როგორ გამოვიყენო აპლიკაცია „კალენდარი“ Samsung-ის სმარტფონზე
კალენდარი წარმოადგენს Samsung-ის სმარტფონების მრავალფუნქციურ აპლიკაციას, რომელიც გამოიყენება გრაფიკის შედგენისთვის. „კალენდარი“ შეგიძლია გამოიყენო ღირსშესანიშნავი მოვლენების, მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩასანიშნად და სხვადასხვა შეხსენების დასაყენებლად. ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევს მოამზადო გრაფიკი პირდაპირ შენს სმარტფონში და მოახდინო მისი სინქრონიზაცია სხვა მოწყობილობებთან. ინფორმაცია „კალენდრის“ გამოყენების და მისი პარამეტრების შენი საჭიროებების შესაბამისად დაყენების შესახებ წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ სტატიაში.
შენიშვნა: ეკრანის ანაბეჭდი და მოწყობილობის რეალური მენიუ შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის მიხედვით.
როგორ გავიგო Android-ის რომელი ვერსიაა დაინსტალებული Samsung Galaxy სმარტფონზე ან პლანშეტზე
მთავარი ეკრანის სტრუქტურა
1. მენიუ — აპლიკაციის პარამეტრები და ანგარიშების სინქრონიზაცია
2. მიმდინარე თვე — მასზე დაჭერით შეგიძლია აირჩიო სხვა თვე ან წელი
3. ხატვის რეჟიმი — ხატვისთვის და ხელნაწერი ტექსტის წაშლისთვის (ხელმისაწვდომია მხოლოდ S Pen-ის მქონე მოწყობილობებზე)
4. ძიება — ღონისძიების სახელწოდების, ფერის ან სტიკერის მიხედვით ძებნისთვის
5. დღეს — მასზე დაჭერით შეგიძლია დაბრუნდე მიმდინარე თარიღზე
6. მიმდინარე თარიღი
7. მოვლენა (ღონისძიება) — ღონისძიების სახელწოდება
8. სტიკერი — სტიკერი ან ემოჯი, რომელიც დაყენებულია დღის ან ღონისძიების მოსანიშნად
9. არჩევის ველი — კონტურით მონიშნულია შენ მიერ არჩეული თარიღი
10. ტექსტის შეყვანის ველი — შეიყვანე აღწერა და შექმენი მოკლე ჩანაწერი ნებისმიერი თარიღისთვის
11. ღონისძიების დამატება — შეეხე და შექმენი ღონისძიება კონტურით მონიშნული თარიღისთვის
მოქმედებები მთავარ ეკრანზე
თუ ერთი დღისთვის რამდენიმე ღონისძიება გაქვს დაგეგმილი, თარიღის უჯრაში ყველა ჩანაწერი შეიძლება ვერ გამოჩნდეს. სრული სიის სანახავად აუსვი თითი „კალენდარს“ ან შეეხე შესაბამისი თარიღის უჯრას — ეკრანზე გამოჩნდება ყველა დაგეგმილი აქტივობა.
დააჭირე აქ და გაიგე, თუ როგორ უნდა დაამატო ან წაშალო თარიღის სტიკერი
შენიშვნა: ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Android 10-ის ან უფრო ახალი ვერსიის მქონე სმარტფონებზე.
როგორ დავამატო სტიკერი:
მოსანიშნად შეეხე შესაბამისი დღის უჯრას. უჯრის გარშემო გაჩნდება კონტური, ხოლო მის შიგნით დაინახავ ემოჯის სიმბოლოს — შეეხე მას. გაიხსნება სტიკერის არჩევის პანელი — დასამატებლად აირჩიე სასურველი სტიკერი და შეეხე მას.
თუ ამ დღეზე უკვე დამატებულია ღონისძიება, უჯრის მონიშვნის დროს ემოჯის სიმბოლო არ გამოჩნდება. ამ შემთხვევაში:
- დღის ბარათის გასახსნელად შეეხე შესაბამის უჯრას. შემდეგ შეეხე გახსნილ ბარათზე არსებულ ემოჯის სიმბოლოს.
