რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა პაროლი და Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელ

ბოლო განახლების თარიღი : 30-10-2024

ან სტატიაში გაიგებ, თუ როგორ უნდა აღადგინო Samsung Account-ის პაროლი ან ელ. ფოსტა account.samsung.com ვებსაიტის გამოყენებით.

რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი

Samsung Account-ის პაროლის აღსადგენად, შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:

საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 1. საფეხური 1. ბრაუზერში გახსენი ვებსაიტი account.samsung.com და დააჭირე ღილაკს „შესვლა/Sign in“.

შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი

საფეხური 2. შეიყვანე Samsung Account-თან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკს „შემდეგი/Next“.

დააჭირე ღილაკზე „Forgot password?“ დააჭირე ღილაკზე „Forgot password?“

საფეხური 3.დააჭირე ღილაკს „დაგავიწყდა პაროლი?/Forgot password?“

 კიდევ ერთხელ შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „Reset password“.  კიდევ ერთხელ შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკზე „Reset password“.

საფეხური 4. კიდევ ერთხელ შეიყვანე ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააჭირე ღილაკს „პაროლის აღდგენა/Reset password“.

შეიყვანე ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“ შეიყვანე ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“

საფეხური 5. შეიყვანე ტელეფონის ნომერი, რომელიც მიუთითე Samsung Account-ის რეგისტრაციისას. შემდეგ დააჭირე ღილაკს „გაგრძელება/Continue“.

დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“ დააჭირე ღილაკზე „გაგრძელება“

საფეხური 6. დააჭირე ღილაკს „გაგრძელება/Continue“.

დააჭირე ღილაკზე „შემომავალ შეტყობინებებზე გადასვლა“ დააჭირე ღილაკზე „შემომავალ შეტყობინებებზე გადასვლა“

საფეხური 7. მითითებულ მისამართზე გამოიგზავნება პაროლის აღდგენის ბმულის შემცველი ელ. წერილი. დააჭირე ღილაკს „მიღებული წერილების საქაღალდეში გადასვლა/Go to Inbox“ ან გახსენი შენი ელექტრონული ფოსტა.

გადადი წერილში მოცემულ ბმულზე გადადი წერილში მოცემულ ბმულზე

საფეხური 8. შედი შენს ელ. ფოსტის ანგარიშზე, გახსენი კომპანია Samsung-ისგან მიღებული ელ. წერილი და გადადი წერილში მოცემულ ბმულზე.

შენიშვნა:

თუ შენს ელექტრონულ ფოსტაში ვერ იპოვე ეს წერილი, შეამოწმე არასასურველი წერილების (სპამის) საქაღალდე ან დააჭირე ღილაკს „წერილის ხელახლა გამოგზავნა“.

შეიყვანე ახალი პაროლი შეიყვანე ახალი პაროლი

საფეხური 9. შეიყვანე ახალი პაროლი და დასადასტურებლად ხელმეორედ შეიყვანე იგივე პაროლი. დააჭირე ღილაკს „შემდეგი/Next“.

დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას. დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას.

საფეხური 10. დააჭირე ღილაკზე „შესვლა/Sign in“ — შენ დაბრუნდები საწყის გვერდზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას.

შენიშვნა:

პაროლი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ლათინური ანბანის ზედა და ქვედა რეგისტრის ასოებს და ციფრებს. პაროლის მინიმალური სიგრძე: 8 სიმბოლო. დაუშვებელია სიმბოლოს 3-ზე მეტჯერ გამეორება ან თანმიმდევრული სიმბოლოების გამოყენება. დასაშვებია სპეციალური სიმბოლოების გამოყენება (~!@#$%^&*-_+=|";[]{}()<>,./?\.). ზოგიერთ ძველ მოწყობილობას არ აქვს 15 სიმბოლოზე მეტი ზომის პაროლების მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია 8-15 სიმბოლოს ზომის პაროლის გამოყენება.

რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის ელექტრონული ფოსტის მისამართი

Samsung Account-თან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტის მისამართის აღდგენისთვის ან შეხსენებისთვის, შეასრულე ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები:

საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ საიტზე account.samsung.com დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 1. ბრაუზერში გახსენი ვებსაიტი account.samsung.com account.samsung.com და დააჭირე ღილაკს „შესვლა/Sign in“.

დააჭირე ღილაკზე „იდენტიფიკატორის მოძებნა“ დააჭირე ღილაკზე „იდენტიფიკატორის მოძებნა“

საფეხური 2. დააჭირე ღილაკს „იდენტიფიკატორის მოძებნა/Find ID“.

შემდეგი საფეხური დამოკიდებულია იმაზე, გახსოვს თუ არა ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:

• თუ გახსოვს ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:

შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

საფეხური 3. შეიყვანე Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი და დააჭირე ღილაკს „შემდეგ/Continue“.

დააჭირე ღილაკზე „Send code“ — მითითებულ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება დადასტურების კოდით. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკზე „Verify“. დააჭირე ღილაკზე „Send code“ — მითითებულ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება დადასტურების კოდით. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკზე „Verify“.

