65" OLED S90D 4K Tizen OS Smart TV (2024)

QE65S90DAUXRU

  • NQ4 AI Gen2 პროცესორი
  • OLED
  • OLED HDR+

აირჩიე ეკრანის ზომა

  •  ჩვენი NQ4 AI Gen2 პროცესორი გთავაზობს უკონკურენტო 4K გამოცდილებას. 20 AI ნეირონული ქსელით მხარდაჭერილი upscaling ტექნოლოგია სურათს და ხმას გარდაქმნის 4K რეზოლუციის გამოსახულებად OTT სერვისების სტრიმინგის, ვიდეო თამაშების თამაშის, თუ სპორტული მატჩის ყურების დროს. ისეთი უნიკალური ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა ფერების პერცეფციული ასახვა და OLED სიკაშკაშის გასაუმჯობესებელი ტექნოლოგია, შეძლებ დატკბე კადრების შეუდარებელი სიკაშკაშით, ფერების და კონტრასტის სიმკვეთრით და დეტალების სიმრავლით.
    NQ4 AI Gen2 პროცესორი
  •  Samsung-ის უნიკალური OLED ეკრანი ასახავს ღრმა შავს, სუფთა თეთრს და ბრწყინვალე ფერების სრულ დიაპაზონს. უახლესი თვითგანათებადი პიქსელების საშუალებით ეკრანზე ასახული კადრები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სიკაშკაშით და სიზუსტით.
    OLED
  •  გამოსცადე უფრო მაღალი სიკაშკაშე და ღრმა კონტრასტი. ჩვენი NQ4 AI Gen2 პროცესორი ახორციელებს ეკრანზე ასახული თითოეული სცენის ანალიზს და გვთავაზობს კონტრასტის და სიკაშკაშის მაქსიმალურ დონეს. OLED HDR+-ის მეშვეობით თითოეული პიქსელი გამოკვეთს უმცირეს დეტალებსაც კი.
    OLED HDR+

Samsung AI TV-ების ახალი ეპოქა

შეიგრძენი Samsung OLED-ის უპირატესობა

4 ძირითადი ფუნქცია

სრულად შეიგრძენი AI-ის ძალა 4K ხარისხში

NQ4 AI Gen2 პროცესორი

სრულად შეიგრძენი AI-ის ძალა 4K ხარისხში

ღრმა შავი, სუფთა თეთრი და კაშკაშა ფერები

OLED

ღრმა შავი, სუფთა თეთრი და კაშკაშა ფერები

მაღალი სიკაშკაშე და ღრმა კონტრასტი თითოეულ პიქსელში

OLED HDR+

მაღალი სიკაშკაშე და ღრმა კონტრასტი თითოეულ პიქსელში

მიიღე გართობის უკეთესი გამოცდილება  Samsung Tizen ოპერაციული სისტემის მეშვეობით

Samsung Tizen ოპერაციული სისტემა

მიიღე გართობის უკეთესი გამოცდილება

NQ4 AI Gen2 პროცესორი

სრულად შეიგრძენი AI-ის ძალა 4K ხარისხში

ჩვენი NQ4 AI Gen2 პროცესორი გთავაზობს უკონკურენტო 4K გამოცდილებას. 20 AI ნეირონული ქსელით მხარდაჭერილი upscaling ტექნოლოგია სურათს და ხმას გარდაქმნის 4K რეზოლუციის გამოსახულებად OTT სერვისების სტრიმინგის, ვიდეო თამაშების თამაშის, თუ სპორტული მატჩის ყურების დროს. ისეთი უნიკალური ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა ფერების პერცეფციული ასახვა და OLED სიკაშკაშის გასაუმჯობესებელი ტექნოლოგია, შეძლებ დატკბე კადრების შეუდარებელი სიკაშკაშით, ფერების და კონტრასტის სიმკვეთრით და დეტალების სიმრავლით.

