შეაბიჯე ჯანმრთელობის მონიტორინგის AI-თ მხარდაჭერილი ფუნქციების ახალ ეპოქაში წარმართე შენი დღე ახალ 3nm პროცესორთან ერთად. გაიგნე გზა ორმაგი სიხშირის GPS-ის დახმარებით. აწარმოე გულისცემის სიხშირის, ვარჯიშისა და ძილის ტრეკინგი გაუმჯობესებული BioActive სენსორის მეშვეობით. ამის შემდეგ Galaxy AI მოგაწვდის მონაცემთა ანალიზის შედეგებს და ენერგიის ქულას, რაც დაგეხმარება შენი სიჯანსაღის მონიტორინგში. გაიცანი Galaxy Watch7, შენი AI-თ მხარდაჭერილი ყოველდღიური კომპანიონი.
ㅤ
იყავი გამორჩეული floating დიზაინის მეშვეობით
გააუმჯობესე შენი სტილი Galaxy Watch7-ის მეშვეობით. floating glass დიზაინი და ფერადი ნაქარგი წერტილები ელეგანტურობას მატებს შენს ხელს, ხოლო სამაჯურზე გამოსახული ტალღები მიანიშნებს, რომ მზად ხარ ვარჯიშისთვის. საათი ხელმისაწვდომია დიდ და პატარა ზომებში და სამ ფერში: მწვანე, ვერცხლისფერი და კრემისფერი.
საოცარი სიმძლავრე
ჩვენი ყველაზე მძლავრი ჭკვიანი საათის პროცესორი
ახალი 3 ნმ პროცესორი ფეხს უწყობს შენს ყოველდღიურ რუტინას. მარტივად და სწრაფად გადაერთე ამინდის შემოწმების რეჟიმიდან შენი ვარჯიშის მონაცემების შემოწმების რეჟიმზე. გარდა ამისა, ის ახდენს ელემენტის გამოყენების ოპტიმიზაციას, ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად,რათა Galaxy Watch7 შენს ერთგულ თანამგზავრად იქცეს ნებისმიერ სიტუაციაში.
- *სტანდარტული მაჩვენებლები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტით.
- **ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობის მონაცემები ეფუძნება Samsung-ის მიერ მოხმარების სტანდარტული პირობებისთვის ჩატარებული შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებს. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს გამოყენების პირობების, მოწყობილობის მოდელის ან ელემენტის მწარმოებლის მიხედვით. ენერგიის დაზოგვის რეჟიმში შესაძლოა მიუწვდომელი გახდეს ზოგიერთი ფუნქცია, მაგალითად Wi-Fi კავშირი, მოწყობილობის გაღვიძების ჟესტი და სხვა ფუნქციები. ასევე შესაძლოა შეიზღუდოს CPU-ს მუშაობის სიჩქარე, ინტერნეტ-კავშირის ფონურ რეჟიმში გამოყენება და ადგილმდებარეობის სერვისები.
გაუმჯობესებული BioActive სენსორი. უფრო მეტი სიზუსტე
თავად აკონტროლე შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესი Galaxy Watch-ში ინტეგრირებული ჩვენი უმაღლესი დონის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრის სენსორის მეშვეობით. 13 LED ნათურით აღჭურვილი BioActive სენსორი უფრო მაღალი სიზუსტით აკონტროლებს შენი გულისცემის სიხშირეს, ძილის პროცესს და სხვა მონაცემებს.
ორმაგი სიხშირის GPS. შენი გზამკვლევი ბეტონის ჯუნგლებში
მარტივად გაიკვალე გზა Galaxy Watch-ში ინტეგრირებული უზუსტესი GPS-ის მეშვეობით. ორმაგი სიხშირის GPS იყენებს ორი სიხშირის სატელიტურ სიგნალებს (L1+L5), რაც უზრუნველყოფს ადგილმდებარეობის უწყვეტ ტრეკინგს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებშიც კი.
