Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები DE, DE1, DE2, DС, DC1, DC2, ED
ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „DE“, „DE1“, „DE2“, „DС“, „DC1“, „DC2“ ან „ED“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ყველა ინდიკატორი.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
კამერის კარი არ არის დახურული:
- კამერის კარს და შუასადებს შორის ან საკეტში უცხო სხეულია გაჭედილი.
- ბლოკირების საკეტი ან კარის დახურვის მექანიზმი მწყობრიდან არის გამოსული.
რა უნდა გავაკეთო, თუ შეცდომის კოდი გამოჩნდა რეცხვის ციკლის გაშვებამდე:
1
დარწმუნდი, რომ კამერის კარი დახურულია.
- თუ კარი ღიაა, დახურე ბოლომდე, სანამ წკაპუნის ხმას არ გაიგონებ.
- თუ კარი დახურულია, თუმცა შეცდომის კოდი არ ქრება, გააღე კარი და დარწმუნდი, რომ::
- კარის დახურვას ხელს არ უშლის სარეცხი;
- საკეტზე ან კაუჭზე არ არის მიკრული თმები ან ძაფები;
- საკეტის კომპონენტები რ არის გატეხილი ან დეფორმირებული.
2
ხელახლა გაუშვი რეცხვის იგივე ციკლი.
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
რა უნდა გავაკეთო, თუ შეცდომის კოდი გამოჩნდა რეცხვის დროს:
1
გაუშვი წყლისგან ავარიული დაცლის რეჟიმი.
2
ავარიული დაცლის დასრულების შემდეგ დაიცადე 20 წუთი.
3
გაუშვი რეცხვის ნებისმიერი ციკლი.
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.