NQ4 AI Gen2 პროცესორის ჩიპი ეშვება ტელევიზორის მთავარ დაფაზე და ის ანათებს სიმძლავრის ტალღებით, რომელიც აწვება ჩიპიდან ტელევიზორს დანარჩენ ნაწილში. NQ4 AI Gen2 პროცესორის ჩიპი ეშვება ტელევიზორის მთავარ დაფაზე და ის ანათებს სიმძლავრის ტალღებით, რომელიც აწვება ჩიპიდან ტელევიზორს დანარჩენ ნაწილში.
წარმადობის შედარება 2024 წლის QLED Q70D მოდელთან
* ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით. * 4K AI upscaling ფუნქცია შეიძლება არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმის დროს.

OLED

ღრმა შავი, სუფთა თეთრი და კაშკაშა ფერები

Samsung-ის უნიკალური OLED ეკრანი ასახავს ღრმა შავს, სუფთა თეთრს და ბრწყინვალე ფერების სრულ დიაპაზონს. უახლესი თვითგანათებადი პიქსელების საშუალებით ეკრანზე ასახული კადრები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სიკაშკაშით და სიზუსტით.

OLED HDR+

მაღალი სიკაშკაშე და ღრმა კონტრასტი თითოეულ პიქსელში

გამოსცადე უფრო მაღალი სიკაშკაშე და ღრმა კონტრასტი. ჩვენი NQ4 AI Gen2 პროცესორი ახორციელებს ეკრანზე ასახული თითოეული სცენის ანალიზს და გვთავაზობს კონტრასტის და სიკაშკაშის მაქსიმალურ დონეს. OLED HDR+-ის მეშვეობით თითოეული პიქსელი გამოკვეთს უმცირეს დეტალებსაც კი.

* HDR-ის განათების დიაპაზონი დაფუძნებულია შიდა ტესტირების სტანდარტებზე და შეიძლება შეიცვალოს ყურების პირობების ან სპეციფიკაციების მიხედვით.

Samsung Tizen OS

მიიღე გართობის უკეთესი გამოცდილება Samsung Tizen ოპერაციული სისტემის მეშვეობით

შენს ტელევიზორზე დაინსტალებული Samsung Tizen ოპერაციული სისტემა საშუალებას გაძლევს ისარგებლო უახლესი აპლიკაციებით და სერვისებით. გამოიყენე Samsung TV Plus და ისიამოვნე უფასო სატელევიზიო არხებით და ათასობით ფილმით, Gaming Hub-ის მეშვეობით მიიღე წვდომა ქლაუდ-გეიმინგის სერვისზე, Daily+-ით მართე შენი ყოველდღიური აქტივობები, ხოლო SmartThings-ის მეშვეობით აკონტროლე შენი სახლის ჭკვიანი მოწყობილობები.

* კონტენტი და სერვისები შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით და შეიცვალოს შეტყობინების გარეშე. * გამოყენებამდე უნდა დაეთანხმო Smart Hub-ის წესებს, პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. * ზოგიერთ კონტენტთან და სერვისთან წვდომისთვის საჭიროა რეგისტრაცია და გამოწერა.

თამაშის გამოცდილება

Motion Xcelerator 144Hz

გააუმჯობესე შენი რჩეული თამაშის კონტენტის მოძრაობის დინამიკა 4K 144Hz-მდე

Motion Xcelerator 144Hz გთავაზობს მოძრაობის კადრებს ყოველგვარი ხარვეზისა და დაყოვნების გარეშე. შეგიძლია ისიამოვნო მკვეთრი ვიზუალური ეფექტებითა და უმაღლესი სიჩქარით VRR თამაშებისთვის 4K 144 Hz-მდე.

* 4K 144hz ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებზე, რომელთაც გააჩნია მსგავსი სპეციფიკაციების მხარდაჭერა (საჭიროა პერსონალური კომპიუტერის გრაფიკული ბარათი). წარმადობა შესაძლოა განსხვავებული იყოს.

