როგორ წავშალო Google-ის ან Samsung-ის ანგარიში Samsung Galaxy პლანშეტიდან ან სმარტფონიდან
შინაარსი
- როგორ ვნახო ანგარიშების ჩამონათვალი
- რა ხდება მოწყობილობიდან ანგარიშის წაშლის დროს
- როგორ წავშალო Google-ის ანგარიში მოწყობილობიდან
- როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში მოწყობილობიდან
- რა ხდება მოწყობილობიდან ანგარიშის სამუდამოდ წაშლის დროს
- როგორ წავშალო Google-ის ანგარიში მოწყობილობიდან სამუდამოდ
- როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში მოწყობილობიდან სამუდამოდ
როგორ ვნახო ანგარიშების ჩამონათვალი
გახსენი „მენიუ“ → „პარამეტრები“ → „ქლაუდი და ანგარიშები“ ან „ანგარიშები და დაარქივება“ (ამ პუნქტების არსებობის შემთხვევაში) → „ანგარიშები“. გაიხსნება ამ მოწყობილობაში დამატებული ანგარიშების ჩამონათვალი.
რა ხდება მოწყობილობიდან ანგარიშის წაშლის დროს
შენ ვეღარ შეძლებ ანგარიშის გამოყენებას ამ მოწყობილობაზე, თუმცა მისი ყველა მონაცემი მოწყობილობაში დარჩება. ამ ანგარიშის გამოყენებას სხვა მოწყობილობებზე შეძლებ ან ანგარიშის ხელახლა დამატების შემთხვევაში შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება იმავე მოწყობილობაზე.
როგორ წავშალო Google-ის ანგარიში მოწყობილობიდან
ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიისთვის.
თუ შენი მოწყობილობა Android 14–11-ზე მუშაობს, დააჭირე აქ
თუ შენ მოწყობილობაზე დაინსტალებულია Android 10 ან უფრო ძველი ვერსია, დააჭირე აქ
როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში მოწყობილობიდან
ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები Android-ის სხვადასხვა ვერსიისთვის.
თუ შენი მოწყობილობა Android 14–11-ზე მუშაობს, დააჭირე აქ
თუ შენ მოწყობილობაზე დაინსტალებულია Android 10 ან უფრო ძველი ვერსია, დააჭირე აქ
თუ არ გახსოვს პაროლი, დააჭირე ღილაკზე „პაროლის აღდგენა“. ასევე შეგიძლია დააჭირო ღილაკზე „შემოწმება“, რის შემდეგაც ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნება ერთჯერადი კოდი.
თუ ვერ მოახერხე პაროლის აღდგენა ან ერთჯერადი კოდის მიღება, ანგარიშის წაშლას შეძლებ მხოლოდ მონაცემთა სრული გადატვირთვის მეშვეობით.
რა ხდება მოწყობილობიდან ანგარიშის სამუდამოდ წაშლის დროს
შენ ვეღარ შეძლებ ამ ანგარიშით სარგებლობას, ანგარიშის მონაცემები სრულად წაიშლება.
როგორ წავშალო Google-ის ანგარიში მოწყობილობიდან სამუდამოდ
ანგარიშის წასაშლელად გაეცანი Google-ის ინსტრუქციებს, რისთვისაც გადადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
ამავე საკითხზე:
როგორ წავშალო Samsung-ის ანგარიში სამუდამოდ
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.