როგორ გადავტვირთო პარამეტრები Samsung-ის ტელევიზორზე

ბოლო განახლების თარიღი : 28-03-2024

რა მოხდება ტელევიზორის პარამეტრების გადატვირთვის შემდეგ

  • ყველა პარამეტრი (გარდა ქსელის პარამეტრებისა) დაბრუნდება ქარხნულ მაჩვენებლებზე;
  • ტელეარხების ყველა პარამეტრი წაიშლება;
  • firmware არ შეიცვლება.

ყურადღება!

დარწმუნდი, რომ შენი ტელევიზორი სერტიფიცირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში პარამეტრების გადატვირთვამ შესაძლოა Smart TV-ის ფუნქციების გამოყენების შეზღუდვა გამოიწვიოს.

დააზუსტე შენი ტელევიზორის სერია და გაეცანი ქვემოთ მოცემულ შესაბამის ინსტრუქციებს.

ინსტრუქციებში აღწერილია მოქმედებები დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით. თუ შენი დისტანციური მართვის პულტი არ მუშაობს, პარამეტრების გადატვირთვისთვის შეგიძლია გამოიყენო ტელევიზორის კორპუსზე არსებული მართვის ღილაკები. ქმედებების თანმიმდევრობა უცვლელია.

1 შედი ტელევიზორის მენიუში
  • იმის მიხედვით, თუ რომელ პულტს იყენებ, დააჭირე ღილაკს Menu, Home, More ან Keypad
нажмите кнопку Menu
  • და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“.
როგორ გადავტვირთო პარამეტრები Samsung-ის ტელევიზორზე
2 აირჩიე „ზოგადი“ („ზოგადი ნაწილი და კონფიდენციალობა“).
როგორ გადავტვირთო პარამეტრები Samsung-ის ტელევიზორზე
3 აირჩიე „გადატვირთვა“.
როგორ გადავტვირთო პარამეტრები Samsung-ის ტელევიზორზე
4 შეიყვანე PIN-კოდი (თუ კოდი არ შეცვლილა, აკრიფე 0000).
როგორ გადავტვირთო პარამეტრები Samsung-ის ტელევიზორზე
5 დასადასტურებლად დააჭირე ღილაკს „დიახ“.
6 პარამეტრები გადატვირთულია. ტელევიზორი გამოირთვება და თავიდან ჩაირთვება.

1 შედი ტელევიზორის მენიუში: იმის მიხედვით, თუ რომელ პულტს იყენებ, დააჭირე ღილაკს „Menu“Menu ან „Menu/123“ Menu123და ტელევიზორის ეკრანზე აირჩიე „მენიუ“.
2 აირჩიე „დახმარება“.
3 აირჩიე „თვითდიაგნოსტიკა“.
4 აირჩიე „გადატვირთვა“.
5 შეიყვანე PIN-კოდი (თუ კოდი არ შეცვლილა, აკრიფე 0000).
6 დასადასტურებლად დააჭირე ღილაკს „დიახ“.
7 პარამეტრები გადატვირთულია. ტელევიზორი გამოირთვება და თავიდან ჩაირთვება.

1 პულტზე დააჭირე ღილაკს „EXIT“ და გეჭიროს 20-30 წამის განმავლობაში, სანამ არ გამოჩნდება შეტყობინება ყველა პარამეტრის გადატვირთვის შესახებ.
2 გადატვირთვის დასადასტურებლად აირჩიე „OK“.
3 ტელევიზორი გამოირთვება. პარამეტრები გადატვირთულია.

1 შედი ტელევიზორის მენიუში.
2 აირჩიე „დაყენება“.
3 აირჩიე „Plug and Play“.
4 გამოჩნდება შეტყობინება „Plug and Play-ს გაშვება“, დააჭირე ღილაკს „OK“.

მადლობა გამოხმაურებისთვის!