AI Auto Game Mode

ისიამოვნე დინამიური გეიმინგ გამოცდილებით AI-ით მხარდაჭერილი ავტომატური პარამეტრების ოპტიმიზაციის მეშ

შენი ტელევიზორი ავტომატურად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის თამაშებს თამაშობ ყველაზე ხშირად და შემოგთავაზებს პარამეტრებს თითოეული ტიპის თამაშისთვის. დაზოგე თამაშების პარამეტრების დაყენებისთვის საჭირო ძალისხმევა და დატკბი თამაშის პროცესით.

* AI Auto Game Mode ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ კონსოლის თამაშებზე.* ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს თამაშის კონტენტის და ფორმატის მიხედვით.

FreeSync Premium

HDR გეიმინგი გამოსახულების ციმციმის გარეშე და კადრების დაბალი დაყოვნებით

დაფუძნებულია AMD FreeSync™ ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას გაძლევს ისიამოვნო უხარვეზო ყურების გამოცდილებით, გამოსახულების ციმციმის გარეშე და კადრების დაბალი დაყოვნებით, ხოლო FreeSync Premium ტექნოლოგია გთავაზობს ნამდვილ HDR გეიმინგის გამოცდილებას.

* ყურების გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპებისა და გრაფიკული პროცესორის მიხედვით, ასევე ქსელის კავშირის სიჩქარისა და პინგის დონის მიხედვით cloud-ზე თამაშის შემთხვევაში.

Game Bar

მოახდინე თამაშის გამოცდილების ოპტიმიზაცია

ტელევიზორის უფრო დიდი და ფართო ეკრანები 21:9 და 32:9 ფორმატის რეჟიმში მოგანიჭებს დაუვიწყარ სიამოვნებას გასაოცარი კადრებისა და გაუმჯობესებული გეიმინგ გამოცდილების მეშვეობით. თამაშის სხვადასხვა პარამეტრზე წვდომის მარტივად მისაღებად მოახდინე თამაშის პროცესის ოპტიმიზაცია Game Bar-ის მეშვეობით.

* Super Ultrawide GameView(21:9, 32:9) ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ კომპიუტერულ და კონსოლის თამაშებზე, რომელთაც გააჩნია ულტრაფართო ეკრანის მხარდაჭერა. შესაძლოა საჭირო გახდეს ეკრანის რეზოლუციის გარე მოწყობილობით შეცვლა.* ზოგიერთ თამაშს შესაძლოა არ გააჩნდეს ამ ფუნქციის მხარდაჭერა.* Game Bar-ის კადრის მიახლოების რეჟიმი არ არის მხარდაჭერილი კადრების განახლების ზოგიერთ სიხშირეზე.* Game Bar-ის UI შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

Hue Sync

ისიამოვნე იმერსიული განათებით, რომელიც სინქრონიზებულია ყურების პირობებთან და თამაშის პროცესთან

შეიგრძენი დინამიური გარემო, რომელსაც ქმნის ეკრანზე გამოსახულ ნებისმიერ კონტენტთან ავტომატურად სინქრონიზებადი ჭკვიანი განათებები.

* ჭკვიანი განათება იყიდება ცალკე.* მხოლოდ კონკრეტული რეგიონებისთვის.* საჭიროა Samsung-ის ანგარიში. დამატებით საჭიროა Philips Hue Sync აპლიკაციის ჩამოტვირთვა და ფასიანი გამოწერა.

გამოსახულების ხარისხი

4K AI Upscaling

კონტენტის გარდაქმნა 4K რეზოლუციის გამოსახულებად

20 AI ნეირონული ქსელით მხარდაჭერილი ჩვენი 4K AI Upscaling ტექნოლოგია გარდაქმნის კონტენტს და გვთავაზობს 4K რეზოლუციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგებს.

* ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით. * upscaling ფუნქცია შეიძლება არ გააქტიურდეს პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისას და თამაშის რეჟიმის დროს.

