რა გავაკეთო, თუ Samsung-ის ტელევიზორმა ყველა მოქმედების გახმოვანება დაიწყო

ბოლო განახლების თარიღი : 13-11-2024

თუ შენმა ტელევიზორმა ყველა შენი მოქმედების გახმოვანება დაიწყო: არხების გადართვა, ხმის აწევ-დაწევა, მენიუში გადაადგილება და სხვ., ეს ნიშნავს, რომ შენ გააქტიურებული გაქვს ხმოვანი ინსტრუქციები.

ტელევიზორი ახმოვანებს არხების გადართვას

ხმოვანი ინსტრუქციების ფუნქცია შეიძლება ჩაირთოს, თუ შემთხვევით დააჭერ ხმის რეგულირების ღილაკს Smart Control პულტზე ან Mute ღილაკს (უხმო რეჟიმს) ღილაკებიან პულტზე. ამ ღილაკებზე ხანგრძლივად დაჭერისას გამოჩნდება ხმოვანი ინსტრუქციების პარამეტრების ფანჯარა. 

Samsung-ის ტელევიზორის პულტები

როგორ გამოვრთო „ხმოვანი ინსტრუქციები“ ტელევიზორზე.

  • М, N, R, T, A-სერიის მოდელებისთვის:
    გახსენი „პარამეტრები“ > „ზოგადი“ > „სპეციალური ფუნქციები“ > „ხმოვანი ინსტრუქციები“ და გამორთე ეს ფუნქცია.

  • К-სერიის მოდელებისთვის:
    გახსენი „პარამეტრები“ > „სისტემა“ > სპეციალური ფუნქციები“ > „ხმოვანი ინსტრუქციები“ და გამორთე ეს ფუნქცია.

მადლობა გამოხმაურებისთვის!