საფეხური 4. დააჭირე ღილაკს „კოდის გაგზავნა/Send code“ — მითითებულ ნომერზე გაიგზავნება დადასტურების კოდის შემცველი შეტყობინება. შეიყვანე კოდი და დააჭირე ღილაკს „შემოწმება/Verify“.

თუ დადასტურების კოდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიიღებ:

  • შეამოწმე WhatsApp-ის ან სხვა სერვისების შემომავალი შეტყობინებები. ზოგჯერ დადასტურების კოდი ამ სერვისებზე იგზავნება, თუ მათი ანგარიშები მიბმულია შენს ტელეფონის ნომერზე. შეტყობინების ტექსტიდან მხოლოდ ციფრები დაგჭირდება. შეიყვანე ეს ციფრები ინტერვალების, დეფისების და სხვა სპეციალური სიმბოლოების გარეშე.
  • კოდის მოქმედების პერიოდის გასაზრდელად, დააჭირე ღილაკს „დროის დამატება/Extend time“, ან მოითხოვე ახალი კოდი. კოდის შემცველი შეტყობინება შეიძლება პირველ ცდაზე ვერ მიიღო ან მიიღო 1-2 საათში. კოდის მიღების სიჩქარე დამოკიდებულია მობილური ოპერატორის ქსელის ან მობილური ინტერნეტის მუშაობაზე.
დადასტურების კოდის შემცველი SMS-შეტყობინების მაგალითი

კოდის შემცველი SMS-შეტყობინების მაგალითი

აირჩიე ანგარიში და დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ აირჩიე ანგარიში და დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 5. გამოჩნდება ამ ტელეფონის ნომერთან დაკავშირებული ანგარიშების სია. აირჩიე საჭირო ანგარიში.
• თუ გახსოვს პაროლი — დააჭირე ღილაკს „შესვლა/Sign in now“.
• თუ პაროლი დაგავიწყდა — შეასრულე ინსტრუქციები, სახელწოდებით „რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი“, დაიწყე მე-3 საფეხურიდან.

პაროლის შესაყვანად და ანგარიშზე შესასვლელად დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“ პაროლის შესაყვანად და ანგარიშზე შესასვლელად დააჭირე ღილაკზე „შემდეგი“

საფეხური 6. „შესვლის/Sign in now“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ დაბრუნდები ანგარიშზე ავტორიზაციის მთავარ გვერდზე. ველში „ელექტრონული ფოსტა/E-mail“ უკვე იქნება შეყვანილი საჭირო მისამართი. პაროლის შესაყვანად და ანგარიშზე შესასვლელად დააჭირე ღილაკს „გაგრძელება/Next“.

• თუ არ გახსოვს ანგარიშთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი:

დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის იდენტიფიკატორი არ მოიძებნა“ დააჭირე ღილაკზე „ანგარიშის იდენტიფიკატორი არ მოიძებნა“

საფეხური 3. დააჭირე ღილაკს „ანგარიშის იდენტიფიკატორის მოძებნა ვერ მოხერხდა/Trouble getting our account ID“.

შეიყვანე სახელი, გვარი და დაბადების თარიღი შეიყვანე სახელი, გვარი და დაბადების თარიღი

საფეხური 4. შეიყვანე ანგარიშის რეგისტრაციისას მითითებული სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. შემდეგ დააჭირე ღილაკს „გაგრძელება/Continue“.

დააჭირე ღილაკზე „შესვლა“ დააჭირე ღილაკზე „შესვლა“

საფეხური 5. გამოჩნდება მოძიებული ანგარიშების სია, რომლებშიც გვხვდება მსგავსი საიდენტიფიკაციო მონაცემები. მისამართი სრულად არ გამოჩნდება, თუმცა დაგეხმარება იმის გახსენებაში, თუ რომელი ელექტრონული ფოსტის მისამართი გამოიყენე რეგისტრაციისას. დააჭირე ღილაკს „შესვლა/Sign in now“ — დაბრუნდები საწყის ეკრანზე და შეძლებ ანგარიშზე შესვლას. თუ პაროლი დაგავიწყდა — შეასრულე ინსტრუქციები, სახელწოდებით „რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა Samsung Account-ის პაროლი“.

თუ სისტემა ვერ შეძლებს მითითებული მონაცემების შემცველი ანგარიშების მოძებნას, დააჭირე ღილაკზე „ხელახლა ცდა“ თუ სისტემა ვერ შეძლებს მითითებული მონაცემების შემცველი ანგარიშების მოძებნას, დააჭირე ღილაკზე „ხელახლა ცდა“

საფეხური 6. თუ სისტემაში ვერ მოიძებნება მსგავსი მონაცემების შემცველი ანგარიშები, გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება. დააჭირე ღილაკს „ხელახლა ცდა/Try again“ და კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეიყვანე პირადი მონაცემები. სცადე გაიხსენო, შეიძლება რეგისტრაციის დროს სხვა ინფორმაცია შეიყვანე.

მადლობა გამოხმაურებისთვის!