ახლა უკვე Galaxy AI მხარდაჭერით
დაიწყე შენი დღე აქტიურად ენერგიის ქულის ფუნქციის მეშვეობით
უკეთ შეისწავლე შენი სხეული და დაიწყე დღე უფრო გონივრულად ენერგიის ქულის ფუნქციასთან ერთად. შეამოწმე შენი ძილის, გულისცემის სიხშირის და ყოველდღიური აქტივობების მონაცემები ენერგიის ქულის ფუნქციის მეშვეობით და დაგეგმე ყოველდღიური რუტინა. საკმარისად ვერ დაისვენე? ფორმაში დასაბრუნებლად, შეგიძლია სპორტდარბაზში ვარჯიშის ნაცვლად სახლში დარჩენა და დასვენება აირჩიო.
ㅤ
დაიწყე შენი შემდეგი ფიტნეს თავგადასავალი
გააუმჯობესე ვარჯიშის ყოველდღიური შედეგები მაღალი დონის ფიტნეს ტრეკინგის ფუნქციების მეშვეობით
გააუმჯობესე შენი ფიტნეს რუტინა Galaxy Watch7-ის მეშვეობით. შეარჩიე ვარჯიშის იდეალური რუტინა, რომელიც მოიცავს გახურების, მშვიდი ვარჯიშების და შესვენებებს სესიებს, ან მოტივაციის ასამაღლებად და შესანარჩუნებლად ეცადე გააუმჯობესო შენი ძველი შედეგები. მარტივად აკონტროლე შენი ვარჯიშის პროცესი წყალშიც კი, Water Lock რეჟიმის მეშვეობით.
მოიპოვე სამკერდე ნიშანი, შეინარჩუნე მოტივაცია
გააუმჯობესე პირადი რეკორდი ან გამოსცადე ახალი ტიპის ვარჯიში და მიიღე ბეიჯები, ეს დაგეხმარება მოტივაციის შენარჩუნებასა და წინსვლაში შენი ფიტნეს მიზნების მიღწევისთვის ბრძოლაში სასურველი შედეგების მისაღწევად.
ძილის ქოუჩინგი, შენი მშვიდი ღამეების გარანტია
ძილის რუტინის გასაუმჯობესებლად პირველ რიგში საჭიროა ძილის მონიტორინგი. ყოველდღიური ძილის ქულა, ძილის დროს გულისცემის სიხშირის მაჩვენებელი, პერსონალიზებული ძილის ქოუჩინგი და ა.შ. დაგეხმარება შენი ჩვევების უკეთ შესწავლაში, გარდა ამისა, მიღებული რჩევების გათვალისწინებით, შეძლებ შენი ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
მიიღე შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სასარგებლო რჩევები
ფუნქცია Welness Tips საშუალებას მოგცემს მიიღო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალიზებული რჩევები Samsung Health-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების საფუძველზე. დაისახე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებული მიზნები, აკონტროლე შენი მონაცემები და მიიღე რჩევები, რომლებიც დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარება.
ისუნთქე თავისუფლად ძილის აპნოეს ამოცნობის ფუნქციის დახმარებით
შენი უსაფრთხო და მშვიდი ძილისთვის. Galaxy Watch7, როგორც მსოფლიოში პირველი FDA-ს მიერ ავტორიზებული ძილის აპნოეს რისკის ამოცნობის ფუნქციით აღჭურვილი ჭკვიანი საათი, აკონტროლებს შენი ძილის ხარისხს და გეხმარება ძილის შესაძლო პრობლემების ამოცნობაში, რაც უზრუნველყოფს შენს სიმშვიდეს მთელი ღამის განმავლობაში.