PANTONE-ს მიერ დადასტურებული

ისიამოვნე PANTONE-ის მიერ დადასტურებული ავთენტური ფერებით

PANTONE-ს ვალიდაცია ადასტურებს, რომ ეკრანზე ზუსტად ხდება 2030 PANTONE ფერისა და 110 ახლად დამატებული კანის ტონის ასახვა, რაც გაძლევს საშუალებას ისიამოვნო ზუსტი და რეალისტური გამოსახულების ყურების გამოცდილებით.

Real Depth Enhancer ტექნოლოგია

სიღრმე ასახულია ზუსტად ისე, როგორც ამას ადამიანის თვალი აღიქვამს

Real Depth Enhancer ტექნოლოგია სიღრმეს ისე ასახავს, როგორც ამას ადამიანის თვალი აღიქვამს, რისთვისაც ის ზრდის წინა ფონის კონტრასტს. დატკბი უფრო რეალისტური კადრებით, რადგან შენი ტელევიზორი სიღრმეს ისე ასახავს, როგორც ამას ადამიანის თვალი აღიქვამს.

* ყურების გამოცდილება შესაძლოა განსხვავდებოდეს კონტენტის ტიპისა და ფორმატის მიხედვით.

EyeComfort Mode

ინტელექტუალური გამოსახულება ოპტიმიზებულია შენი თვალებისთვის

Samsung-ის უნიკალური EyeComfort რეჟიმი ავტომატურად არეგულირებს ეკრანის სიკაშკაშეს და ფერებს დღის კონკრეტული მონაკვეთის შესაბამისად. მზის ჩასვლის შემდეგ, ეკრანის პარამეტრები იცვლება და გადადის ისეთ რეჟიმზე, რომელიც ნაკლებად მოქმედებს შენს თვალებზე.

* წინასწარ ჩატვირთული ავტომატური სერვისები შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე და შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით.

ხმა

Dolby Atmos®

Dolby Atmos გამოცდილების ახალი დონე

ისიამოვნე გაუმჯობესებული ატმოსფერული ხმის გამოცდილებით, რომლის მეშვეობითაც მოვლენათა ეპიცენტრში მოექცევი. Dolby Atmos-ისა და OLED-ის ერთიანობა გვთავაზობს რამდენიმეგანზომილებიან აუდიოსა და დაუჯერებლად რეალისტურ ხმას.

Q-Symphony

ტელევიზორი და საუნდბარი ერთად ჰარმონიულად მუშაობს

ისიამოვნე ტელევიზორის და საუნდბარის ჰარმონიული ჟღერადობით. Q-Symphony ტექნოლოგია უზრუნველყოფს ტელევიზორისა და საუნდბარის სინქრონულ მუშაობას, რაც იძლევა გაუმჯობესებული სივრცული ხმის ეფექტის მიღების შესაძლებლობას ტელევიზორის დინამიკების დადუმების გარეშე.

OTS Lite

იმერსიული ვირტუალური ხმა, რომელიც სინქრონიზებულია მოქმედებასთან

3D სივრცული ხმა და ვირტუალური ზემოთ მიმართული დინამიკების ჟღერადობა საშუალებას გაძლევს გადაეშვა დაუვიწყარ აუდიო გამოცდილებაში.

Active Voice Amplifier Pro

AI-ით მხარდაჭერილი ხმის გაუმჯობესების ტექნოლოგიის მეშვეობით, შეძლებ მოისმინო დიალოგის ყველა დეტალი.

AI-ით მხარდაჭერილი ხმის გაუმჯობესების ტექნოლოგია ახორციელებს ფონური და გარემოს ხმების ანალიზს და ახდენს საუბრის ხმების იზოლაციას, რისი წყალობითაც დიალოგები კრისტალურად მკვეთრი ხდება.

