Galaxy ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება
თუ თქვენი Galaxy ტელეფონის ან ტაბლეტის ბატარეა ჯდება და როგორც ჩანს, არ იტენება, პრობლემა შეიძლება იყოს გამოწეული რამდენიმე მიზეზით. მაგალითად, შეიძლება უბრალოდ დაგჭირდეთ გაცვეთილი USB კაბელის გამოცვლა, ან დარწმუნდეთ, რომ იყენებთ სწორ დამტენ მოწყობილობას.
რა პირობებში არ იტენება თქვენი ტელეფონი ან პლანშეტი?
Samsung ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება დამტენით ან უსადენოდ
მნიშვნელოვანია:
გაითვალისწინეთ — არ გამოიყენოთ სხვა მოწყობილობის ან გარე მწარმოებლების დამტენი მოწყობილობები, რადგან მათ შეუძლია დატენვის შეფერხება და ბატარეის პრობლემები გამოიწვიოს. პლანშეტის სწორი დატენვისთვის საჭიროა Samsung-ის ქარხნული დამტენი მოწყობილობის გამოყენება.
- თუ მოწყობილობა იტყობინება, რომ ტემპერატურა ძალიან დაბალია დასატენად, გამორთეთ დამტენი ქსელიდან და სანამ გააგრძელებთ, მიეცით მას ნორმალურ ტემპერატურაზე დაბრუნების საშუალება.
- დარწმუნდით, რომ მოწყობილობას, დამტენს და USB კაბელს არ აქვს ფიზიკური ან სითხით გამოწვეული დაზიანებები.
- დარწმუნდით, რომ USB შეერთებებს არ აქვს კოროზიის ნიშნები და გაღუნული კონტაქტები.
- USB კაბელი მყარად, თითქმის უძრავად უნდა იყოს დამაგრებული დამტენის პორტში. თუ მოწყობილობა აღმოაჩენს ცუდ USB კავშირს, ეკრანზე აისახება შეცდომა.
- შეამოწმეთ მოწყობილობაზე, დამტენზე და USB კაბელზე მტვერის ან სხვა უცხო მასალების არსებობა.
თუ შესაძლებელია, ამოიღეთ ბატარეა 30 წამით და შემდეგ კვლავ დააბრუნეთ ადგილზე. გამოტოვეთ ეს ნაბიჯი, თუ გაქვთ მოუხსნელი ბატარეა.
დატენეთ მოწყობილობა Samsung-ის სამგზავრო დამტენით მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. თუ ბატარეა მთლიანად დაცლილია დატენვის ინდიკატორს შესაძლოა 10 წუთამდე დრო დასჭირდეს, სანამ მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება.
თუ შესაძლებელია, შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა თქვენი მოწყობილობა Samsung-ის ალტერნატიულ დამტენთან.
გამოაერთეთ მოწყობილობა დამტენიდან და შემდეგ სცადეთ მისი ჩართვა ჩართვის ღილაკზე დაჭერით 15-20 წამის განმავლობაში.
თუ მოწყობილობა ჩაირთვება, ე.ი. საჭიროა მოწყობილობის დატენვა. გამორთეთ მოწყობილობა და ხელახლა შეაერთეთ იგი ქარხნულ სამგზავრო დამტენთან, სანამ იგი სრულად არ დაიტენება.
თუ ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება პრობლემების მოგვარების წინა ნაბიჯების შესრულების შემდეგ, გთხოვთ, ეწვიოთ Samsung-ის სერვის-ცენტრს ან შეგიძლიათ დაგეგმოთ სარემონტო მომსახურება ონლაინ-რეჟიმში.
ტელეფონი ან პლანშეტი არ იტენება კომპიუტერთან დაკავშირებისას
Galaxy ტელეფონებსა და პლანშეტებს აქვთ დატენვის შესაძლებლობა კომპიუტერთან USB კაბელით დაკავშირების მეშვეობით. თუმცა, მოწყობილობა შეიძლება უფრო ნელა დატენოს. თუ მოწყობილობა საერთოდ არ იტენება კომპიუტერთან დაკავშირებისას, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
მნიშვნელოვანია:
არ გამოიყენოთ სხვა მოწყობილობის ან გარე მწარმოებლების დამტენი მოწყობილობები, რადგან მათ შეუძლია დატენვის შეფერხება და ბატარეის პრობლემები გამოიწვიოს. ტელეფონის სწორი დატენვისთვის საჭიროა Samsung-ის ქარხნული დამტენი მოწყობილობის გამოყენება.
Samsung გირჩევთ გამოიყენოთ სამგზავრო ადაპტერი, რომელიც მოყვება მოწყობილობას. თუ დამტენის სახით კომპიუტერის გამოყენება გჭირდებათ, გირჩევთ, გამორთოთ ტელეფონი ან პლანშეტი, რათა ის უფრო სწრაფად დაიტენოს.
თუ კომპიუტერს აქვს ხელმისაწვდომი USB 3.0 პორტი, რომელიც ხშირად ლურჯად არის მონიშნული, დატენვა შეიძლება უფრო სწრაფად შესრულდეს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.