მუდმივად აკონტროლე შენი გულის მდგომარეობა
შეინარჩუნე სიმშვიდე გულის მონიტორინგის პაკეტის დახმარებით. შენს Galaxy Watch7-ში ინტეგრირებული PPG სენსორი აკონტროლებს შენს გულისცემის სიხშირეს და რიტმს. გულისცემის სიხშირესთან ან რიტმთან დაკავშირებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ის გამოგიგზავნის შეტყობინებას და მოთხოვნას, რომ ჩაიტარო ECG.
შეინარჩუნე ჯანმრთელობა BIA-ს დახმარებით
ბიოიმპენდანსური ანალიზის (BIA) სენსორის მეშეობით შესაძლებელია შენი სხეულის მდგომარეობის განსაზღვრა — რისთვისაც მხოლოდ ღილაკებზე თითის დაჭერაა საჭირო. აირჩიე სამიზნე წონა, სხეულში ცხიმის დონე და კუნთოვანი მასა და მოახდინე პროგრამების პერსონალიზება სასურველი მიზნების მარტივად მისაღწევად.
იყავი მაქსიმალურად ინფორმირებული შენს მე
მიიღე მეტი ინფორმაცია შენი სხეულის ბუნებრივ რიტმთან დაკავშირებით Natural Cycles-ის მიერ მხარდაჭერილი მენსტრუალური ციკლის ტრეკინგის ფუნქციის მეშვეობით.
- *თავსებადი სმარტფონები და ხელმისაწვდომი ფუნქციები განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის, ოპერატორის და მოწყობილობის მიხედვით.
- **არის განკუთვნილი დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის.
- ***სხეულის მდგომარეობის ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ Samsung Galaxy Watch4 სერიის და უფრო გვიან გამოშვებულ Galaxy Watch მოდელებზე. სხეულის მდგომარეობის ფუნქციის გამოყენება დაუშვებელია იმპლანტირებული კარტდიოსტიმულატორის ან სხვა სამედიცინო მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში ან ორსულობის დროს. მოწყობილობის და აპლიკაციის მეშვეობით მოპოვებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სამედიცინო რჩევა.
- ****სხეულის მდგომარეობის განსაზღვრის შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული 20 წლამდე მომხმარებლების შემთხვევაში. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
- *****Natural Cycles-ის მენსტრუალური ციკლის ტრეკინგის ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია ციკლის მონიტორინგი და შემდეგი ციკლის დადგომის დროის განსაზღვრა. სხეულის ტემპერატურის საფუძველზე მენსტრუალური ციკლის ტრეკინგის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ქვეყნებში შეძენილ მოწყობილობებზე, სადაც ეს სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია. არ არის განკუთვნილი კონტრაცეფციის მიზნით გამოყენებისთვის. თუ ამჟამად იღებ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატებს ან იტარებ ჰორმონალურ თერაპიას ოვულაციის ინჰიბიტორებით, ვერ შეძლებ ამ სერვისით სარგებლობას ოვულაციის ტრეკინგის მიზნით. მაჩვენებლები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. მაჩვენებლების სიზუსტის გასაუმჯობესებლად.
- ******რეკომენდებულია გეკეთოთ საათი ძილის დროს მინიმუმ 4 საათის განმავლობაში, კვირაში 5-ჯერ. მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს საათის სწორად გამოყენების, წინასწარ შეყვანილი მონაცემების, გარემო პირობების და ა.შ. მიხედვით. არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. საჭიროა Samsung Health აპლიკაციის უახლესი ვერსია.
იკვებე ჯანსაღად. დაინახე სხვაობა AGEs ინდექსის მეშვეობით
ჯანსაღი დიეტა მნიშვნელოვანია, თუმცა როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად ეფექტურია ის? AGEs ინდექსი არის შენი მეტაბოლიზმის ინდიკატორი, რომელზეც ზეგავლენას ახდენს შენი კვებასთან დაკავშირებული ჩვევები და ცხოვრების სტილი. Galaxy Watch7 ზომავს შენს AGEs ინდექსს ძილის დროს, შედეგების ნახვა კი პირდაპირ შენს მაჯაზე დამაგრებულ მოწყობილობაზეა შესაძლებელი. აკონტროლე კვება, გააუმჯობესე ცხოვრების სტილი და შეინარჩუნე სიჯანსაღე.