- „კალენდრის“ ჩასაკეცად და ღონისძიებების სიის გასახსნელად აუსვი თითი ეკრანს. შეეხე სიის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ემოჯის სიმბოლოს.
Android 8-ის ან უფრო ახალი ვერსიის მქონე სმარტფონებზე სტიკერის დაყენება ასევე შეგიძლია კონკრეტულ ღონისძიებებზე. ამისათვის გადადი განყოფილებაზე «როგორ შევავსო ღონისძიების ბარათი».
შენიშვნა: სხვადასხვა სმარტფონის „კალენდრების“ სინქრონიზაციისას შეიძლება ვერ მოხდეს ყველა სტიკერის გადმოტანა. სტიკერების გადმოტანისას შეიძლება მათი დიზაინი შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია აპლიკაციის ვერსიაზე და მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაზე.
როგორ წავშალო ან შევცვალო სტიკერი:
ემოჯის წასაშლელად შეეხე უჯრას, რომელზეც დამატებულია სტიკერი — გაიხსნება შესაბამისი დღის ღონისძიებების ბარათი.
- თუ ღონისძიებები არ არის დამატებული, სტიკერი გამოჩნდება ეკრანის ცენტრში.
- თუ ამ დღის უჯრაში დამატებულია ღონისძიებები, სტიკერი გამოჩნდება ბარათის ზედა მარჯვენა კუთხეში.
შეეხე სტიკერს — გამოჩნდება სტიკერის არჩევის ფანჯარა. ზედა ნაწილში გამოჩნდება დაყენებული სტიკერი.
- ამ სტიკერის წასაშლელად შეეხე მის მარჯვნივ არსებულ სიმბოლოს „—“ (მინუსი).
- ან შეეხე სხვა სტიკერს არსებული სტიკერის ახლით ჩასანაცვლებლად.
როგორ შევქმნა ღონისძიება
არსებობს ღონისძიების შექმნის რამდენიმე მეთოდი:
თუ არჩეულ დღეზე უკვე დამატებულია ღონისძიება, შეეხე ამ თარიღის უჯრას — გაიხსნება ბარათი, სადაც მოცემულია ამ დღეზე დამატებული ღონისძიებები. ახალი ღონისძიების შესაქმნელად შეეხე ბარათის ქვედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ღილაკს „+“ (ღონისძიების დამატება).
როგორ შევავსო ღონისძიების ბარათი
შენიშვნა: შეგიძლია შეავსო მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვანი ველები. ველების რაოდენობა, განლაგება და ვიზუალური გაფორმება შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია აპლიკაციის ვერსიაზე და სმარტფონის ოპერაციულ სისტემაზე.
შენიშვნა:
იმის მიხედვით, თუ Android-ის რომელ ვერსიას იყენებ, სტიკერები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც შენახულია:
- სმარტფონის მეხსიერებაში (Android 8, 9),
- სმარტფონის მეხსიერებაში და Samsung-ის ანგარიშზე (Android 10, 11, 12),
- სმარტფონის მეხსიერებაში და Samsung-ის ან Google-ის ანგარიშზე (Android 13, 14).
შენახვის ადგილის არჩევის შესახებ ინფორმაცია მოცემულია მე-6 პუნქტში.
სტიკერი შეგიძლია გამოიყენო ერთი თემატიკის ჩანაწერების მარტივად მოსაძებნად.
შეეხე ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულ ემოჯის სიმბოლოს. გაიხსნება ფანჯარა სტიკერების ვარიანტებით: ღონისძიებების სტიკერები, ემოჯიები, AR Emoji და სხვა. დასაყენებლად აირჩიე სტიკერი და შეეხე მას.
შენიშვნა: სტიკერები შეიძლება ვიზუალურად განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია აპლიკაციის ვერსიაზე და მოწყობილობის ოპერაციულ სისტემაზე.
