როგორ განვაახლო firmware Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 21-03-2024

Firmware-ის განახლების ორი მეთოდი

FOTA – firmware-ის განახლება ხდება კომპიუტერის გამოყენების გარეშე;

Smart Switch – firmware-ის განახლება ხდება კომპიუტერზე დაინსტალებული სპეციალური პროგრამის მეშვეობით.  

შენიშვნა: 

  • განახლების შემდეგ firmware-ის ძველ ვერსიაზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება.
  • განახლების წინ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაიტანე სხვა სმარტფონზე ან კომპიუტერზე.

Firmware-ის განახლება FOTA-ს მეშვეობით

შენიშვნა: 

  • განახლების წინ ელემენტი დამუხტული უნდა იყოს მინიმუმ 80%-ით.
  • დააკავშირე მოწყობილობა მინიმუმ 5მბ/წმ სიჩქარის მქონე Wi-Fi ქსელთან.
საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი ჩანართზე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, გახსენი ჩანართი „მოწყობილობის შესახებ“ და შემდეგ აირჩიე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი ჩანართზე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, გახსენი ჩანართი „მოწყობილობის შესახებ“ და შემდეგ აირჩიე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.

საფეხური 1. გახსენი პარამეტრების მენიუ და გადადი ჩანართზე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, გახსენი ჩანართი „მოწყობილობის შესახებ“ და შემდეგ აირჩიე „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“.

საფეხური 2. აირჩიე „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, აირჩიე „განახლება“ ან “განახლების ფაილების ხელით ჩამოტვირთვა“. საფეხური 2. აირჩიე „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, აირჩიე „განახლება“ ან “განახლების ფაილების ხელით ჩამოტვირთვა“.

საფეხური 2. აირჩიე „ჩამოტვირთვა და ინსტალაცია“. თუ ასეთი პუნქტი ამ მენიუში არ არის, აირჩიე „განახლება“ ან “განახლების ფაილების ხელით ჩამოტვირთვა“.

საფეხური 3. მოწყობილობა შეამოწმებს ახალი firmware-ის ხელმისაწვდომობას. თუ მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, გამოჩნდება მისი ჩამოტვირთვის შემოთავაზება. თუ ახალი firmware ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: „ბოლო განახლება უკვე დაყენებულია“. საფეხური 3. მოწყობილობა შეამოწმებს ახალი firmware-ის ხელმისაწვდომობას. თუ მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, გამოჩნდება მისი ჩამოტვირთვის შემოთავაზება. თუ ახალი firmware ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: „ბოლო განახლება უკვე დაყენებულია“.

საფეხური 3. მოწყობილობა შეამოწმებს ახალი firmware-ის ხელმისაწვდომობას. თუ მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, გამოჩნდება მისი ჩამოტვირთვის შემოთავაზება. თუ ახალი firmware ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: „ბოლო განახლება უკვე დაყენებულია“.

ახალი firmware-ის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში დაიწყება მისი ჩამოტვირთვა. Android-ის ზოგიერთ ვერსიაზე გამოჩნდება კონტექსტური ფანჯარა ჩამოტვირთვის დადასტურების მოთხოვნით. ფაილის ზომა დამოკიდებულია ოპერაციული სისტემის ვერსიაზე და მოწყობილობის მოდელზე.

შენიშვნა: 

  • არ გამორთო მოწყობილობა firmware-ის განახლების დროს - ეს შეიძლება ხარვეზის მიზეზი გახდეს.

საფეხური 4. Firmware-ის ჩამოტვირთვის შემდეგ გამოჩნდება შეტყობინება. განახლების დაყენების დასაწყებად დააჭირე ღილაკზე „ახლავე ინსტალაცია“ (ან უბრალოდ „ინსტალაცია“).

საფეხური 5. მოწყობილობა გაითიშება და ჩაირთვება. ეკრანზე გამოჩნდება განახლების პროცესის აღმნიშვნელი პროგრესის ზოლი.

