ვინ ქმნის Android-ის აპლიკაციებს და როგორ ჩამოვტვირთო ისინი
ვინ ქმნის აპლიკაციებს
აპლიკაციებს პროგრამისტების სპეციალური გუნდი - დეველოპერები ქმნიან. ზოგი მათგანი კომპანიაზე მუშაობს, ზოგი კი დამოუკიდებლად.
მათი ერთი ნაწილი - კომერციული დეველოპერები ყიდიან აპლიკაციებს ან მათში რეკლამებს ამატებენ. მეორე ნაწილი - ენთუზიასტები აპლიკაციებს უფასოდ ავრცელებენ.
საიდან ჩამოვტვირთო აპლიკაცია
თითქმის ყველა დეველოპერი ამატებს საკუთარ აპლიკაციას Play Store-ში - ეს არის სპეციალური კატალოგი (მაღაზია), რომელიც დაყენებულია Android ოპერაციული სისტემის მქონე ყველა სმარტფონსა და პლანშეტზე. Play Store ეკუთვნის Google-ს. ეს უკანასკნელი ამოწმებს აპლიკაციების უსაფრთხოებას და ალაგებს მათ კატეგორიების მიხედვით.
ამ კატალოგის დასათვალიერებლად და აპლიკაციის შენს მოწყობილობაზე დასაყენებლად უნდა დაუკავშირდე ინტერნეტს და დაარეგისტრირო Google-ის ანგარიში (უფასოა).
- აპლიკაციის საფასურს დეველოპერები ადგენენ. ზოგი დეველოპერი აპლიკაციებს უფასოდ ავრცელებს.
- აპლიკაციების ჩამოტვირთვა Play Store-იდან ხდება.
- აპლიკაციის ჩამოსატვირთად საჭიროა Google-ის ანგარიში.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.