თუ გსურს სტიკერის შეცვლა ან წაშლა, გახსენი ღონისძიებების ბარათი და შეეხე მის სტიკერს. გაიხსნება სტიკერის არჩევის ფანჯარა, ზედა ნაწილში გამოჩნდება დაყენებული სტიკერი.
- არსებული სტიკერის ჩასანაცვლებლად შეეხე ახალ სტიკერს.
- სტიკერის წასაშლელად შეეხე მის მარჯვნივ არსებულ სიმბოლოს „—“ (მინუსი).
შენიშვნა:
- თუ სტიკერი დაყენებულია დღის მოსანიშნად, „კალენდარში“ ის აისახება დღის უჯრაში. ღონისძიებების სტიკერები გამოჩნდება მხოლოდ დღის ბარათის გახსნისას.
- თუ ერთ დღეზე დამატებულია სტიკერების მქონე რამდენიმე ღონისძიება, დღის უჯრაში აისახება მხოლოდ ყველაზე ადრე დამატებული სტიკერი. თუ ღონისძიება მთელ დღეს მოიცავს, დღის უჯრაში გამოისახება მისი სტიკერი.
- თუ ღონისძიება რამდენიმე დღეს მოიცავს, მისი სტიკერი გამოისახება მხოლოდ პირველი დღის უჯრაში. თუ ღონისძიება რამდენიმე კვირას მოიცავს, სტიკერი გამოისახება ღონისძიების პირველ დღეს და ყოველი მომდევნო კვირის დასაწყისში.
ის ასევე შეგიძლია გამოიყენო ერთი თემატიკის ჩანაწერების მარტივად მოსაძებნად.
- მთელი დღე — თუ ღონისძიება მთელ დღეს გრძელდება, გაააქტიურე გადამრთველი ღილაკი.
- აირჩიე თარიღი — აისახება დასაწყისში არჩეული თარიღი. ღონისძიების დაწყებისთვის და დასრულებისთვის შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა თარიღი. ამ შემთხვევაში ის ერთდროულად რამდენიმე უჯრაში აისახება.
- აირჩიე დრო — მიუთითე ღონისძიების დაწყების და დასრულების დროის ინტერვალი.
- Android 14-10-ზე დროის დაყენება შესაძლებელია 5 წუთამდე სიზუსტით.
- Android 9-8-ზე დროის დაყენება შესაძლებელია 1 წუთამდე სიზუსტით.
ზუსტი მისამართის შესაყვანად:
- შეეხე ველს „ადგილი“ — ეკრანზე გამოჩნდება ღილაკი „რუკა“.
- მოძებნე საჭირო მისამართი საძიებო ველის მეშვეობით ან შეიყვანე ხელით.
- მარკერის დასაყენებლად ხანგრძლივად შეეხე არჩეულ ადგილმდებარეობას.
- შეეხე ღილაკს „ОК“. ველში გამოჩნდება ზუსტი მისამართი და რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი.
შენიშვნა: მონაცემების შენახვისთვის ხელმისაწვდომი ანგარიშების რაოდენობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე დამატებული ანგარიშების რაოდენობაზე.
- ჩემი ტელეფონი — ღონისძიება შენახული იქნება მოწყობილობის მეხსიერებაში და მონაცემთა სინქრონიზაციის შემთხვევაში არ მოხდება მისი გადატანა სხვა მოწყობილობებზე. მხოლოდ შენახვის ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ღონისძიებაზე გამოსახულების ან Samsung Notes-ის ჩანაწერის მიბმა.
- Samsung account — მონაცემები ჩაიწერება ქლაუდ-მეხსიერებაში, რომელზე წვდომასაც Samsung-ის ანგარიშის მეშვეობით შეძლებ სხვა მოწყობილობებიდან. მაგალითად სხვა სმარტფონიდან ან პლანშეტიდან.
