trade in ჩააბარე შენი სმარტფონი და შეიძინე ახალი, საუკეთესო შეთავაზებით1

გიჭირს მოწყობილობის შეცვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება?
ნუ იყოყმანებ, ეს ხომ ასე მარტივია

რატომ არის Galaxy იდეალური შენთვის

 

უმაღლესი დონის NPU. ახლა უკვე AI-სთან ერთად

ProVisual Engine-ით აღჭურვილი პროფესიონალური კამერების სისტემის მეშვეობით შეძლებ გადაიღო იდეალური ვიდეოები და ფოტოები, სადაც არ უნდა იყო.
ProVisual Engine-ით აღჭურვილი პროფესიონალური კამერების სისტემის მეშვეობით შეძლებ გადაიღო იდეალური ვიდეოები და ფოტოები, სადაც არ უნდა იყო. ProVisual Engine-ით აღჭურვილი პროფესიონალური კამერების სისტემის მეშვეობით შეძლებ გადაიღო იდეალური ვიდეოები და ფოტოები, სადაც არ უნდა იყო.
 

200MP-ით უზრუნველყოფილი დეტალების სიმრავლე.

მაღალი რეზოლუციის კამერის მეშვეობით შესაძლებელია მკვეთრი, სუფთა, რეალისტური ფერებითა და დეტალების სიმრავლით გამორჩეული, შთამბეჭდავი, კომპლექსური კადრების გადაღება.5,6
200MP-ით უზრუნველყოფილი დეტალების სიმრავლე. განწყობის და ხარისხის თანხვედრა : სლაიდი 1 200MP-ით უზრუნველყოფილი დეტალების სიმრავლე. განწყობის და ხარისხის თანხვედრა : სლაიდი 1
 

Nightography.

გადაიღე თვალისმომჭრელი კადრები ღამითაც კი. AI ISP-ის და AI Zoom-ის მეშვეობით შეძლებ გადაიღო მაქსიმალური სიზუსტით გამორჩეული კადრები, აღბეჭდო ფერების სასურველი ტონები, კადრის მიახლოებისას თუ მოძრაობის დროს.7
Nightography. დაბალი განათების პირობებში გადაღებული პროფესიონალური ფოტოები : სლაიდი 2 Nightography. დაბალი განათების პირობებში გადაღებული პროფესიონალური ფოტოები : სლაიდი 2
 

ფოტოების რედაქტირება.

Photo Assist ფუნქციის მეშვეობით შეძლებ სურათებზე ასახული სუბიექტების გადაადგილებას, ზომის შეცვლას, წაშლას და ცარიელი ფონის შევსებას, რაც კადრების შენი წარმოსახვიდან პირდაპირ რეალობაში გადმოტანის საშუალებას მოგცემს.8
ფოტოების რედაქტირება AI-თ მხარდაჭერილი Photo Assist ფუნქციის მეშვეობით : სლაიდი 3 ფოტოების რედაქტირება AI-თ მხარდაჭერილი Photo Assist ფუნქციის მეშვეობით : სლაიდი 3
 

მძლავრი ელემენტი. უწყვეტი კონცენტრაცია.

ისიამოვნე ელემენტის გასაოცარი სიმძლავრით. მძლავრი, ენერგოეფექტური და მასიური ტევადობის მქონე ელემენტი საკმარისია ნებისმიერი აქტივობისთვის, იქნება ეს სტრიმინგი, გეიმინგი თუ ფილმების ყურება.
მძლავრი ელემენტი. უწყვეტი კონცენტრაცია : სლაიდი 1 მძლავრი ელემენტი. უწყვეტი კონცენტრაცია : სლაიდი 1
 

უფრო მძლავრი AP-ით მხარდაჭერილი წარმადობა.

Galaxy-ს სწრაფი და დახვეწილი ჩიპსეტი იძლევა AI დამუშავებით გაუმჯობესებული შედეგების მიღების შესაძლებლობას, რაც მოიცავს ჰიპერ-რეალისტურ გრაფიკებს და მკვეთრ გამოსახულებებს.9
უფრო მძლავრი AP-ით მხარდაჭერილი წარმადობა : სლაიდი 2 უფრო მძლავრი AP-ით მხარდაჭერილი წარმადობა : სლაიდი 2
 

Galaxy AI აქ არის.

