Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდი LE, LC, E9
ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „LE“, „LC“ ან „E9“.
ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ქვედა და ზედა ინდიკატორი.
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
მანქანა თავისით იცლება წყლისგან:
- დრენაჟის შლანგი ძალიან დაბლაა მოთავსებული,
- დრენაჟის შლანგი არასწორადაა დაკავშირებული კანალიზაციასთან,
- ავზში არის ხვრელი ან ბზარი, საიდანაც წყალი ჟონავს.
რა უნდა გავაკეთო
1
ჩახსენი მანქანა კვების წყაროს როზეტიდან.
2
შეამოწმე დრენაჟის შლანგის მდებარეობა (ის უნდა გამოდიოდეს მანქანის კორპუსის ზედა ნაწილიდან და უნდა ფიქსირდებოდეს რგოლის ან კაუჭის ფორმის ქარხნული სამაგრებით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიემართებოდეს ქვემოთ).
3
დარწმუნდი, რომ დრენაჟის ფილტრის საფარი მჭიდროდ არის დამაგრებული და არ ჟონავს წყალი.
4
ჩახსენი დრენაჟის შლანგი კანალიზაციიდან და მისი ბოლო მოათავსე აბაზანაში ან ნიჟარაში. თუ დრენაჟის შლანგი დაგრძელებული გაქვს, მოხსენი დამატებული მონაკვეთი.
5
ჩართე სარეცხი მანქანა და გაუშვი რეცხვის იგივე რეჟიმი. (სარეცხის და სარეცხი ფხვნილის გარეშე).
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს (შეცდომის გამოჩენის მიზეზი იყო დრენაჟის შლანგის არასწორი დაკავშირება კანალიზაციასთან.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს..
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.