როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy მოწყობილობა მოდემის ან Wi-Fi წვდომის წერტილის სახით
როგორ გავაზიარო ინტერნეტი Samsung Galaxy მოწყობილობიდან
არსებობს ორი მეთოდი:
Wi-Fi წვდომის წერტილის ფუნქციის საშუალებით სმარტფონი ან პლანშეტი აზიარებს ინტერნეტს SIM-ბარათიდან კომპიუტერზე, ნოუთბუქზე, პლანშეტზე ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე Wi-Fi რეჟიმის გამოყენებით.
დადებითი მხარეები:
- არ არის საჭირო USB კაბელის გამოყენება;
- ინტერნეტის გაზიარება შესაძლებელია ერთდროულად ათ მოწყობილობაზე;
- ინტერნეტის გაზიარება შესაძლებელია არა მხოლოდ კომპიუტერზე, არამედ Wi-Fi-ს მხარდაჭერის მქონე ნებისმიერ მოწყობილობაზე.
უარყოფითი მხარეები:
- კავშირის სიჩქარე ნაკლებია, ვიდრე USB-კაბელით დაკავშირებისას და დამოკიდებულია მოწყობილობებს შორის არსებულ მანძილზე;
- Samsung Galaxy მოწყობილობის ელემენტი სწრაფად იცლება.
USB-მოდემის ფუნქციის საშუალებით სმარტფონი ან პლანშეტი აზიარებს ინტერნეტს SIM-ბარათიდან კომპიუტერზე ან ნოუთბუქზე USB-კაბელის გამოყენებით.
დადებითი მხარეები:
- Samsung Galaxy მოწყობილობის ელემენტი ნოუთბუქით ან კომპიუტერით იმუხტება;
- კავშირის სიჩქარე უფრო მაღალია, ვიდრე Wi-Fi რეჟიმით დაკავშირებისას.
უარყოფითი მხარეები:
- არაორიგინალი კაბელის გამოყენებისას კავშირის სიჩქარე შესაძლოა შემცირდეს;
- ინტერნეტის გაზიარება ერთდროულად მხოლოდ ერთ მოწყობილობაზეა შესაძლებელი;
- ინტერნეტის გაზიარება შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერზე ან ნოუთბუქზე.
როგორ დავაყენო Samsung Galaxy მოწყობილობის პარამეტრები მისი Wi-Fi როუტერის სახით გამოყენებისთვის
დარწმუნდი, რომ სმარტფონზე ან პლანშეტზე მობილური ინტერნეტი მუშაობს. თუ ინტერნეტი არ მუშაობს, დააყენე მისი პარამეტრები და ჩართე მობილური ინტერნეტი.
საფეხური 6. სხვა მოწყობილობაზე (კომპიუტერზე) მოძებნე ქსელი და შეიყვანე პაროლი, რომელიც Samsung Galaxy მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება.
შენიშვნა:
- თუ სხვა მოწყობილობა (კომპიუტერი) ვერ უკავშირდება ქსელს, შეამოწმე, არის თუ არა პაროლი სწორად შეყვანილი.
- თუ სხვა მოწყობილობაზე (კომპიუტერზე) ინტერნეტი არ მუშაობს, დარწმუნდი, რომ ინტერნეტი მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე.
- თუ მობილურ მოწყობილობაზე ინტერნეტი მუშაობს, გადატვირთე Samsung Galaxy და სხვა მოწყობილობა (კომპიუტერი) და ხელახლა სცადე.
როგორ დავაყენო Samsung Galaxy მოწყობილობის პარამეტრები ისე, რომ მუშაობდეს USB-მოდემის სახით
ინსტრუქცია იმ კომპიუტერებისთვის, რომლებზეც დაინსტალებულია Windows Vista ან მომდევნო ვერსია.
თუ ინტერნეტი არ მუშაობს, დააყენე მისი პარამეტრები და ჩართე მობილური ინტერნეტი.
ოპერაციული სისტემა დაიწყებს დრაივერების ძებნას და დაყენებას.
შენიშვნა:
ინტერნეტთან დასაკავშირებლად Windows იყენებს ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებულ სტანდარტულ დრაივერს. რაიმე დამატებითი დრაივერის დაყენება არ არის საჭირო.
თუ რაიმე სხვა მიზნით მაინც გჭირდება დრაივერების პაკეტი, დააყენე პროგრამა Smart Switch და დრაივერებს პაკეტიც მასთან ერთად დაინსტალდება.
რამდენიმე წამის შემდეგ კომპიუტერის შეტყობინებების პანელზე გამოჩნდება ქსელთან დაკავშირების ხატულა. ამ ეტაპზე მოწყობილობა უკვე მოდემივით მუშაობს და შესაძლებელია ინტერნეტის გამოყენება.
შენიშვნა:
თუ კომპიუტერზე ინტერნეტი არ მუშაობს, დარწმუნდი, რომ ინტერნეტი მუშაობს მობილურ მოწყობილობაზე.
თუ მობილურ მოწყობილობაზე ინტერნეტი მუშაობს, გადატვირთე Samsung Galaxy მოწყობილობა და კომპიუტერი და ხელახლა სცადე.
როგორ გავაზიარო ინტერნეტი კომპიუტერიდან Samsung Galaxy მოწყობილობაზე
ასეთი ფუნქცია არ არის გათვალისწინებული Windows-ის ოპერატიულ სისტემაში. Samsung Galaxy მოწყობილობის Wi-Fi-სთან დასაკავშირებლად გამოიყენე როუტერი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.