Galaxy AI მუშაობს ჰიბრიდული მექანიზმით: მოწყობილობაზე დაინსტალებული AI ფუნქციები გთავაზობს მომენტალურ მხარდაჭერას, კონფიდენციალურობის დაცვის დამატებითი დონით.
აირჩიე, როდის და როგორ გსურს AI-ს გამოყენება. Galaxy AI მუშაობს ჰიბრიდული მექანიზმით: მოწყობილობაზე დაინსტალებული AI ფუნქციები გთავაზობს მომენტალურ მხარდაჭერას, კონფიდენციალურობის დაცვის დამატებითი დონით, ხოლო ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული AI გთავაზობს გამოყენების უფრო ფართო პოტენციალს. აირჩიე, როდის და როგორ გსურს AI-ს გამოყენება. Galaxy AI მუშაობს ჰიბრიდული მექანიზმით: მოწყობილობაზე დაინსტალებული AI ფუნქციები გთავაზობს მომენტალურ მხარდაჭერას, კონფიდენციალურობის დაცვის დამატებითი დონით, ხოლო ქლაუდ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული AI გთავაზობს გამოყენების უფრო ფართო პოტენციალს.

Galaxy მოწყობილობების შედარება10,11

    Galaxy შენთვის

     

    Galaxy Z სერია

    Galaxy Z Fold6 ვერცხლის ჩრდილში ნახევრად ღიაა და დგას მის საყრდენზე. წინა პლანზე, ცისფერი Galaxy Z Flip6 იხსნება 120 გრადუსამდე და FlexWindow წინ არის დახრილი. Galaxy Z Fold6 ვერცხლის ჩრდილში ნახევრად ღიაა და დგას მის საყრდენზე. წინა პლანზე, ცისფერი Galaxy Z Flip6 იხსნება 120 გრადუსამდე და FlexWindow წინ არის დახრილი.
     

    Galaxy S სერია

    ნაჩვენებია Galaxy S სერიის სამი სმარტფონი. Galaxy S24+ კობალტის იისფერში ნაჩვენებია მისი უკანა მხრიდან დახრილი, ტიტანის ნაცრისფერი Galaxy S24+ ჩაშენებული S კალმით ნაჩვენებია უკანა კუთხით, ხოლო Galaxy S24 ქარვისფერ ყვითელში. მისი ეკრანი წინ კუთხით. ნაჩვენებია Galaxy S სერიის სამი სმარტფონი. Galaxy S24+ კობალტის იისფერში ნაჩვენებია მისი უკანა მხრიდან დახრილი, ტიტანის ნაცრისფერი Galaxy S24+ ჩაშენებული S კალმით ნაჩვენებია უკანა კუთხით, ხოლო Galaxy S24 ქარვისფერ ყვითელში. მისი ეკრანი წინ კუთხით.
     

    Galaxy A სერია

    სამი Galaxy A სერია მოთავსებულია ერთმანეთის გვერდით, უკანა მხარეს წინ, მარცხნივ Galaxy A სერია Awesome Iceblue-ში, Galaxy A სერია Awesome Lilac-ში და Galaxy A სერია ლიმონით. სამი Galaxy A სერია მოთავსებულია ერთმანეთის გვერდით, უკანა მხარეს წინ, მარცხნივ Galaxy A სერია Awesome Iceblue-ში, Galaxy A სერია Awesome Lilac-ში და Galaxy A სერია ლიმონით.

    ისარგებლე Galaxy-ს შესაძლებლობებით შენს სმარტფონზე

    ისარგებლე Galaxy-ს უპირატესობებით
    - Galaxy AI, Smart Switch, Privacy ხელსაწყოთა პანელი და სხვა.

    ხშირად დასმული კითხვები

    Quick Share-ის მეშვეობით შეძლებ მარტივად გადაიტანო ფაილები, მონაცემები და კონტენტი iOS მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე.
    Quick Share -ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://www.samsung.com/ge/apps/quick-share/12

    Samsung Smart Switch-ის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოების, ვიდეოების, კონტაქტების, აპლიკაციების, კალენდრის გრაფიკების სარეზერვო ასლის შექმნა და აღდგენა სწრაფად და მარტივად. მონაცემების გადატანა ასევე შესაძლებელია კაბელის გამოყენების გარეშეც, უსადენო კავშირის მეშვეობით. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანის შემთხვევაში, ჩამოტვირთე Smart Switch iOS მოწყობილობებისთვის შენს iPhone-ზე ან iPad-ზე App Store-იდან. iOS მოწყობილობიდან უსადენო კავშირით შესაძლებელია კონტაქტების, გალერეის, ვიდეოების, კალენდრის და შეხსენებების გადატანა.

