როგორ დავაყენო კონკრეტული მელოდია კონტაქტებისთვის Samsung Galaxy მოწყობილობაზე

ბოლო განახლების თარიღი : 17-06-2024

Samsung Galaxy სმარტფონზე შეგიძლია დააყენო კონკრეტული მელოდია კონკრეტული კონტაქტის ზარებზე. როდესაც ეს ადამიანი დაგირეკავს, ჩაირთვება ზუსტად ის მელოდია, რომელიც დააყენე.

როგორ დავაყენო კონკრეტული მელოდია კონტაქტებისთვის

შენიშვნა:

ეს ფუნქცია არ არის მხარდაჭერილი ყველა მოწყობილობაზე. მაგალითად, Android GO ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებზე შეუძლებელია კონტაქტებისთვის მელოდიის დაყენება.

თუ კონტაქტი SIM-ბარათზეა შენახული, მი ზარებზე კონკრეტული მელოდიის დაყენებას ვერ შეძლებ.

  1. შედი „კონტაქტებში“, აირჩიე კონტაქტი და დააჭირე მას.
  2. დააჭირე ნიშანს „i“ (ინფორმაცია).
  3. გაიხსნება კონტაქტის ბარათი. დააჭირე ღილაკს „შეცვლა“.
  4. დააჭირე ღილაკს „ჩამოშლა“. თუ ასეთი პუნქტი არაა, სავარაუდოდ ისეთი კონტაქტისთვის ცდილობ მელოდიის დაყენებას, რომელიც SIM-ბარათზეა შენახული. ამის გაკეთება კი შეუძლებელია. თუმცა შეგიძლია კონტაქტები გადაიტანო SIM-ბარათიდან მოწყობილობაზე.
  1. ჩამოსქროლე და აირჩიე ზარის მელოდია.
  2. აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Cosmos). შემდეგ დაბრუნდი უკან ეკრანის ზემოთ არსებული ისრის გამოყენებით.
  3. შეინახე ცვლილება.
  • თუ შენი საკუთარი მელოდიის დაყენება გსურს, დააჭირე მელოდიის არჩევის ფანჯრის ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს „+“.
  • თუ ამ ეტაპზე სმარტფონი აპლიკაციის არჩევას შემოგთავაზებს, გამოიყენე „ხმის არჩევა“.
  1. აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Over the Horizon) და დააჭირე ღილაკს „მზადაა“. თუ შენს მოწყობილობაზე დაინსტალებულია Android 11, დააჭირე ზემოთ მოცემულ ისარს და დაბრუნდი უკან კონტაქტის ბარათზე. Android-ის სხვა ვერსიის მქონე მოწყობილობებზე კონტაქტის პარამეტრებში ავტომატურად დაბრუნდები.
  2. შეინახე ცვლილება.
  1. შედი „კონტაქტებში“, აირჩიე კონტაქტი და დააჭირე მას.
  2. დააჭირე ნიშანს „i“ (მონაცემები).
  3. გაიხსნება კონტაქტის ბარათი. დააჭირე „შეცვლას“.
  4. დააჭირე ღილაკს „მეტი“. თუ ასეთი პუნქტი არაა, სავარაუდოდ ისეთი კონტაქტისთვის ცდილობთ მელოდიის დაყენებას, რომელიც SIM-ბარათზეა შენახული. ამის გაკეთება კი შეუძლებელია. თუმცა შეგიძლია კონტაქტები გადაიტანო SIM-ბარათიდან მოწყობილობაზე.
  1. ჩამოსქროლე და აირჩიე ზარის მელოდია.
  2. აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Beep Once). შემდეგ დაბრუნდი უკან ეკრანის ზემოთ არსებული ისრის გამოყენებით.
  3. შეინახე ცვლილება.
  • თუ შენი საკუთარი მელოდიის დაყენება გსურს, დააჭირე მელოდიის არჩევის ფანჯრის ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს „+“.
  • თუ ამ ეტაპზე სმარტფონი აპლიკაციის არჩევას შემოგთავაზებს, გამოიყენე „ხმის არჩევა“.
  1. აირჩიე მელოდია სიიდან (მაგალითად, Beep Once).
  2. შეინახე ცვლილება.

 

მადლობა გამოხმაურებისთვის!