- Google-ის ანგარიში — თუ გაქვს Google-ის ანგარიში, შეგიძლია მისი გამოყენება „კალენდრის“ მონაცემების შენახვისთვის. ამ შემთხვევაში შენს მონაცემებზე წვდომას შეძლებ ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობებიდან: სმარტფონიდან, პლანშეტიდან ან კომპიუტერიდან. ასევე შეძლებ მიიღო შეტყობინებები ელექტრონულ ფოსტაზე, შექმნა ვიდეო კონფერენციები Google Meet-ის გამოყენებით და დაამატო მონაწილეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
- აირჩიე სტანდარტული ვარიანტებიდან ერთ-ერთი..
- ან შეიყვანე კონკრეტული დრო — შეეხე ღილაკს + პერსონალიზებული და მიუთითე დრო: 0 წუთიდან 52 კვირამდე.
- თუ ამ ინტერვალებიდან არც ერთს არ მონიშნავ, ღონისძიების <b>შეხსენების </b>ფუნქცია არ გააქტიურდება.
შენიშვნა: Google-ის ანგარიშში შენახული ღონისძიებებისთვის შეგიძლია გაააქტიურო შეხსენებების ელექტრონული ფოსტით მიღების ფუნქცია.
გამეორების სიხშირე:
- არ გაიმეორო — თუ ღონისძიება ერთჯერადია.
- ყოველდღიურად — ღონისძიების ყოველდღიურად გამეორებისთვის. ან „1“-ის ნაცვლად შეიყვანე სხვა რიცხვი — ღონისძიება გამეორდება მითითებული ინტერვალებით. თუ ღონისძიება რამდენიმე დღე გრძელდება, გამეორების პერიოდი ითვლება ღონისძიების დაწყების თარიღიდან. არ შეიძლება ღონისძიებების ხანგრძლივობა იყოს გამეორების ინტერვალებზე მეტი (პერიოდების გადაფარვა).
მაგალითად:
- „3“-ის შეყვანის შემთხვევაში ღონისძიება გამეორდება დაწყების დროდ მითითებული თარიღიდან ყოველ მესამე დღეს.
- 2/2 გრაფიკის შექმნისთვის ღონისძიების ხანგრძლივობად მიუთითე ორი დღე, ხოლო გამეორების სიხშირედ - „ყოველი მე-4 დღე“.
- ყოველკვირეულად — აირჩიე კვირის დღეები ღონისძიებისთვის.
„1“-ის ნაცვლად შეიყვანე სხვა რიცხვი — ღონისძიება გამეორდება მითითებული ინტერვალებით. მაგალითად „3“-ის შეყვანის შემთხვევაში — გამეორდება მითითებულ კვირის დღეებში ყოველ სამ კვირაში ერთხელ (წლის 39-ე, 42-ე, 45-ე ... კვირა) - ყოველთვიურად — აირჩიე ღონისძიებების გამეორების ერთ-ერთი ვარიანტი:
- თვის მითითებულ რიცხვში, - თვის მითითებულ კვირაში,
- თვის მითითებულ დღეებში.
„1“-ის ნაცვლად შეიყვანე სხვა რიცხვი — ღონისძიება გამეორდება მითითებული ინტერვალებით. მაგალითად „3“-ის შეყვანის შემთხვევაში — გამეორდება მითითებულ დღეებში ყოველ სამ თვეში ერთხელ (ოქტომბერი, იანვარი, აპრილი...). - ყოველწლიურად — აირჩიე ღონისძიებების გამეორების ერთ-ერთი ვარიანტი:
- თვის მითითებულ რიცხვში,
- თვის მითითებულ კვირაში,
- სხვადასხვა თვის მითითებულ რიცხვში.
„1“-ის ნაცვლად შეიყვანე სხვა რიცხვი — ღონისძიება გამეორდება მითითებული ინტერვალებით. მაგალითად „3“-ის შეყვანის შემთხვევაში — გამეორდება მითითებულ დღეებში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 2023, 2026, 2029...).
გამეორებების რაოდენობა:
- უსასრულოდ — ღონისძიება მუდმივად გამეორდება მითითებული ინტერვალებით.