* ამ ფუნქციის გააქტიურებისთვის გადადი შემდეგ ჩანართზე: ტელევიზორის მენიუ (TV Menu) > ჭკვიანი რეჟიმი (Intelligent Mode) > Active Voice Amplifier Pro. ნაგულისხმევი პარამეტრებით, Active Voice Amplifier Pro გამორთულია.

Adaptive Sound Pro

ხელოვანის მიერ ჩაფიქრებული, ავთენტური ჟღერადობა, გარდაქმნილი AI აუდიო კონტენტი

AI აუდიო კონტენტის დამუშავების ტექნოლოგიის წყალობით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ხმოვანი ობიექტების იზოლაცია და დამუშავება, შეძლებ ისიამოვნო ხმის უფრო მაღალი სიმკვეთრით და მკაფიო, თუმცა დაბალანსებული ჟღერადობით, როგორც ეს ავტორს დასაწყისშივე ჰქონდა ჩაფიქრებული.

* ამ ფუნქციის გააქტიურებისთვის გადადი შემდეგ ჩანართზე: ტელევიზორის მენიუ (TV Menu) > ჭკვიანი რეჟიმი (Intelligent Mode) > Adaptive Sound Pro. ნაგულისხმევი პარამეტრებით, Adaptive Sound Pro გამორთულია.

SmartThings

ინტეგრირებული SmartThings Hub

მარტივად დააკავშირე შენი ჭკვიანი მოწყობილობები შენს ტელევიზორთან

შენს ტელევიზორში ინტეგრირებული SmartThings Hub-ის მეშვეობით, შეძლებ მარტივად დააკავშირო და აკონტროლო შენი Matter და HCA სტანდარტებთან თავსებადი ჭკვიანი მოწყობილობები, დამატებითი მოწყობილობის საჭიროების გარეშე.

360 Audio Mode

სივრცული 3D ხმა Galaxy Buds-ით

Galaxy Buds-ისა და 360 Audio Mode-ის კომბინაცია შენი ტელევიზორიდან გამომავალ ხმას გახდის უფრო რეალისტურს, ვიდრე ეს მხოლოდ ყურსასმენების გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა.

* საჭიროა Galaxy Buds 360 audio ფუნქციის მქონე მოწყობილობა (Galaxy Buds Live/ Buds Pro/ Buds2 / Buds2 Pro).

3D Map View

გამოიყენე შენი ტელევიზორი სახლის და IoT მოწყობილობების კონტროლისთვის.

უკეთ აკონტროლე შენი სახლი. სახლის 3D რუკის გამოყენებით შეძლებ განახორციელო საყოფაცხოვრებო და IoT მოწყობილობების ინტუიციური მონიტორინგი და აკონტროლო ისინი. მარტივად შეამოწმე შენი ჭკვიანი მოწყობილობების სტატუსი და მიიღე ეს ინფორმაცია შეტყობინებების სახით, პირდაპირ შენი ტელევიზორის ეკრანზე.

* გამოსახულება სიმულირებულია და წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. UI შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

Multi View

უყურე ყველაფერს ერთ ეკრანზე

ტელევიზორის ეკრანზე ერთდროულად გამოსახე სატელევიზიო გადაცემის და შენი სმარტფონის კონტენტი. იქნება ეს სპორტის ლაივ-სტატისტიკა თუ თამაშების ვიდეო ინსტრუქციები, უბრალოდ დააკავშირე შენი სმარტფონი და ისიამოვნე მრავალ ეკრანზე ყურების დაუვიწყარი გამოცდილებით.

* გაყოფილი ეკრანების რაოდენობა და მხარდაჭერილი აპლიკაციები/წყაროები დამოკიდებულია ტელევიზორის მოდელზე და შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. საჭიროა Samsung-ის ანგარიში.* აქვს Android OS და iOS სმარტფონების მხარდაჭერა Q70D↑ მოდელებში.* Multi View-ს მობილურის ვერსია ხელმისაწვდომია Android 4.2 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონებზე. iOS მოწყობილობების შემთხვევაში, AirPlay მხარდაჭერილია iOS 12.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონებზე.* რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს სურათზე წარმოდგენილისგან.

