Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეტყობინება Sud (5ud) ან Sd (5d)
რა მოხდა
სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „SUd“ (5Ud) ან „Sd“ (5d).
რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი
ავზში წარმოიქმნა ძალიან ბევრი ქაფი:
- მანქანაში მოთავსებულია დიდი რაოდენობით ფხვნილი;
- გამოყენებულია ავტომატური რეცხვისთვის შეუსაბამო ფხვნილი;
- გამოყენებულია უხარისხო ან უვარგისი ფხვნილი;
- დრენაჟის ფილტრი გაჭედილია.
ან სარეცხ მანქანაში არ მუშაობს ქაფის სენსორი.
ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო
დაათვალიერე სარეცხი მანქანა და შეაფასე დოლურაში ქაფის რაოდენობა.
თუ ქაფი დიდი რაოდენობითაა და გარეთ ჟონავს:
თუ რეცხვის დროს მომავალშიც გაჩნდება დიდი რაოდენობის ქაფი დოლურაში, შეამცირე ფხვნილის რაოდენობა ან გამოიყენე სხვა ფხვნილი.
ფხვნილის რეკომენდებული რაოდენობა: ექვსი კილოგრამი სარეცხისთვის ორი სუფრის კოვზი ფხვნილი.
ქაფის რაოდენობის მიუხედავად, ის გარეთ არ ჟონავს:
- თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს. შეცდომის კოდის გამოჩენის მიზეზია დრენაჟის ფილტრის გაჭედვა.
- თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.