- სულ _-ჯერ — მითითებული რიცხვი იქნება ღონისძიების გამეორების რაოდენობა.
- თარიღამდე — ღონისძიება გამეორდება მითითებულ თარიღამდე.
- თუ ღონისძიება ინახება ტელეფონის მეხსიერებაში, ეკრანზე გამოისახება ჩანართის დამატების პუნქტი და შეძლებ ღონისძიებას დაამატო „გალერეაში“ შენახული სურათი ან Samsung Notes-ის ჩანაწერი.
- თუ ღონისძიება ინახება Google-ის ანგარიშში, ეკრანზე გამოისახება პუნქტები ვიდეოკონფერენცია და მოწვეული პირები.
პუნქტში მოწვეული პირები შეგიძლია შეიყვანო ღონისძიების მონაწილეების ელექტრონული ფოსტის მისამართები — ღონისძიების შესახებ შეტყობინებას ისინი მიიღებენ მითითებულ მისამართებზე. მონაცემები შეგიძლია ხელით შეიყვანო ან დაამატო ტელეფონის კონტაქტების სიიდან.
ვიდეოკონფერენციის ჩატარება შესაძლებელია Google Meet სერვისის მეშვეობით — პირველად დამატების დროს უნდა მიუთითო შენს Google-ის ანგარიშზე წვდომაზე თანხმობა. შეეხე პუნქტს „ვიდეოკონფერენცია“ და დაამატე მონაწილეები, რის შემდეგაც ისინი ელექტრონული ფოსტით მიიღებენ შეტყობინებას ღონისძიების შესახებ.
- თუ ღონისძიება ინახება Samsung-ის ანგარიშში, ეს პუნქტი ეკრანზე არ გამოჩნდება.
ყველა საჭირო ველის შევსების შემდეგ შეეხე ღილაკს შენახვა. შენ მიერ შექმნილი ღონისძიება გამოჩნდება კალენდარში.
ნაგულისხმევი პარამეტრებით, თუ ღონისძიების ხანგრძლივობა ერთ დღეზე ნაკლებია, ის მოინიშნება შენ მიერ არჩეული ფერის ვერტიკალური ხაზით (ფერების მარკერი მოცემულია ღონისძიების სახელწოდებით გვერდით). თუ ღონისძიება მთელ დღეს ან რამდენიმე დღე გრძელდება, ეკრანზე გამოისახება ფერადი ბლოკის სახით.
შენ შეგიძლია პარამეტრები ისე დააყენო, რომ ყველა ღონისძიება გამოისახოს ფერადი ბლოკების სახით. ამისათვის გახსენი მენიუ (☰ სამი ხაზი ზედა მარცხენა კუთხეში), შემდეგ აირჩიე პარამეტრები (⚙ კბილანას ხატულა) და გაააქტიურე მოკლე ღონისძიებების მონიშვნის პუნქტის გადამრთველი.
როგორ შევცვალო ან წავშალო ღონისძიება
გახსენი დღის ღონისძიებების ბარათი, ხანგრძლივად შეეხე ღონისძიებას, რომლის რედაქტირება ან წაშლა გსურს. გამოჩნდება კონტექსტური მენიუ — შეეხე ღილაკს შეცვლა ან წაშლა.
ან შეეხე ღონისძიებას, რათა ნახო მისი სრული აღწერა:
- Android 14-12-ზე — რედაქტირებისთვის შეეხე ეკრანის ქვემოთ მოცემულ ღილაკს „შეცვლა“, ხოლო წასაშლელად შეეხე ღილაკს „წაშლა“.
- Android 11-8-ზე ღილაკი „შეცვლა“ არ გამოჩნდება — ღონისძიების ბარათის გახსნისთანავე შეგიძლია მისი რედაქტირება. ცვლილებების შეტანის შემდეგ შეეხე ღილაკს „შენახვა“.