*Advanced Glycation End-products(AGEs) ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია და Samsung Health აპლიკაციის 6.27 ან უფრო ახალი ვერსია. ხელმისაწვდომია Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. AGEs მხარდაჭერილია მხოლოდ Samsung Galaxy Watch7-ზე და უფრო გვიან გამოშვებულ Samsung Galaxy Watch-ის მოდელებზე. **არ არის განკუთვნილი დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. AGEs ინდექსი წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს. ***Galaxy Watch7 იყენებს ოპტიკური ბიო-სიგნალის სენსორს, რომელიც მუშაობს IEC 62471 უსაფრთხოების რეგულაციების სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრული დიაპაზონის ფარგლებში.შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია
მოიპოვე წვდომა და აკონტროლე შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებული ინფორმაცია შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით. გამოიყენე დეტალური მონაცემები და მიაღწიე სიჯანსაღესთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს.
ისიამოვნე Android სმარტფონებთან დაკავშირების გამარტივებული გამოცდილებით
გამოსცადე Galaxy Wearable შენს Android სმარტფონზე. მარტივად დააკავშირე Galaxy Watch, Buds ან Ring შენს Android სმარტფონთან. საჭიროა მხოლოდ Galaxy Wearable და Samsung Health აპლიკაციების გადმოწერა Google Play-დან. Galaxy Wearable აპლიკაციაში შეგიძლია გამოსცადო სხვადასხვა ციფერბლატები, გააერთიანო და ერთმანეთს შეუხამო სასურველი ფუნქციები.
- *საჭიროა Galaxy Watch7-ის, Galaxy Watch Ultra-ს და Galaxy Ring-ის დაწყვილება Android 11.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1,5 GB მეხსიერება.
- **Galaxy Buds-ის Bluetooth Audio-ს სახით დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ OS მოწყობილობასთან, თუმცა Galaxy Wearable აპლიკაციაში დამატებითი პარამეტრების კონფიგურაციისთვის საჭიროა Galaxy Buds-ის დაწყვილება Android 10.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1.5GB მეხსიერება.
- ***Galaxy Wearable აპლიკაციის დამატებითი პარამეტრები მოიცავს Noise Control, Adaptive EQ, Pinch Control ფუნქციებს და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას
- ****ზოგიერთი ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
- *****Galaxy Wearable აპლიკაცია არ არის მხარდაჭერილი iOS მოწყობილობებზე.
- ******Samsung Health Monitor აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
ვარდნის ამოცნობის ფუნქცია
თუ წაიბორძიკებ, Galaxy Watch7-ის ვარდნის ამოცნობის ფუნქცია დაგეხმარება. თუ ვარჯიშის დროს დაეცემი ან ძილის დროს საწოლიდან გადმოვარდები, საათი დააფიქსირებს ვარდნის შემთხვევას და შემოგთავაზებს დახმარებას. სხვა საგანგებო სიტუაციების დადგომის შემთხვევაში, ხუთჯერ უნდა დააჭირო Home ღილაკს, რის შემდეგაც გაიგზავნება SOS შეტყობინება გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან.
აირჩიე ნებისმიერი სიტუაციის შესაფერისი სამაჯური
აირჩიე სპეციალურად შენ მიერ არჩეული აქტივობისთვის შექმნილი სამაჯური — ცურვა, ძილი, სირბილი და სხვა — შემდეგ კი აირჩიე სასურველი ფერი და მოარგე ის შენს სტილს და გემოვნებას. ან უბრალოდ შეცვალე სამაჯურები ღილაკზე ხელის ერთხელ დაჭერით. შეცვალე სამაჯური და საათის ციფერბლატი შენი სტილის შესაბამისად.