SmartThings. იხილე აპლიკაცია

გაიმარტივე ცხოვრება SmartThings-თან ერთად.

გაიმარტივე ყოველდღიურობა

მიიღე რეკომენდაციები, მოძებნე ნივთები და მართე მოწყობილობები Home Insight ფუნქციის მეშვეობით.1,2

დააკავშირე მარტივად

მაცივრის წინ ვხედავთ ხელს, რომელსაც უჭირავს Galaxy სმარტფონი. მოწყობილობის ეკრანზე გახსნილია SmartThings აპლიკაცია, აქვე ვხედავთ მაცივართან დაწყვილების რეკომენდაციის ბარათს. აპლიკაციის UI ჩანს მაცივრის შიდა სივრცეშიც. მაცივრის წინ ვხედავთ ხელს, რომელსაც უჭირავს Galaxy სმარტფონი. მოწყობილობის ეკრანზე გახსნილია SmartThings აპლიკაცია, აქვე ვხედავთ მაცივართან დაწყვილების რეკომენდაციის ბარათს. აპლიკაციის UI ჩანს მაცივრის შიდა სივრცეშიც.

1. მარტივი დაკავშირება

პროდუქტთან მიახლოებისას ეკრანზე ჩნდება კონტექსტური ფანჯარა, რაც ამარტივებს რეგისტრაციას.3

Galaxy სმარტფონის ეკრანზე გახსნილია SmartThings აპლიკაციის UI, აქვე ჩანს QR კოდის დასკანერების რეკომენდაციაც. Galaxy სმარტფონის ეკრანზე გახსნილია SmartThings აპლიკაციის UI, აქვე ჩანს QR კოდის დასკანერების რეკომენდაციაც.

2. ოჯახის წევრების და მეგობრების მოწვევა

SmartThings-ის გასააქტიურებლად საჭიროა მხოლოდ QR კოდის დასკანერება.

ტელევიზორის წინ ვხედავთ ხელს, რომელსაც უჭირავს Galaxy სმარტფონი. სმარტფონის და ტელევიზორის ეკრანზე ასახულია ერთი და იგივე - SmartThings აპლიკაციის 3D Map View ფუნქციის კონტენტი. ტელევიზორის წინ ვხედავთ ხელს, რომელსაც უჭირავს Galaxy სმარტფონი. სმარტფონის და ტელევიზორის ეკრანზე ასახულია ერთი და იგივე - SmartThings აპლიკაციის 3D Map View ფუნქციის კონტენტი.

3. სახლის მართვა 3D რეჟიმში

აკონტროლე შენი სახლი 3D რეჟიმში, სადაც არ უნდა იყო.4

ტელევიზორის წინ ვხედავთ ხელს, რომელსაც უჭირავს Galaxy სმარტფონი. სმარტფონის ეკრანზე გახსნილია SmartThings აპლიკაციის დისტანციური მართვის ფუნქციის UI, ხოლო ტელევიზორის ეკრანზე წარმოდგენილია სხვადასხვა კონტენტის გამოსახულება. ტელევიზორის წინ ვხედავთ ხელს, რომელსაც უჭირავს Galaxy სმარტფონი. სმარტფონის ეკრანზე გახსნილია SmartThings აპლიკაციის დისტანციური მართვის ფუნქციის UI, ხოლო ტელევიზორის ეკრანზე წარმოდგენილია სხვადასხვა კონტენტის გამოსახულება.

4. მარტივი კონტროლი

SmartThings მოწყობილობასთან მიახლოებისას ეკრანზე გამოჩნდება Quick Remote ფუნქციის ფანჯარა.5,6,7

გაიმარტივე ყოველდღიურობა

ახალი რუტინები

SmartThings შემოგთავაზებს ახალ რუტინებს შენი მოწყობილობების მიხედვით.9

რუტინების გაზიარება

გაუზიარე შენს სტუმრებს შენი ყოველდღიური რუტინები ეკრანზე მხოლოდ ერთხელ შეხებით.10

დაკავშირების უსაზღვრო შესაძლებლობები

ინტეგრირებული SmartThings Hub

დამატებითი ჰაბის გამოყენება საჭირო არ არის. დატკბი ჭკვიანი სახლის გამოცდილებით Samsung-ის პროდუქტებთან ერთად.11

შენი კონფიდენციალურობა დაცულია

არ იდარდო, შენი მონაცემები დაცულია Knox-ის მიერ.

შთაგონება SmartThings-ისგან

*SmartThings-ის გამოსაყენებლად, ჩამოტვირთე აპლიკაცია შემდეგი პლატფორმებიდან: Galaxy Store, Google Play Store, ან Apple App Store. SmartThings აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 10 ↑ და მინიმუმ 3GB RAM ან iOS 15 ↑. მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემის სპეციფიკაციები და აპლიკაციის ეკრანის კონფიგურაცია შესაძლოა შეიცვალოს აპლიკაციის განახლების შედეგად.

* ტექნოლოგიების, ფუნქციების, მახასიათებლების და სერვისების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, სერვისის პროვაიდერის, ქსელთან დაკავშირების პირობების და პროდუქტის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე. 

* ყველა მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს Wi-Fi ან სხვა უსადენო ქსელთან და რეგისტრირებული უნდა იყოს ერთი Samsung-ის ანგარიშის გამოყენებით. 

* SmartThings-ის ფუნქციები და სპეციფიკაციები განსხვავდება პროდუქტის და რეგიონის/ქვეყნის მიხედვით.

* გამოსახულებები და ეკრანის კონტენტი სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი (UI) განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.

* მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია SmartThings-თან, არის 300 თითოეულ ადგილმდებარეობაზე. თუმცა დაკავშირებული მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ქსელის მახასიათებლებზე. თითოეული ანგარიშით შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ადგილმდებარეობის, თითოეულ ადგილმდებარეობაზე - მაქსიმუმ 20 ოთახის დამატება. ასევე ადმინისტრატორს, რომელმაც დაარეგისტრირა ადგილმდებარეობა, შეუძლია მოიწვიოს მაქსიმუმ 20 წევრი.

1. Home Insight-ის ზოგიერთი ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ კორეაში და აშშ-ში.

2. Home insight ფუნქცია ეფუძნება AI მოდელს, რომელიც მოწყობილობებიდან და სენსორებიდან იღებს მონაცემებს, განსაზღვრავს, იმყოფები თუ არა სახლში და ამის შესაბამისად გაწვდის შემოთავაზებებს. ამ ფუნქციის მეშვეობით მიღებული შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული და დამოკიდებულია მოდელზე, მოწყობილობებზე და აპლიკაციის ვერსიაზე.

3. მუშაობს Samsung Galaxy სმარტფონებზე, როდესაც ჩართულია მთავარი ეკრანი ან SmartThings აპლიკაცია და სხვა Android/iOS სმარტფონებზე, როდესაც ჩართულია SmartThings აპლიკაცია.

4. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.

5. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე, თუმცა საუკეთესო გამოცდილების მისაღებად რეკომენდებულია Samsung Galaxy სმარტფონების გამოყენება. ამ ფუნქციის მხარდაჭერა განსხვავდება სმარტფონების მოდელების მიხედვით.

6. მხარდაჭერილია მხოლოდ 2020 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული ტელევიზორების კონკრეტული მოდელები და კონდიციონერების, ჰაერის გამწმენდების, რობოტი მტვერსასრუტების 2024 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული კონკრეტული მოდელები.

7. ავტომატური გააქტიურების დრო განსხვავდება მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით. Quick Remote ფუნქციის მომხმარებლის რეალური ინტერფეისი (UI) განსხვავდება რეგიონის, მოდელის და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.

8. საჭიროა რუტინის წინასწარ დაყენება და თავსებადი მოწყობილობების დარეგისტრირება SmartThings აპლიკაციაში, Samsung-ის ერთი და იმავე ანგარიშით.

9. საჭიროა თავსებადი მოწყობილობების გამოყენება და მათი დარეგისტრირება SmartThings აპლიკაციაში, Samsung-ისერთი და იმავე ანგარიშის გამოყენებით.

10. თუ გაზიარებული რუტინა მოიცავს მოწყობილობას, რომელსაც არ ფლობს მიმღები პირი, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება „მხარდაჭერილი მოწყობილობა ვერ მოიძებნა“. თუმცა რუტინის შენახვა და რედაქტირება მაინც იქნება შესაძლებელი.

11. SmartThings Hub ინტეგრირებულია შემდეგ მოწყობილობებში: Samsung TV-ები (2020 წლის შემდეგ გამოშვებული მოდელები: QN900*/ QN800*/ QN700*/ QN95*/ S95*/ QN90*/ QN85*/ Q80*/ Q70*/ Q60*/ *U8/ The Serif / The Frame / The Sero), ჭკვიანი მონიტორები (M50* ან უფრო ახალი მოდელები, 2022 წლის შემდეგ გამოშვებული მოდელების შემთხვევაში), საუნდბარები (HW-Q990* და HW-LS60*, 2022 წლის შემდეგ გამოშვებული მოდელების შემთხვევაში), Family Hub მაცივრები (აშშ-ში, 2017 წლის შემდგომ და კორეაში გამოშვებული მოდელები, RH9000-ის გარდა), SmartThings სადგურები და SmartThings Hub-ები v2/v3. 2022 წელს და უფრო ადრე გამოშვებული მოდელების შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი აქსესუარის, SmartThings Dongle-ის გამოყენება Thread და Zigbee მოწყობილობების დასაკავშირებლად. 2023 წლის შემდეგ გამოშვებული მოდელების უმეტესობა აღჭურვილია ინტეგრირებული SmartThings Dongle-ით, შესაბამისად, დამატებითი აქსესუარის გამოყენება არ არის საჭირო. იხილე დეტალური ინფორმაცია თითოეულ პროდუქტთან დაკავშირებით. 

12. მინიჭებული აქვს დაკავშირების და თავსებადობის Samsung-ის „Works with SmartThings“ პროგრამის ფარგლებში.

13. კონკრეტული მოწყობილობების შემთხვევაში საჭიროა SmartThings Hub.

14. Matter გახლავთ open connectivity სტანდარტი ჭვიანი სახლის და IoT (Internet of Things) მოწყობილობებისთვის, რომელიც შექმნილია ათასობით სხვადასხვა მწარმოებლის, მათ შორის Amazon-ის, Apple,-ის Google-ის და Samsung Electronics-ის მოწყობილობებს შორის ურთიერთთავსებადობის გასაუმჯობესებლად.

15. HCA: Home Connectivity Alliance არის საერთაშორისო ალიანსი, რომელიც ქმნის საერთო სტანდარტებს ჭკვიანი მოწყობილობების ბრენდებისთვის, რაც ამარტივებს მათ დაკავშირებას SmartThings-თან და ქმნის ჭკვიანი სახლის ეკოსისტემას. მისი წევრების გუნდი შედგება საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მწარმოებელი 15 საერთაშორისო კომპანიისგან, მათ შორისაა Samsung Electronics, GE Appliances, Haier, Electrolux და LG Electronics.

16. მხარდაჭერილი ფუნქციები და პროდუქტები განსხვავდება ბრენდის მიხედვით. მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილე SmartThings აპლიკაციის განყოფილება „შენიშვნები“.