    Samsung Knox-ის მიერ ხდება ოპერაციული სისტემის შემოწმება პოტენციური საფრთხეების მონიტორინგის გზით. აპარატურით უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ფუნქციების მქონე უსაფრთხოების პლატფორმა, Samsung Knox წინასწარაა დაინსტალებული Samsung-ის მობილურ მოწყობილობებზე, მათ შორის სმარტფონებზე, პლანშეტებს და ტარებად მოწყობილობებზე. Knox Vault ახდენს PIN კოდების, პაროლების და სხვა პირადი ინფორმაციის ფიზიკურ იზოლირებას, რათა ჰაკერებმა ვერ შეძლონ მათზე წვდომის მოპოვება. ხდება შენი ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოდ შიფრირება, იქნება ეს საბანკო მონაცემები, ფოტოები თუ შეტყობინებები. გარდა ამისა, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის ფუნქციების მეშვეობით შეძლებ შეამოწმო, თუ რომელი აპლიკაცია ცდილობს შენს მონაცემებზე წვდომას და შემდეგ მოახდინო შენი პარამეტრების შესაბამისად პერსონალიზება. Galaxy AI საშუალებას გაძლევს დაუშვა მონაცემების დამუშავება AI სერვისებისთვის მხოლოდ მოწყობილობაზე და შეზღუდო AI-ზე წვდომა სერვერიდან (ქლაუდიდან).

    გარდა Galaxy სმარტფონებს შორის ყველაზე მაღალი რეზოლუციის, 200MP-იანი კამერისა, Galaxy S24 Ultra აღჭურვილია ხმაურის შემცირების და ფერების მაღალი სიზუსტით ასახვის შესაძლებლობებით. Galaxy AI-ს მეშვეობით ხდება ღამის რეჟიმით გადაღებული სურათების უფრო ეფექტურად დამუშავება Galaxy S24 Ultra-ზე, გარდა ამისა, ის აღჭურვილია 10M 3x telephoto, 50MP 5x telephoto, 12MP ულტრაფართო და 12MP სელფის კამერის ლინზებითა და ფუნქციებით. Galaxy-ს AI ფუნქციების მეშვეობით რედაქტირების პროცესი გრძელდება სურათის გადაღების შემდეგაც კი. Generative AI ფუნქცია საშუალებას გაძლევს უმარტივესად გადააადგილო და წაშალო სურათზე ასახული ობიექტები და შეავსო ცარიელი ფონი.

    Galaxy S სერიის უახლესი მოდელი Galaxy S24 Ultra აღჭურვილია Galaxy სმარტფონებს შორის ყველაზე მძლავრი ელემენტით. Galaxy S24 Ultra-ს 5000mAh (ტიპური) ელემენტი იმდენად დიდხანს ძლებს, რომ შესაძლებელია ვიდეოების 30 საათის განმავლობაში ყურება ან მუსიკის 95 საათის განმავლობაში მოსმენა. ახალი თაობის აპლიკაციის პროცესორი გაუმჯობესებული არქიტექტურით უზრუნველყოფს ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის და ეფექტურობის გაუმჯობესებას Samsung Galaxy სმარტფონებზე.

    *აქ წარმოდგენილი ნებისმიერი სპეციფიკაცია და აღწერა შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის რეალური სპეციფიკაციებისგან და აღწერისგან. Samsung იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში და აქ აღწერილ პროდუქტში ნებისმიერ დროს, ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულების გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია ფუნქციების, სერვისების, სპეციფიკაციების, GUI-ს და სხვა პროდუქტების შესახებ, რაც მოიცავს სულ მცირე ინფორმაციას პროდუქტის უპირატესობების, დიზაინის, ფასის, შემადგენელი კომპონენტების, ფუნქციონირების, ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობების შესახებ, ექვემდებარება ცვლილებას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ეკრანზე გამოსახული კონტენტი წარმოადგენს სიმულირებულ გამოსახულებებს და მოცემულია მხოლოდ სადემონსტრაციო მიზნით.

