Samsung-ის ტელევიზორზე არ მუშაობს Smart Hub-ის აპლიკაცია
თუ Samsung-ის ტელევიზორზე არ ირთვება ერთ-ერთი აპლიკაცია ან ჩანს შავი ეკრანი, შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები. ამავე დროს, სხვა აპლიკაციები გამართულად უნდა მუშაობდეს.
გადატვირთე ტელევიზორი
გადასატვირთად ჩახსენი ტელევიზორი დენის როზეტიდან და დაელოდე 2 წუთით. შემდეგ კვლავ შეაერთე ის როზეტში და სცადე აპლიკაციის გაშვება.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
ხელახლა დააინსტალე ეს აპლიკაცია
შენიშვნა:
აპლიკაციის ხელახლა დაყენება შესაძლებელია მხოლოდ J, K, M, N, Q, LS სერიის ტელევიზორებზე (გამოშვებული 2015-2018 წლებში) თუ შენი ტელევიზორი სხვა მოდელია, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
ამავე საკითხზე:
ხელახლა დაინსტალების შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
დააკავშირე ტელევიზორი სხვა Wi-Fi წვდომის წერტილთან
აპლიკაცია შეიძლება არ მუშაობდეს იმ მიზეზით, რომ პროვაიდერი ბლოკავს ზოგიერთ IP-მისამართს, რომლებთან დაკავშირებასაც ცდილობს აპლიკაცია.
ამის შესამოწმებლად, დააკავშირე ტელევიზორი სხვა წვდომის წერტილთან. ამის მარტივად გასაკეთებლად, გამოიყენე შენი სმარტფონის Wi-Fi წვდომის წერტილის ფუნქცია და დაუკავშირდი მას.
შეამოწმე, მუშაობს თუ არა აპლიკაცია.
თუ აპლიკაცია მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორი გამართულია და პრობლემა დაკავშირებულია ინტერნეტ-პროვაიდერთან.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
შეცვალე DNS-სერვერის მისამართი
პროვაიდერის გარდა, პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს DNS-სერვერთან, ამის შესამოწმებლად, შეცვალე DNS-სერვერის მისამართი ტელევიზორზე.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
გადატვირთე Smart Hub-ის პარამეტრები
Smart Hub-ის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ წაიშლება ყველა ჩატვირთული აპლიკაცია და დაინსტალდება ქარხნული ვერსიები. გადატვირთვის დროს წაიშლება აპლიკაციის ყველა მონაცემი და პარამეტრები და ასევე პროგრამული შეცდომებიც.
შენიშვნა:
Smart Hub-ის გადატვირთვამდე დარწმუნდი, რომ ტელევიზორი სერტიფიცირებულია რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. იხილე ტელევიზორის ქარხნული იარლიყი, სერტიფიცირებული ტექნიკის მოდელის კოდი უნდა მთავრდებოდეს XRU მოდელის კოდით და EAC ნიშნით.
გადატვირთვის შემდეგ Smart Hub შეიძლება დაიბლოკოს, თუ ეს მოდელი არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.
შენიშვნა:
აპლიკაციის გაშვებამდე დარწმუნდი, რომ ჩატვირთულია ყველა დაინსტალებული აპლიკაცია. მათი ხატულები არ უნდა იყოს მუქ ფერში.
აპლიკაციის ჩატვირთვის სიჩქარე დამოკიდებულია ინტერნეტ-კავშირის სიჩქარეზე.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
გადატვირთე ტელევიზორის პარამეტრები
გადატვირთვის შემდეგ ტელევიზორი დაბრუნდება ქარხნულ პარამეტრებზე და წაიშლება ყველა პროგრამული შეცდომა.
შენიშვნა:
გადატვირთვამდე დარწმუნდი, რომ ტელევიზორი სერტიფიცირებულია რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის. იხილე ტელევიზორის ქარხნული იარლიყი, სერტიფიცირებული ტექნიკის მოდელის კოდი უნდა მთავრდებოდეს XRU მოდელის კოდით და EAC ნიშნით.
გადატვირთვის შემდეგ Smart Hub შეიძლება დაიბლოკოს, თუ ეს მოდელი არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად.
ამავე საკითხზე:
გადატვირთვის შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება..
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
განაახლე ტელევიზორის firmware
თუ ტელევიზორისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, დააინსტალე ის. თუ არ არის გამოსული ახალი firmware, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
Firmware-ის განახლების შემდეგ სცადე აპლიკაციის გაშვება.
თუ აპლიკაცია ამუშავდა, ტელევიზორი გამართულად მუშაობს და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
თუ აპლიკაცია მაინც არ მუშაობს, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
დაუკავშირდი აპლიკაციის დეველოპერს
თუ ზემოთ მოცემული რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა და აპლიკაცია ისევ არ მუშაობს, დაუკავშირდი ამ აპლიკაციის დეველოპერს.
ზოგადად საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია აპლიკაციის დეტალებში Samsung Apps-ში, მაგალითად YouTube-ისთვის - youtubetv-help@google.com. აპლიკაციის დეტალების სანახავად, მოძებნე ის Samsung Apps-ზე და შემდეგ შეეხე ეკრანზე არსებულ, სამი წერტილით გამოსახულ ღილაკს.
გახსნილ ფანჯარაში სცადეთ დეველოპერის საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, როგორ წესი ეს არის ვებსაიტი ან ელ. ფოსტის მისამართი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.