Samsung Daily+

Samsung Daily+ (Others)

აკონტროლე შენი ყოველდღიური აქტივობები და ცხოვრების სტილი უფრო მარტივად Samsung Tizen OS

Samsung Tizen ოპერაციული სისტემის ღია კოდის აპლიკაციების ეკოსისტემის მეშვეობით, Daily+ საშუალებას გაძლევს მარტივად აკონტროლო შენი ყოველდღიური აქტივობები და ცხოვრების სტილი შენი ტელევიზორიდან. Daily+ მოიცავს ისეთ აპლიკაციებსა და სერვისებს, როგორიცაა SmartThings და Workspace.

* Samsung არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სერვისებზე და მესამე მხარის სერვისებით გამოწვეულ ზიანსა და ზარალზე.* ხელმისაწვდომი სერვისები და UI შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

SmartThings

Do the SmartThings!

მოახდინე შენი სახლის მოწყობილობების ოპტიმიზაცია და მოარგე ისინი შენი ცხოვრების საჭიროებებს. ინტეგრირებული SmartThings Hub-ის მეშვეობით შეძლებ ისიამოვნო პერსონალიზებული ჭკვიანი სახლის ფუნქციებით და SmartThings-თან თავსებადი სხვადასხვა მოწყობილობით, რომლებიც გაგიმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას.

* ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები, ფუნქციები და მახასიათებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, სერვისის პროვაიდერის, ქსელის მახასიათებლების და პროდუქტის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. * საჭიროა Wi-Fi, Bluetooth ან სხვა უსადენო ქსელთან კავშირი და Samsung-ის ანგარიშზე ავტორიზაცია. * დაკავშირებული მოწყობილობები იყიდება ცალკე. „მშვიდი“ ტექნოლოგიის გამოყენებისთვის საჭიროა დაეთანხმო როგორც SmartThings-ის კონფიდენციალურობის განაცხადს, ასევე ავტომატურად დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენების წესებს.* UI შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

დიზაინი

LaserSlim დიზაინი

სრულყოფილი და თხელი, ლაზერის სხივის მსგავსად

OLED-ის დახვეწილი დიზაინი აერთიანებს უნიკალურ მშვენიერებასა და სიმძლავრეს. გააჩნია გასაოცრად თხელი ფორმ-ფაქტორი და სადა ჩარჩო, რის წყალობითაც იდეალურად ერგება ნებისმიერი ტიპის ინტერიერს.

უსაფრთხოება

Samsung Knox Security

შენი კონფიდენციალურობა დაცულია.

შენი კონფიდენციალურობა დაცულია Samsung TV-ების გამოყენებისას. შენი სენსიტიური მონაცემები, როგორიცაა პინ-კოდები და პაროლები, დაცულია პროგრამული და აპარატურული უსაფრთხოების რამდენიმე შრით.

* „Secured by Knox“ მარკირება გამოიყენება Tizen® ოპერაციული სისტემის მქონე, 2015 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsung TV-ებზე.* უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გარანტირებულია პროდუქტის გაშვებიდან სულ მცირე სამი წლის განმავლობაში.* საჭიროებს პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიას.

AI Energy Mode

ელექტროენერგიის დაზოგვა ინტელექტუალური ანალიზის მეშვეობით

SmartThings-ის მეშვეობით ელექტროენერგიის დაზოგვა ახლა უფრო მარტივადაა შესაძლებელი. AI Energy Mode-ის გააქტიურებით, შენი ტელევიზორი ავტომატურად განსაზღვრავს გარემოს განათების დონეს და გამოყენების პირობებს სიკაშკაშის რეგულირების მიზნით, რას ხელს უწყობს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.

