Galaxy eSIM და მისი მხარდაჭერის მქონე ქსელის ოპერატორები

ბოლო განახლების თარიღი : 26-06-2024

Galaxy eSIM (ინტეგრირებული SIM-ბარათი) წარმოადგენს ციფრულ SIM-ბარათს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილური ქსელებით სარგებლობა ფიზიკური SIM-ბარათის (Mini SIM, Micro SIM, Nano SIM და ა.შ.) გარეშე. ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ უნდა გაააქტიურო და რომელ მოწყობილობებზე მუშაობს  ეს ბარათი.

შინაარსი:


  1. eSIM-ის მხარდაჭერის მქონე Galaxy მოწყობილობები
  2. როგორ დავამატო eSIM ბარათი Galaxy სმარტფონზე
  3. როგორ გადავიტანო eSIM სხვა მოწყობილობიდან
  4. როგორ გადავაქციო SIM-ბარათი ვირტუალურ SIM-ბარათად (eSIM)
  5. eSIM-ის მხარდაჭერის მქონე ქსელის ოპერატორები
სურათი ციფრული SIM-ბარათის გამოსახულებით.

eSIM-ის მხარდაჭერის მქონე Galaxy მოწყობილობები

  • Galaxy S24 / S24+ / S24 Ultra, Galaxy S23 / S23+ / S23 Ultra, Galaxy S22 / S22+ / S22 Ultra, Galaxy S21 / S21+ / S21 Ultra, Galaxy S20 / S20+ / S20 Ultra;
  • Galaxy Z Fold5 / Flip5, Galaxy Z Fold4 / Flip4, Galaxy Z Fold3 / Flip3, Galaxy Z Fold2, Galaxy Z Flip 5G, Galaxy Z Flip, Galaxy Fold;
  • Galaxy Note20 / Note20 Ultra.

შენიშვნა: 

იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნისთვის არის განკუთვნილი, სმარტფონს შეიძლება არ გააჩნდეს eSIM-ის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობების სიაშია. დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილობას აქვს ამ ფუნქციის მხარდაჭერა.

არსებობს ვირტუალური SIM-ბარათის დამატების სამი მეთოდი:

  • დაასკანირე QR-კოდი,
  • ხელით შეიყვანე საჭირო ინფორმაცია, 
  • გაააქტიურე eSIM მიმდინარე სატარიფო გეგმით (თუ მხარდაჭერილია).

შენიშვნა:

თუ აქტივაციის დროს საჭიროა EID კოდის შეყვანა, მისი ნახვა შეგიძლია აქ: „პარამეტრები“ >  „ინფორმაცია ტელეფონის შესახებ“  >  „ინფორმაცია სტატუსის შესახებ“.

დაასკანირე QR-კოდი 

QR-კოდის მისაღებად დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს. 

  1. გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.


  2. დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“, შემდეგ აირჩიე „სერვის-პროვაიდერის QR-კოდის სკანირება“. 


  3. დაასკანირე QR-კოდი


  4. სატარიფო გეგმა ავტომატურად ჩაიტვირთება და გააქტიურდება შენს ვირტუალურ SIM-ბარათზე  

ინფორმაციის ხელით შეყვანა 

eSIM-ის მხარდაჭერის მქონე ზოგიერთი მობილური ქსელის ოპერატორი გიგზავნის კოდს, რომელიც უნდა შეიყვანო eSIM-ის ხელით დამატების დროს. 

  1. გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.


  2. დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“, შემდეგ აირჩიე „სერვის-პროვაიდერის QR-კოდის სკანირება“ და შეიყვანე აქტივაციის კოდი.


  3. შეიყვანე მობილური ქსელის ოპერატორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 


  4. სატარიფო გეგმა ავტომატურად ჩაიტვირთება და გააქტიურდება შენს ვირტუალურ SIM-ბარათზე 

გაააქტიურე eSIM მიმდინარე სატარიფო გეგმით

მობილური ქსელის ზოგიერთი ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს ტარიფებს, რომლებშიც შედის SIM და eSIM. ამ შემთხვევაში, როდესაც გადახვალ მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“ > „eSIM-ის დამატება“, ბარათი ავტომატურად გააქტიურდება. 

ამგვარი სატარიფო გეგმების ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად, დაუკავშირდი შენი მობილური ქსელის ოპერატორს.

ორივე მოწყობილობაში გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“. ახალ სმარტფონზე დააჭირე ღილაკზე „eSIM-ის დამატება“, ძველ სმარტფონზე აირჩიე eSIM-ის სახელწოდება.

eSIM-ის გადატანა სხვა Galaxy მოწყობილობიდან 

  1. ახალ ტელეფონზე აირჩიე ფუნქცია „SIM-ის გადმოტანა სხვა მოწყობილობიდან“. 


  2. ძველ ტელეფონზე აირჩიე ფუნქცია „გადატანა“.

  3. გამოჩნდება გაფრთხილება, რომ ძველ ტელეფონზე ამ eSIM-ით სარგებლობას ვეღარ შეძლებ. დააჭირე ღილაკზე „OK“.


  4. სიიდან აირჩიე მობილური ოპერატორი.  


  5. სიიდან აირჩიე ქვეყანა.  


  6. ძველ ტელეფონზე შეიყვანე 6-ნიშნა დადასტურების კოდი, რომელიც გამოისახა ახალ ტელეფონზე. 


  7. ახალ ტელეფონზე სიიდან აირჩიე მობილური ოპერატორი. 


  8. დააჭირე ღილაკზე „გადატანა“. 


  9. ძველ ტელეფონზე აირჩიე ფუნქცია „გადატანა“, შემდეგ დააჭირე ღილაკზე „მზადაა“.

eSIM-ის გადატანა iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობიდან

  1. გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“ > „eSIM-ის დამატება“ > „SIM-ის გადმოტანა სხვა მოწყობილობიდან“.


  2. დააჭირე ღილაკზე „გადატანა ოპერატორის დახმარებით“.


  3. აირჩიე მობილური ქსელის ოპერატორის სახელწოდება. 


  4. შენ გადამისამართდები შენი მობილური ქსელის ოპერატორის საიტზე. შეასრულე ეკრანზე მოცემული ინსტრუქციები.

შენიშვნა:

ამ ფუნქციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია შენი მობილური ქსელის ოპერატორზე. დეტალური ინფორმაციისთვის მიმართე მობილური ქსელის ოპერატორს. 

  1. გადადი მენიუში „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“.


  2. აირჩიე SIM-ბარათი, რომლისგანაც გსურს ვირტუალური ბარათის შექმნა


  3. აირჩიე „eSIM ბარათად გარდაქმნა“.


  4. გამოჩენილ ფანჯარაში დააჭირე ღილაკზე „eSIM ბარათად გარდაქმნა“.


  5. დააჭირე ღილაკზე „დამატება“.


  6. eSIM გააქტიურებულია.

eSIM-ის მხარდაჭერის მქონე ქსელის ოპერატორები

eSIM-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია ქვეყანასა და ქსელის ოპერატორზე. 

აფრიკა

 

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ავსტრალია

 

ევროპა

 

ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა

 

ახლო აღმოსავლეთი

 

სამხრეთი ამერიკა  

მადლობა გამოხმაურებისთვის!