საფეხური 6. Firmware-ის დაყენების დასრულების შემდეგ მოწყობილობა გადაიტვირთვება. დააჭირე ღილაკზე „ОК“.

მზადაა!

  • განახლების შემდეგ შეგიძლია განახორციელო მონაცემთა გადატვირთვა. მონაცემთა გადატვირთვის დროს პირადი მონაცემები სრულად წაიშლება.
  • მათი შენახვისთვის Smart Switch პროგრამაში აირჩიე ვარიანტი „სარეზერვო ასლის შექმნა“.
  • მონაცემთა გადატვირთვის გარეშე მოწყობილობამ შეიძლება ხარვეზებით იმუშაოს.

თუ მოწყობილობა „დარუთულია“ ან firmware შეცვლილია, გამოჩნდება წარწერა: „მოწყობილობა მოდიფიცირებულია“. მსგავს მოწყობილობაზე firmware-ის განახლებისთვის მიმართე Samsung-ის სერვის-ცენტრს.


firmware-ის განახლება Smart Switch-ის მეშვეობით

1 კომპიუტერზე ჩამოტვირთე და დააინსტალე პროგრამა Smart Switch.
2 გაუშვი პროგრამა და დააკავშირე მოწყობილობა კომპიუტერთან კაბელის მეშვეობით. კომპიუტერი დაკავშირებული უნდა იყოს ინტერნეტთან.
3 თუ მოწყობილობისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, გამოჩნდება მისი ჩამოტვირთვის შემოთავაზება.

თუ ახალი firmware ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ეს შეტყობინება არ გამოჩნდება.

4 დააჭირე ღილაკზე „Update“.
5 დაიწყება firmware-ის ჩამოტვირთვა ჯერ კომპიუტერზე, შემდეგ კი მოწყობილობაზე. განახლების პროცესში შეასრულე კომპიუტერის ეკრანზე გამოჩენილი მითითებები.
6 განახლების პროცესში მოწყობილობა გაითიშება და ჩაირთვება. ეკრანზე გამოჩნდება მწვანე რობოტი და განახლების პროცესის აღმნიშვნელი პროგრესის ზოლი.

შენიშვნა: 

განახლების დროს არ გამორთო მოწყობილობა ან კომპიუტერი და არ ჩახსნა მოწყობილობა კომპიუტერიდან  - ეს შეიძლება ხარვეზის მიზეზი გახდეს.

7 Firmware-ის დაყენების დასრულების შემდეგ მოწყობილობა გადაიტვირთვება.
8 განახლების შემდეგ რეკომენდებულია მონაცემთა გადატვირთვა. მონაცემთა გადატვირთვის დროს პირადი მონაცემები სრულად წაიშლება. მათი შენახვისთვის Smart Switch პროგრამაში აირჩიე ვარიანტი „სარეზერვო ასლის შექმნა“. მონაცემთა გადატვირთვის გარეშე მოწყობილობამ შეიძლება ხარვეზებით იმუშაოს.

თუ firmware-ის განახლების შემდეგ წარმოიშვა პრობლემები, რომელთა გამოსწორება მონაცემების გადატვირთვით ვერ მოხერხდა, დაუკავშირდი Samsung-ის სერვის ცენტრს, სადაც მოხდება firmware-ის გადაყენება ინჟინერული მეთოდების გამოყენებით.

თუ არ გამოჩნდა შეტყობინება firmware-ის შესახებ

თუ შეტყობინება არ გამოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ:

• Firmware ჯერ არ არის ხელმისაწვდომი;

• მოწყობილობა გამართულად არ მუშაობს: არსებული firmware არასწორადაა დაყენებული ან მოდიფიცირებულია, მოწყობილობა არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გაყიდვისთვის.

პირველ შემთხვევაში – დაელოდე განახლებას, მეორე შემთხვევაში – მიმართე სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!