Samsung Galaxy მოწყობილობაზე წყდება მობილურ ქსელთან კავშირი

ბოლო განახლების თარიღი : 15-05-2024

Samsung-ის სმარტფონზე მობილურ ქსელთან კავშირის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, სათითაოდ შეამოწმე თითოეული მათგანი.

გამორთე ავტონომიური რეჟიმი

ავტონომიურ რეჟიმში ითიშება ყველა უსადენო ქსელი, მათ შორის მობილური ქსელიც. როდესაც ჩართულია ავტონომიური რეჟიმი, ეკრანის ზედა ნაწილში ჩანს თვითმფრინავის სიმბოლო. თუ შენს მოწყობილობაზე ჩანს ეს სიმბოლო, გამორთე ავტონომიური რეჟიმი.

ამისათვის განბლოკე ეკრანი და ორჯერ ჩამოუსვი თითი ეკრანის ზედა ნაწილს. პანელზე იპოვე თვითმფრინავის სიმბოლო და გათიშე ის.

თუ ქსელთან კავშირი აღდგა, ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა გამართულად მუშაობს.

თუ ქსელთან კავშირი არ აღდგა ან არ იყო ჩართული ავტონომიური რეჟიმი, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

გადატვირთე სმარტფონი

გადატვირთვის შემდეგ სმარტფონი ხელახლა შეეცდება ქსელთან დაკავშირებას. ერთდროულად დააჭირე ხმის დაწევის და ჩართვის (ჩართვა/გამორთვა) ღილაკებს და გეჭიროს 15 წამის განმავლობაში.

თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, გადადი შემდეგ საფეხურზე.

შეცვალე ქსელის რეჟიმი

ყველაზე ხშირად კავშირი წყდება 3G და 4G ქსელებთან დაკავშირების დროს. ეს გამოწვეულია ქსელების ნაკლები სტაბილურობით 2G-სთან შედარებით.

ამის შესამოწმებლად გადართე ქსელი „მხოლოდ 2G“ რეჟიმში და დააკვირდი მოწყობილობის მუშაობას რამდენიმე დღის განმავლობაში.

Android 7 და უფრო ახალ ვერსიებზე: გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „მობილური ქსელები“ > „ქსელის რეჟიმი“ > აირჩიე ქსელის რეჟიმი „მხოლოდ 2G“.

Android-ის ძველ ვერსიებზე: გახსენი მენიუ „პარამეტრები“ (ჩანართი „დაკავშირება“) > „სხვა ქსელები“(მეტის ჩვენება) > „მობილური ქსელები“ > „ქსელის რეჟიმი“ > აირჩიე ქსელის რეჟიმი „მხოლოდ 2G“ - გააქტიურება.

თუ ქსელთან დაკავშირებული 2G მოწყობილობა ნორმალურად მუშაობს, ესე იგი ეს მოწყობილობა წესრიგშია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს.

თუ შენი 2G მოწყობილობა მაინც კარგავს ქსელთან კავშირს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

დარწმუნდი, რომ გააქტიურებულია შესაბამისი SIM-ბარათი

თუ SIM-ბარათი ძველია, მან შეიძლება ვერ უზრუნველყოს სათანადო დაკავშირება. გაუმართავი SIM-ბარათის გარდა, ხარვეზები შეიძლება დაკავშირებული იყოს მობილური ქსელის ოპერატორის ტექნიკურ აღჭურვილობასთან. 

SIM-ბარათის და ოპერატორის შესამოწმებლად, შენს მოწყობილობაში მოათავსე სხვა ოპერატორის SIM-ბარათი. დააკვირდი მოწყობილობის მუშაობას რამდენიმე დღის განმავლობაში. 

Android 7 და უფრო ახალ ვერსიებზე: „პარამეტრები“ > „დაკავშირება“ > „SIM-ბარათის დისპეტჩერი“ > აირჩიე შესაბამისი SIM-ბარათი > გათიშე ის.

თუ სხვა ოპერატორის SIM-ბარათი გამართულად მუშაობს, ესე იგი მოწყობილობა წესრიგშია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაუკავშირდი მობილური ქსელის ოპერატორს.

თუ სხვა ოპერატორის SIM-ბარათი მაინც კარგავს ქსელთან კავშირს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

შეამოწმე სმარტფონის მუშაობა სხვა ადგილიდან

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დიდი ქალაქებიდან დაშორებულ ადგილებში მობილური ქსელის დაფარვის ზონა არ არის ისეთივე ფართო, როგორც ქალაქში.

თუ მომხმარებელი იმყოფება ადგილას, სადაც დიდი რაოდენობით ხალხია თავმოყრილი და ოპერატორის ქსელზე დატვირთვა დიდია, გირჩევ მობილური ქსელით ისარგებლო ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. 

შეამოწმე მოწყობილობის მუშაობა სხვა ადგილიდან. შეიძლება შენ იმყოფები ცუდი დაფარვის ზონაში ან სადაც ქსელი საკმაოდ გადატვირთულია.

გადატვირთე ქსელის პარამეტრები

პარამეტრების გადასატვირთად გახსენი მენიუ „პარამეტრები“ > „ზოგადი“ > აირჩიე „ქსელის პარამეტრების გადატვირთვა“ და შემდეგ გადატვირთე ტელეფონი.

ამით წაიშლება Bluetooth მოწყობილობების სია, Wi-Fi ქსელები და მათი პაროლები.

განახორციელე პარამეტრების სრული გადატვირთვა

თუ გახსოვს Google-ის იმ ანგარიშის მონაცემები, რომელიც მოწყობილობაზე დაამატე, განახორციელე პარამეტრების სრული გადატვირთვა.

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში სმარტფონის მეხსიერებაში არსებული ყველა მონაცემი წაიშლება.

თუ მონაცემთა გადატვირთვის შემდეგ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, ეს ნიშნავს, რომ ხარვეზი დაკავშირებულია ფიზიკურ გაუმართაობასთან. გადადი შემდეგ ქმედებაზე.

მიმართე სერვის-ცენტრს

მოწყობილობის დიაგნოსტიკისთვის და შეკეთებისთვის, მიმართე სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!