თუ ღონისძიება განმეორებადია, მისი წაშლის ან რედაქტირებისას აპლიკაცია შეგეკითხება, თუ რომელ ღონისძიებებს გსურს შეეხოს ეს ცვლილება:
- მხოლოდ ეს ღონისძიება — წაიშლება მხოლოდ ერთი, არჩეული ღონისძიება.
- ეს და შემდგომი ღონისძიებები — წაიშლება არჩეული და მის შემდეგ დაგეგმილი ყველა ღონისძიება. თუ ეს არ არის გამეორებების ციკლის პირველი ღონისძიება, არჩეულ თარიღამდე არსებული ყველა ღონისძიება „კალენდარში“ დარჩება.
- ყველა ღონისძიება გამეორებების ციკლში — წაიშლება არჩეული და გამეორებების ციკლში არსებული ყველა ღონისძიება.
თუ ცვლი ან შლი ღონისძიებას, რომელზეც დამატებულია მონაწილეები ან ვიდეოკონფერენცია, აღნიშნული პირების ელ. ფოსტის მისამართებზე გაიგზავნება შეტყობინება ღონისძიების ცვლილების ან გაუქმების შესახებ.
რა უნდა გავაკეთო, თუ ღონისძიებას ვერ ვშლი
თუ გსურს ღონისძიების წაშლა, თუმცა კონტექსტურ მენიუში ან ღონისძიების ბარათზე არ ჩანს პუნქტები შეცვლა ან წაშლა და ჩანს მხოლოდ პუნქტი გაზიარება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:
- ეს ღონისძიება არის დაბადების დღე ან მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც შენს „კალენდარში“ დაემატა კონტაქტების მონაცემებიდან. გახსენი აპლიკაცია კონტაქტები, მოძებნე პირი, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაშია მითითებული და შეცვალე ან წაშალე მონაცემები ამ კონტაქტის ბარათიდან.
- ეს ღონისძიება არის დღესასწაული, რომელიც შენს კალენდარში დაემატა Google-ის ანგარიშის სინქრონიზაციის მეშვეობით. შეგიძლია გააუქმო იმ ჯგუფის კალენდარში გამოსახვა, რომელსაც მიეკუთვნება ეს დღესასწაული (ღონისძიება), თუმცა ერთი კონკრეტული დღესასწაულის წაშლა შეუძლებელია.
- ადგილი ჰქონდა ხარვეზს კალენდრების სინქრონიზაციის დროს და ღონისძიება სმარტფონის მეხსიერებაში „გაიჭედა“. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ „კალენდრის“ რედაქტირებას ახდენ რამდენიმე მოწყობილობაზე.
რა უნდა გავაკეთო სინქრონიზაციის ხარვეზის დროს
- თუ სინქრონიზაციის მცდელობის დროს ღონისძიება არ ქრება, პირველ რიგში სცადე სმარტფონის გადატვირთვა.
- თუ გადატვირთვის შემდეგ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, საჭირო იქნება იმ ანგარიშიდან გამოსვლა და ხელახლა შესვლა, რომლის მეშვეობითაც ხდება კალენდრის სინქრონიზაცია. კალენდრიდან წაიშლება ამ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, თუმცა ისინი შეინახება ქლაუდ-მეხსიერებაში. კალენდარში დარჩება ტელეფონში შენახული ღონისძიებები. ანგარიშის ხელახლა დამატების შემდეგ გახსენი კალენდრის აპლიკაცია და შეამოწმე ღონისძიებების სინქრონიზაციის შედეგები.
- თუ ანგარიშის დამატების შემდეგ სინქრონიზაცია ავტომატურად არ განხორციელდა, შეეხე ღილაკს ||| და აპლიკაციის სრულად დასახურად გაუსვი თითი მას. შემდეგ ხელახლა გახსენი აპლიკაცია — დამატებული ანგარიში მენიუში უნდა გამოჩნდეს. ღონისძიებების სიის განახლებისთვის შეეხე ღილაკს სინქრონიზაცია.
დამატებითი პარამეტრები: „ალტერნატიული კალენდარი“, „დასვენების დღეები“, „სტილი“ და სხვა.