    *ზოგიერთი სპეციფიკაცია და ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი კონკრეტულ Galaxy მოწყობილობებზე. კონკრეტული პროდუქტის სპეციფიკაციების და ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თითოეული Galaxy პროდუქტის საინფორმაციო გვერდზე.

    *ზოგიერთი AI ფუნქციის გამოყენებისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია.

    *Samsung არ გასცემს რაიმე დაპირებას, გარანტიას ან მტკიცებულებას AI ფუნქციების მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის და სანდოობის შესახებ.

    *Galaxy AI ფუნქციების ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონის/ქვეყნის, ოპერაციული სისტემის/One UI-ს ვერსიის, მოწყობილობის მოდელის და მობილური ოპერატორის მიხედვით..

    *Galaxy AI ფუნქციები 2025 წლის ბოლომდე უფასოდ იქნება მიწოდებული Samsung Galaxy მოწყობილობებზე. მესამე მხარის მიერ მოწოდებული AI ფუნქციებისთვის შეიძლება მოქმედებდეს განსხვავებული პირობები.

    *Galaxy AI-ს გამოყენება შესაძლოა შეზღუდული იყოს არასრულწლოვანთათვის იმ რეგიონებში, სადაც მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებით.

    1. მოდელზე მოქმედებს trade-in პროგრამა. Trade-in-თან დაკავშირებით მითითებული თანხა გახლავთ შესაბამისი iphone xx-ის ამ საიტის მეშვეობით გადაცვლის შემთხვევაში მიღებული თანხა. თანხის ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის და მდგომარეობის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი წესებს და პირობებს.

    2. Android™ მოწყობილობებზე ფაილების კაბელით გადატანისთვის, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით. Android™ მოწყობილობებზე ფაილების უსადენო კავშირით გადატანისთვის, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.

    3. iOS მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადატანისთვის, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით ან iCloud-ით. უსადენო კავშირის გამოყენების შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 12 ან უფრო ახალ ვერსიაზე. iCloud-ით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანის შემთხვევაში, ჩამოტვირთე Smart Switch iOS მოწყობილობებისთვის შენი iPhone-ის ან iPad-ის App Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.

    4. Smart Switch-ის მეშვეობით მონაცემთა ნაკრებების დიდი რაოდენობის ერთიანად გადატანისას რეკომენდებულია კაბელის გამოყენება.

    5. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს ფოკუსს გარეთ მყოფ რამდენიმე ან მოძრავ სუბიექტებს.

    6. ოპტიკური ხარისხის ზუმისთვის გამოიყენება Adaptive Pixel სენსორი.

    7. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს ფოკუსს გარეთ მყოფ რამდენიმე ან მოძრავ ობიექტებს. AI Zoom გამოიყენება ციფრული ზუმის სიგრძეებს შორის მანძილებისთვის. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.

    8. Photo Assist-ის Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.

    9. მხოლოდ Samsung-ის სმარტფონებისთვის. რეალური წარმადობა დამოკიდებულია მოხმარების პირობებზე, გარემოზე და წინასწარ დაინსტალებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციებზე.

    10. ფერების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.

    11. ონლაინ ექსკლუზიური ფერები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung.com-ზე.

    12. ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსია და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსია. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე მომუშავე PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებშიც ინტეგრირებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირის ქონა. მოწყობილობების რაოდენობა, რომლებზეც ერთდროულადაა შესაძლებელი ფაილების გაზიარება Quick Share ფუნქციის გამოყენებით, შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპის მიხედვით, რომლიდანაც ხდება გაზიარება. გაზიარების რეალური სიჩქარე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქსელთან კავშირის ხარისხის და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.Quick Share ფუნქციის გამოყენება თავსებად iOS და Android მოწყობილობებზე შესაძლებელია ბმულის გაგზავნით: ერთი გაზიარებული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10GB-ს (დღეში შესაძლებელია ჯამში 10GB მოცულობის ფაილების გაგზავნა), ხოლო ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ; გამგზავნ მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung account და  ინტერნეტთან წვდომა უნდა ქონდეს როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ მოწყობილობას.