* ელექტროენერგიის დაზოგვის მაჩვენებელი შესაძლოა განსხვავდებოდეს რეგიონის, ტელევიზორის მოდელის და ზომის, ყურების პირობების და კონტენტის ტიპის მიხედვით. * იმ მოდელებზე, რომლებზეც მიწოდების დროს გააქტიურებული იყო Eco Mode, ნაგულისხმევი პარამეტრებით უკვე გააქტიურებულია ზოგიერთი AI Energy Mode ფუნქცია, შესაბამისად, ელექტროენერგიის დაზოგვის დონე AI Energy Mode რეჟიმის გააქტიურებისას შესაძლოა უფრო დაბალი იყოს სტანდარტულ რეჟიმთან შედარებით.* AI Energy Mode-ის Game Mode-თან ერთად გააქტიურება არ არის შესაძლებელი.* ელექტროენერგიის დაზოგვა ეფუძნება შიდა ტესტირების შედეგებს და შესაძლოა განსხვავდებოდეს ეკრანზე გამოსახული კონტენტის და გარემოს განათების დონის მიხედვით.

SolarCell დისტანციური მართვის პულტი

დისტანციური მართვის პულტი, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან და იმუხტება მზის სხივები

მოწყობილობის უკანა მხარეს დამონტაჟებული მზის პანელის გამოყენება შესაძლებელია მის დასამუხტად, შესაბამისად, აღარ არსებობს SolarCell დისტანციური მართვის პულტისთვის გარემოსთვის მავნებელი ერთჯერადი ელემენტების გამოყენების საჭიროება.

* დისტანციური მართვის პულტის მზის ენერგიით დასამუხტად, ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი უნდა მოათავსო ისე, რომ მზის პანელი მიმართული იყოს ზევით. მოათავსე ის შენს მისაღებ ოთახში, როდესაც ჩართულია განათება, ან ფანჯარასთან ახლოს, მზის ბუნებრივი სხივებით განათებულ ადგილას.* დისტანციური მართვის პულტის ელემენტის რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, მის დამუხტვას USB-C კაბელის მეშვეობით შეძლებ. დისტანციური მართვის პულტის ელემენტის დარჩენილი მუხტის დონის შემოწმება შეგიძლია ტელევიზორის მენიუში (პარამეტრები (Settings) > ზოგადი პარამეტრები და კონფიდენციალურობა (General & Privacy) > ელექტროენერგიის დაზოგვა (Power & Energy Saving) > დისტანციური მართვის პულტის ელემენტის მუშაობის დარჩენილი ხანგრძლივობა (Available Remote Battery)).* SolarCell დისტანციური მართვის პულტის დიზაინი და ღილაკების განლაგება შესაძლოა განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით.

ერთად მოუსმინეთ Wow ხმას

მახასიათებლები

მხარდაჭერა

იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით

პროდუქტის მხარდაჭერა იხილე მეტი
მომხმარებლის ინსტრუქცია და ჩაწერა
  • User Manual
    ინგლისური
  • Installation Guide
    ინგლისური, რუსული, უკრაინული, ყაზახური, უზბეკური
  • Remote control
    ინგლისური, რუსული
  • Simple User Guide
    ინგლისური, რუსული
იხილე მეტი

{{family.currentModel.displayName}}

{{family.currentModel.modelCode}}

ფერი : {{chip.displayName}}
{{model.prices.currentPriceDisplay}}
{{model.prices.monthlyPrice}}დან თვეში {{model.prices.months}} თვეში
ან {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price without VAT: {{model.prices.vatFreePriceFormatted}}

Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}

Price before: {{model.prices.priceDisplay}}

{{model.prices.priceDisplay}} {{model.prices.savePrice}}
  • {{summary.title}}

    {{summary.value}}{{summary.unit}}

  • {{summary.title}}

შეადარე მოდელები

შეადარე მსგავს მოწყობილობებს

ბოლოს ნანახი

* ძირითადი ფუნქცია შეიძლება განსხვავდებოდეს ძირითადი მახასიათებლისგან.