„კალენდრის“ მენიუში შეგიძლია შეცვალო შემდეგი პარამეტრები: კვირის პირველი დღის არჩევა, ალტერნატიული კალენდრის დაყენება, კვირის ნომრის ჩვენება, ამინდის პროგნოზი და სხვა.
შენიშვნა: დამატებითი პარამეტრების დაყენების მენიუ შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია შენს მოწყობილობაზე დაინსტალებული აპლიკაციის და Android ოპერაციული სისტემის ვერსიაზე.
დეტალურად განვიხილოთ თითოეული პარამეტრი.
„კალენდრების მართვა“ („კალენდრის ფერების მართვა“) — აქ შეგიძლია იხილო „კალენდარში“ დამატებული ანგარიშები და აირჩიო ამ ანგარიშებთან დაკავშირებული ღონისძიებების ფერები.
Android 8-ზე პუნქტი კალენდრების მართვა მდებარეობს მენიუში (⁝ სამი წერტილი), პარამეტრების პუნქტში შესვლა საჭირო არ არის.
კვირის პირველი დღე. აირჩიე კვირის დღე, რომლითაც გსურს, რომ დაიწყოს კვირის ათვლა: შაბათი, კვირა, ორშაბათი ან რეგიონის შესაბამისი ფორმატი (ინფორმაცია ავტომატურად იქნება გადმოტანილი სმარტფონის სხვა პარამეტრებიდან).
მოკლე ღონისძიებების მონიშვნა. თუ ეს ფუნქცია გათიშულია, ერთ დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის ღონისძიებები მოინიშნება ვერტიკალური ხაზებით. თუ ეს ფუნქცია ჩართულია, ყველა ღონისძიება მოინიშნება ფერადი ბლოკების სახით.
ღონისძიებების ფერი. ღონისძიებების მარკერების და ბლოკების ფერების სიკაშკაშის და ინტენსივობის პარამეტრების დაყენება. პალიტრაში სხვა ფერების დამატება შეუძლებელია.
ღონისძიებების სახელწოდებების გადატანა. თუ ეს ფუნქცია გათიშულია, ბლოკებში ღონისძიებების სახელწოდებები ნაწილობრივ გამოჩნდება. თუ ეს ფუნქცია ჩართულია, ღონისძიებების სახელწოდებები მეორე ხაზზე გადმოვა.
ღონისძიებების სახელწოდებების შრიფტის ზომა. შეგიძლია აირჩიო შრიფტის ზომა „ძალიან მცირედან“ „ძალიან დიდამდე“. ეს გავლენას ახდენს დღის უჯრაში მოცემული ინფორმაციის მოცულობაზე.
მუქი რეჟიმი. თუ ამ პარამეტრის გადამრთველი „ჩართულ“ პოზიციაზეა, „კალენდარზე“ დაყენდება მუქი თემა (შავი ფონით), ხოლო თუ გამორთულ პოზიციაზეა — ღია თემა (თეთრი ფონით). თუ გააქტიურებულია პუნქტი „ტელეფონის პარამეტრების შესაბამისად“, „კალენდარზე“ დაყენდება იმ თემის ფერი, რომელიც არჩეულია სმარტფონის პარამეტრების „ეკრანის“ განყოფილებაში.
ალტერნატიული კალენდარი. შეგიძლია დააყენო კალენდრის დამატებითი ვარიანტი. რიცხვი და თვე მოცემული იქნება ფრჩხილებში ძირითადი თარიღის ქვეშ.
შენიშვნა:
სამწუხაროდ, ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი იუდაიზმის კალენდარი. თვალი ადევნე აპლიკაციის განახლებებს, რათა არ გამოგრჩეს ამ კალენდრის დამატება. ასევე შეგიძლია გაააქტიურო „კალენდარში“ ებრაული დღესასწაულების გამოსახვის ფუნქცია Google-ის ანგარიშთან სინქრონიზაციის მეშვეობით.
კვირის ნომრის ჩვენება. როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია, კვირის პირველი დღის წინ გამოისახება მისი ნომერი.
ამინდის პროგნოზის ჩვენება. ამ ფუნქციის გამოყენებისთვის მთავარ ეკრანზე დააყენე ვიჯეტი Samsung Weather (ამინდი) და მასში შეიყვანე შენი ადგილმდებარეობა. „კალენდრის“ უჯრებში ღონისძიების თავზე გამოისახება კვირის ამინდის პროგნოზის აღმნიშვნელი მცირე ზომის სიმბოლოები. დღის ღონისძიებების ბართში გამოჩნდება ტემპერატურა და ამინდის აღმნიშვნელი სიმბოლო.
შენიშვნა:
გახსენი პუნქტი „ამინდის პროგნოზის ჩვენება“ და შეეხე ღილაკს „ამინდის პარამეტრები“: აქ შეგიძლია აირჩიო ტემპერატურის საზომი ერთეული, რეგიონი და მონაცემების ავტომატური განახლების ინტერვალი.
დასრულებული შეხსენებების ჩვენება. თუ იყენებ Samsung Reminder აპლიკაციას, ჩანაწერები შევსებული დროის გრაფებით გადავა „კალენდარში“. ღონისძიების დროის დადგომის დროს სმარტფონის ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება — შეეხე ღილაკს „დასრულება“.
- თუ ფუნქცია „დასრულებული შეხსენებების ჩვენება“ ჩართულია, დასრულებული შეხსენებები გამოჩნდება გადახაზული სახით.
- ამ ფუნქციის გამორთვის შემთხვევაში, დასრულებული ღონისძიებები „კალენდარში“ არ გამოჩნდება.
შენიშვნა:
აპლიკაციის გამოყენებისთვის შეეხე მის სახელწოდებას „კალენდრის“ გვერდითა მენიუში. ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება, რომ აპლიკაციის ხატულა დაემატა მთავარ ეკრანზე. მიეცი აპლიკაციას კალენდართან წვდომის ნებართვა — მათ შორის მონაცემთა სინქრონიზაცია ავტომატურად განხორციელდება.
უარყოფილი ღონისძიებების დამალვა. თუ შენი „კალენდარი“ სინქრონიზდება Google-ის ანგარიშთან და სხვა მომხმარებელი დაგამატებს, როგორც ღონისძიების მონაწილეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებ მოწვევას და ეს ღონისძიება გამოჩნდება შენს „კალენდარში“.
თუ არ გსურს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, შეგიძლია აირჩიო „უარის თქმა“. ამისათვის „კალენდარში“ შეეხე ღონისძიებას და მონაწილეობის შესახებ კითხვის გასწვრივ მონიშნე გრაფა „არა“. ან ელექტრონული წერილით მიღებულ მოწვევაზე აირჩიე „უარის თქმა“.
- თუ ჩართულია ფუნქცია „უარყოფილი ღონისძიებების დამალვა“, უარყოფილი ღონისძიებები „კალენდარში“ არ გამოჩნდება.
- თუ ეს ფუნქცია გამორთულია, ეს ღონისძიებები „კალენდარში“ გამოჩნდება გამოჩნდება გადახაზული სახით.
შენიშვნა:
თუ გსურს ადრე უარყოფილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, გათიშე ფუნქცია „უარყოფილი ღონისძიებების დამალვა“, მოძებნე საჭირო ღონისძიება, შეეხე მას და კითხვაზე „გსურს მონაწილეობა?“ აირჩიე პასუხი „დიახ“. შენს „კალენდარში“ ეს ღონისძიება კვლავ გააქტიურდება.
შეხსენების და შეტყობინების პრიორიტეტები და შეტყობინების პარამეტრები. ამ პარამეტრებში შეგიძლია აირჩიო „კალენდრის“ ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ხმა და დრო.
ვიდეო ჟესტური ენის თარგმანით
ამ სტატიისთვის ხელმისაწვდომია ვიდეო რეკომენდაციები ჟესტების ენის თარგმანით:
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.